ისინი ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ- ჰოლანდიელი გოგონების გმირობის ამბავი | Allnews.Ge

ისინი ნაცისტებს ტყეში იტყუებდნენ და ხოცავდნენ- ჰოლანდიელი გოგონების გმირობის ამბავი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს ბევ­რი გმი­რი ჰყავს და ამ ომში ჩარ­თულ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია აქვს. ამ სტა­ტი­ა­ში ჰო­ლან­დი­ელ მო­ზარდ გო­გო­ნებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობ­დნენ სამ­შობ­ლოს დაც­ვას და ქვეყ­ნის ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

19 წლის ჰანი შაფ­თის, 16 წლის თრუ­სი ოვერშტი­გე­ნი­სა და 14 წლის ფრე­დი ოვერშტი­გე­ნის გმი­რო­ბი­სა და მა­მა­ცო­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში უამ­რავ ის­ტო­რი­ას მო­ის­მენთ.

trusovershtigeni-62054-1632292262.jpg

ფო­ტო­ზე - თრუს ოვერშტი­გე­ნი

BBC მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ჰო­ლან­დი­ელ გმი­რებს სი­უ­ჟეტს უძღვნის, სა­დაც გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ებს მათი შვი­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან.

სი­უ­ჟეტ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ ომმა სამი მო­ზარ­დი გო­გო­ნა ნამ­დვილ, შე­უ­პო­ვარ მებ­რძო­ლე­ბად აქ­ცია. ყვე­ლა­ფე­რი კი 1940 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­შის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ ჰო­ლან­დია და­ი­პყრო.

თრუს და ფრე­დი ოვერშტი­გე­ნე­ბი დები იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც მარ­ტო­ხე­ლა დედა ზრდი­დათ. ის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი გან­წყო­ბის მქო­ნე ქალი ყო­ფი­ლა. ჰანი შაფ­თი კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და მათი მე­გო­ბა­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან იმის გამო გა­მო­აგ­დეს, რომ ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ერ­თგუ­ლი არ გახ­და.

fredi-62517-1632292369.jpg

ფრე­დი ოვერშტი­გე­ნი

რო­დე­საც ოკუ­პა­ცია და­ი­წყო, მო­ზარ­დი გო­გო­ნე­ბის სა­მე­ულ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა მცი­რე ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ნი­დერ­ლან­დებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ოკუ­პა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­ტაკ­ქვე­შა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­შიც ამ სამ­მა მო­ზარ­დმა უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მალე მათი როლი უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­და და პირ­და­პირ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩა­ერ­თვნენ.

სა­მიზ­ნე­ე­ბი იყ­ვნენ არა მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლი ნა­ცის­ტე­ბი, არა­მედ ის ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნე­ლე­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ. რო­გორც BBC-ის სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გო­გო­ნე­ბი სარ­გებ­ლობ­დნენ ახალ­გაზ­რდო­ბით, უცოდ­ვე­ლი, უწყი­ნა­რი გა­რეგ­ნო­ბით, ჰო­ლან­დი­ელ მო­ღა­ლა­ტე­ებს და გერ­მა­ნე­ლებს ტყე­ში იტყუ­ებ­დნენ და ხო­ცავ­დნენ.

შთა­მო­მავ­ლე­ბი იხ­სნე­ბენ, რომ თურ­მე თრუ­სი და ფრე­დი ფლირ­ტის ოს­ტა­ტო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და მათი ფლირ­ტი მხო­ლოდ გა­ღი­მე­ბი­თა და მი­სალ­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

fredi2-62717-1632292477.jpg

"ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ძა­ლი­ან მორ­ცხვი გო­გო­ნე­ბი ყო­ფი­ლან. ომმა კი მა­მაც ქა­ლე­ბად აქ­ცია“ - ამ­ბო­ბენ თრუს ოვერშტი­გე­ნის შვი­ლე­ბი.

რო­დე­საც დედა 15-16 წლის იყო, მან ეს­რო­ლა ქალს, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად ებ­რა­ე­ლე­ბის სიას აგ­რო­ვებ­და. მახ­სოვს დედა მიყ­ვე­ბო­და, რომ ეს ქალი პარკში და­ი­ნა­ხა, იცნო, მი­უ­ახ­ლოვ­და, რათა ვი­ნა­ო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, სა­ხე­ლი და გვა­რი ჰკი­თხა, შემ­დეგ კი ეს­რო­ლა.

ნა­ცის­ტებს და მათ მომ­ხრე ჰო­ლან­დი­ე­ლებს სჯე­რო­დათ, რომ გო­გო­ნე­ბი ეფ­ლირ­ტა­ვე­ბოდ­ნენ და ტყე­ში მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ხოლო როცა გო­გო­ნე­ბის­კენ სა­კოც­ნე­ლად წა­ი­წევ­დნენ, ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი ხო­ცავ­დნენ მათ - იხ­სე­ნებს ფრე­დი ოვერშტი­გე­ნის ვაჟი, რემი დე­კე­რი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz