როგორ გატეხეს გერმანელების შიფრის მანქანა მეორე მსოფლიო ომის დროს | Allnews.Ge

როგორ გატეხეს გერმანელების შიფრის მანქანა მეორე მსოფლიო ომის დროს

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­შიფრ­ვის­თვის იე­როგ­ლი­ფებს იყე­ნებ­დნენ. რო­მა­ე­ლე­ბი - კე­ის­რის შრიფტს, ვე­ნე­ცი­ე­ლე­ბი - ალ­ბერ­ტის და­სა­შიფრ დის­კოს. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის ზრდას­თან ერ­თად, ხე­ლით და­შიფრ­ვა გარ­თულ­და.

1917 წელს ჰო­ლან­დი­ელ­მა ჰი­უ­გო კოხ­მა, კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის­თვის, და­სა­შიფრ ელექ­ტორ­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე პა­ტენ­ტი მი­ი­ღო. ერთი წლის შემ­დეგ გერ­მა­ნელ­მა ინ­ჟი­ნერ­მა არ­ტურ შერ­ბი­უს­მა ეს პა­ტენ­ტი შე­ის­ყი­და და გა­და­კე­თე­ბის შემ­დეგ იმ დრო­ის­თვის უნი­კა­ლუ­რი და­სა­შიფ­რი მან­ქა­ნა შექ­მნა. გა­მო­გო­ნე­ბას Enigma – (ბერ­ძნუ­ლად "გა­მო­ცა­ნა") უწო­დეს. 1923 წელს ბერნ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფოს­ტო კონ­გრეს­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­მა "გა­მო­ცა­ნამ" დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­ი­ყი­და შვე­დეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში.

Enigma-ს პირ­ვე­ლი მო­დე­ლი A 50 კგ-ს იწო­ნი­და და სა­ლა­როს აპა­რატს წა­ა­გავ­და. მო­დე­ლი B სა­ბეჭდ მან­ქა­ნა­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ზო­მი­თაც მისი მსგავ­სი იყო. გერ­მა­ნუ­ლი ფლო­ტი პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა იყო, რო­მელ­მაც Enigma-ს გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო. სხვა რო­ტო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მსგავ­სად, ისიც მე­ქა­ნი­კუ­რი და ელექტრო­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. მე­ქა­ნი­კუ­რი ნა­წი­ლი კლა­ვი­ა­ტუ­რა­სა და მბრუ­ნავ დის­კო­ებს (რო­ტო­რე­ბი და კბი­ლა­ნა მე­ქა­ნიზ­მი) ითავ­სებ­და.

ყვე­ლა რო­ტორ­ზე ან­ბა­ნის ასო­ე­ბი იყო და­ტა­ნი­ლი. მუ­შა­ო­ბის წინ ოპე­რა­ტო­რი რო­ტო­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­დით წი­ნას­წარ აყე­ნებ­და. კოდი ყო­ველ 24 სთ-ში ერთხელ იც­ვლე­ბო­და.

და­შიფრ­ვის პრო­ცე­სი ელექტრო­ნუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე ღი­ლა­კის და­ჭე­რი­სას სხვა­დას­ხვა გზე­ბით მოძ­რა­ვი ელექტრო­ნუ­ლი იმ­პულ­სი წრედს კრავ­და. "ენიგ­მა­ზე" ან­თე­ბუ­ლი ერთ-ერთი ნა­თუ­რა და­შიფ­რულ ასოს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, სი­ტყვა WAR-ში, კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე W-ს და­ჭე­რი­სას, და­შიფრ­ვის შე­დე­გად ან­თე­ბუ­ლი P ნა­თუ­რა შიფ­რის პირ­ვე­ლი ასო იყო. ამ­რი­გად ოპე­რა­ტო­რი მხო­ლოდ სა­ბო­ლოო შე­დეგს აფიქ­სი­რებ­და, რო­მელ­საც რა­დი­ო­თი ად­რე­სატს უგ­ზავ­ნი­და. მისი წა­კი­თხვა მხო­ლოდ ანა­ლო­გურ პა­რა­მეტ­რებ­ზე მო­მუ­შა­ვე Enigma-ს მფლო­ბელს შე­ეძ­ლო.

"გა­მო­ცა­ნამ" და­შიფრ­ვა/გა­შიფრ­ვა გა­ა­მარ­ტი­ვა. მო­მა­ვალ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში "ენიგ­მას" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ენი­ჭე­ბო­და. გერ­მა­ნე­ლე­ბი Enigma-ს გა­მუდ­მე­ბით აუმ­ჯო­ბე­სებ­დნენ. თუმ­ცა 3 რო­ტო­რი­ა­ნი მო­დე­ლის შემ­თხვე­ვა­შიც კი ყო­ველ ასოს 17 576 შე­სა­ლო ვა­რი­ან­ტი (26x26x26) ჰქონ­და.

