დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე | Allnews.Ge

დადიანების სასახლის უცნობი ნახატის ისტორია - რას წერდნენ ევროპელები სამეგრელოს თავადების ცხოვრების წესზე

2018 წლის ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ ევ­რო­პულ აუქ­ცი­ონ­ზე 32 ათას გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და XIX სა­უ­კუ­ნის რუ­სე­თის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვრის, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვის (1805-1879) ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში". ნა­ხა­ტი 1833 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ამ ძვირ­ფა­სი ნა­ხა­ტის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მკვლე­ვარ­მა და სიძ­ვე­ლე­თა მოყ­ვა­რულ­მა ბეჰ­რუზ ჰუ­სე­ინ­ზა­დემ გა­მო­უგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს.

ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი ნა­თელ წარ­მოდ­გე­ნას ქმნის სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რე­ბის იმ სა­მო­სახ­ლო­ზე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იდგა ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის აშე­ნე­ბამ­დე. ამი­ტომ მხატ­ვრუ­ლის გარ­და, ნა­მუ­შე­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბაც აქვს.

dadianidavitiportr-2018-12-23-hkae4ambsnw0pfg-1-1632371481.jpg

და­ვით და­დი­ა­ნი

იონა მე­უ­ნარ­გია, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­ბავს, ყვე­ლა­ზე ძველ და გა­მორ­ჩე­ულ შე­ნო­ბად და­ვით და­დი­ა­ნის (1840-1853) დრო­ე­ბით სამ­ყოფ სახ­ლს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­მე­ლიც 1835 წელს დამ­წვა­რა. ეს ამ­ბა­ვი აღ­წე­რი­ლია სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ და­ვით და­დი­ა­ნის წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ძმას, გრი­გოლს გა­უგ­ზავ­ნა:

წარ­სულს წელს, 17 დე­კემ­ბერს, სა­სახ­ლე ჩემი ყოვ­ლი­თა­ვე ავე­ჯე­უ­ლო­ბით და­იწ­ვა. ყო­ვე­ლი ესე დაგ­ვა­ვი­წყა უსას­ტი­კეს­მა სენკვე­თე­ბა­მან დისა ჩვე­ნი­სა ნი­ნო­სა­მან, რო­მელ­სა­ცა ეცა ელდა როს იგი აღტყი­ნე­ბა­სა ალ­მუ­რი­სა­სა უვიც­თა მიერ ზა­ხი­ლი იწარ­მო­ვა, და­ვითს ცე­ცხლი მო­ე­კი­დაო"... მთა­ვა­რი იქვე მეგ­რულ ენა­ზე გა­ნაგ­რძობს წე­რილს, რომ­ლის ში­ნა­არ­სი­დან კარ­გად ჩანს, რომ და­ვი­თი შე­ნო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ მხატ­ვრულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ ანი­ჭებ­და:

ასევე დაგაინტერესებთ 14:45 / 01-11-2018ქართველი პრინცი ამერიკაში - ისტორია ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალზე, რომელიც აშშ-ს დაზვერვაში 25 წელი მუშაობდა"მუ­თუ­ნი ვა­პ­ჭუ, მარა ოკო ვთქუ­ათ ბრელქ დუ­მა­ჭუ­შო. მუ მე­ნარ­ღე­ბუ­ნა, ვარ­თი ყუდე ორდ მუ­თუ­ნი, თაში თქვიი, ნა­მუ­და ჯვე­ში-ჯვე­ში დი­დე­ბაქ დო ხეშ­ნა­ჭა­რა წიგ­ნეფქ აჭუ­შო" ("არა­ფე­რი დამ­წვია, მაგ­რამ მა­ინც ასე ვთქვათ: ვი­თომ ბევ­რი რამ დაგ­ვეწ­ვა, რა გვე­ნაღ­ვლე­ბა, არც სახ­ლი წარ­მო­ად­გენ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ რა­მეს. ესე თქვი, რომ ძვე­ლი დი­დე­ბა და ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი და­ეწ­ვა-თქო").

dadianebischernetski-2018-12-23-krmubshbdf-1632371539.jpg

და­დი­ა­ნის სა­მო­სახ­ლო სა­მეგ­რე­ლო­ში, ნი­კა­ნორ ჩერ­ნე­ცო­ვი (1833 წ.)

ჩერ­ნე­ცო­ვის 1833 წელს შეს­რუ­ლე­ბულ ნა­ხატ­ზე სწო­რედ ის ნა­გე­ბო­ბაა გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც 1835 წელს და­იწ­ვა. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დი­ა­ნე­ბის სამ­ყოფ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტია.

ნა­ხა­ტის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ძველ სა­მეგ­რე­ლო­ში მთა­ვარ­თა რე­ზი­დენ­ცია წარ­მო­ად­გენ­და უფრო დიდი ზო­მის სა­მო­სახ­ლოს, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კლა­სი­კურ სა­სახ­ლეს. ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი დიდ ორ­სარ­თუ­ლი­ან ხის ოდას ეკა­ვა, მის გარ­შე­მო კი აშე­ნე­ბუ­ლი იყო სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი, მათ შო­რის ბუხ­რე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და სხვ. ჩერ­ნე­ცო­ვის ნა­ხა­ტი­დან ისიც კარ­გად ჩანს, რომ ნა­დი­მე­ბი ეზო­ში, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის ქვეშ იმარ­თე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა