როგორ შეცვალა სუპერმოდელი "გასახდომმა პროცედურამ" - 90-იანების ულამაზი მოდელის მძიმე ცხოვრება | Allnews.Ge

როგორ შეცვალა სუპერმოდელი "გასახდომმა პროცედურამ" - 90-იანების ულამაზი მოდელის მძიმე ცხოვრება

90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი ლინ­და ევან­გე­ლის­ტა ამ­ბობს, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბა სა­მუ­და­მოდ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი დარ­ჩა, მას შემ­დეგ, რაც ცხი­მის შემ­ცი­რე­ბის, გა­სახ­დო­მი პრო­ცე­დუ­რა ჩა­ი­ტა­რა. მო­დე­ლის თქმით, პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ მან პი­რი­ქით, წო­ნა­ში ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა და ამ ყვე­ლა­ფერ­მა მისი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ევან­გე­ლის­ტამ პოს­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

56 წლის ლინ­და ამ­ბობს, რომ მან ცხი­მის შემ­ცი­რე­ბის იშ­ვი­ა­თი პრო­ცე­დუ­რა 5 წლის წინ ჩა­ი­ტა­რა, ხოლო მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე შე­დე­გის გა­მო­სას­წრო­ებ­ლად ორი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ორი­ვე მათ­გა­ნი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

linda1-56791-1632457560.jpg

ეს ფოტო 2009 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

"ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ისე­თი დავ­რჩი, რომ რო­გორც მე­დია წერ­და, ჩემი ცნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, - წერს მო­დე­ლი. ევან­გე­ლის­ტას გან­მარ­ტე­ბით, სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც, სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა­ზე წლე­ბია უარს ამ­ბობს.

linda2-56890-1632457594.jpg

2008 წელი

"ჩემო გა­მომ­წე­რე­ბო, ვი­საც გა­ინ­ტე­რე­სებთ რა­ტომ არ ვმუ­შა­ობ­დი და არ ვჩან­დი მა­შინ, როცა ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბის კა­რი­ე­რა ყვა­ო­და...

მი­ზე­ზი ესაა, მე სას­ტი­კად და­მა­მა­ხინ­ჯა ამ პრო­ცე­დუ­რამ, რო­მელ­საც სხვა შე­დე­გი უნდა ჰქო­ნო­და და სხვა რა­მეს მპირ­დე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მხო­ლოდ ჩემი სა­არ­სე­ბო წყა­რო კი არ მოს­პო, არა­მედ ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­მაგ­დო და თით­ქოს სულ მარ­ტო დავ­რჩი“, - გან­მარ­ტავს ლინ­და.

მო­დე­ლი ამ­ბობს, რომ ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმი­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ სურს ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოს.

linda4-57019-1632457636.jpg

ლინ­და ევან­გე­ლის­ტა - 2016 წელი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წელს მე­დი­ა­ში ლინ­და ევან­გე­ლის­ტას ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და და მისი ცნო­ბა მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ახ­ლაც "ინ­სტაგ­რამ­ზე" ის თა­ვის ახალ ფო­ტო­ებს არ აქ­ვეყ­ნებს და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არა­სო­დეს ჩნდე­ბა.

myquiz