პო­ლო­ნე­ლე­ბი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ვინც "ენიგ­მას­გან" მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე სე­რი­ო­ზუ­ლად აღით­ქვეს. "გა­მო­ცა­ნის" წა­კი­თხვის­თვის 1929 წელს ვარ­შა­ვა­ში სა­ი­დუმ­ლო ბი­უ­რო შე­იქ­მნა. მისი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სამი ნი­ჭი­რი მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ წინ ერთი ნა­ბი­ჯი­თაც ვერ წა­ი­წი­ეს. "ციხე", რო­მე­ლიც "ენიგ­მას" სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავ­და, შიგ­ნი­დან გა­ტყდა. 1931 წელს ფრან­გებ­მა ჰანს შმი­დტი გა­და­ი­ბი­რეს. გერ­მა­ნელ­მა ოფი­ცერ­მა, რო­მელ­საც "ენიგმე­ბის" ძვე­ლი კო­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ევა­ლე­ბო­და, ისი­ნი ფრან­გებს მი­ყი­და. მათ კი ინ­ფორ­მა­ცია პო­ლო­ნეთს გა­დას­ცეს.1939 წელს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხოს ფონ­ზე, ჩერ­ჩი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით ბლეტ­ჩილ-პარკში (ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­გლი­სი) კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სა­ი­დუმ­ლო ცენ­ტრი Station X და­არ­სდა. "ენიგ­მას" გა­ტეხ­ვის­თვის აქ სა­უ­კე­თე­სო მა­თე­მა­ტი­კო­სებს, ანა­ლი­ტი­კო­სებს, თავ­სა­ტე­ხე­ბი­სა და კროს­ვორ­დე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს მო­უ­ყა­რეს თავი. პო­ლო­ნე­თის­გან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრი­ტა­ნე­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი "ბომ­ბი" შექ­მნეს. მისი 108 ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი დის­კო წუთ­ში 120 ბრუნს აკე­თებ­და. ყო­ვე­ლი ბრუ­ნი­სას ასოს 26 შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი მოწ­მდე­ბო­და. თუმ­ცა "გა­მო­ცა­ნის" წა­კი­თხვის­თვის ხელ­ში რე­ა­ლუ­რი "ენიგ­მის" ჩაგ­დე­ბა იყო სა­ჭი­რო.

პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში ჩა­მოგ­დე­ბულ­მა ბომბდამ­შენ­მა მო­ი­ტა­ნა. მის ბორტზე "ენიგ­მას" სა­ა­ვი­ა­ციო მო­დე­ლი თა­ვი­სი კო­დე­ბი­თურთ იპო­ვეს. ამი­ე­რი­დან გერ­მა­ნუ­ლი კო­დე­ბის წა­კი­თხვა მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვი იყო.

1942 წელს წყალ­ქვე­შა ფლო­ტის სარ­დალ­მა ადი­მარლ­მა დე­ნიც­მა გერ­მა­ნულ სუბ­მა­რი­ნებ­ზე ახა­ლი 4 რო­ტო­რი­ა­ნი Enigma M4-ის გა­მო­ყე­ნე­ბა ბრძა­ნა. თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბლეტ­ჩლი-პარ­კი მის გა­შიფრ­ვას უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და.

ომის დროს ბი­ტა­ნე­ლებ­მა 170-მდე "ენიგ­მა" ჩა­იგ­დეს ხელთ. შიფ­რის წა­კი­თხვა სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად ბლეტ­ჩლი-პარკში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი 210 "ბომ­ბი" 3 000-მდე გერ­მა­ნულ შიფრს კი­თხუ­ლობ­და. მან­ქა­ნებს მო­რი­გე­ო­ბით 1 675 ოპე­რა­ტო­რი ქალი და 265 მე­ქა­ნი­კო­სი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. "გა­მო­ცა­ნას" წა­კი­თხვამ ბრი­ტა­ნე­ლებს სტრა­ტე­გი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მის­ცა.

ბლეტ­ჩლი-პარ­კი და ოპე­რა­ცია Ultra იმ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, რომ გერ­მა­ნე­ლებ­მა მის არ­სე­ბო­ბა­ზე არა­ფე­რი იცოდ­ნენ. Enigma-ს წა­კი­თხვა­ზე 12 000 ბრი­ტა­ნე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი, ინ­ჟი­ნე­რი, ლინგვის­ტი, სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, რე­ბუ­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მო­ჭად­რა­კე და ოპე­რა­ტო­რი მუ­შა­ობ­და.

1973 წელს ფრან­გმა გუს­ტავ ბერტრან­მა მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ "ენიგ­მას" კო­დის გა­შიფვ­რის ის­ტო­რია გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ხაზი გა­უს­ვა პო­ლო­ნე­ლე­ბის მთა­ვარ როლს ამ საქ­მე­ში.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE