შოკისმომგვრელი და გასაოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებსაც ვერავინ ხსნის | Allnews.Ge

შოკისმომგვრელი და გასაოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებსაც ვერავინ ხსნის

ისტორიები, რომლებსაც დღეს გთავაზობთ, სავსეა უცნაური და იდუმალი დამთხვევებით.

მაშ, ასე, პარალელი გავავლოთ ისტორიაში ცნობილი პიროვნებების-ნაპოლეონისა და ჰიტლერის, ლინკოლნისა და კენედის ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს შორის.

ნაპოლეონი და ჰიტლერი

hitler-visita-la-tumba-de-napoleon-desktop-1632126808-1670422257.jpg

  • ნაპოლეონი დაიბადა 1760 წელს
  • ჰიტლერი დაიბადა 1889 წელს

(სხვაობა 129 წელი)

  • ნაპოლეონი ხელისუფლებაში მოვიდა 1804 წელს
  • ჰიტლერი ხელისუფლებაში მოვიდა 1933 წელს

(სხვაობა 129 წელი)

  • ნაპოლეონმა ომი წააგო 1816 წელს
  • ჰიტლერმა ომი წააგო 1945 წელს

(სხვაობა 129 წელი)

  • ორივე მათგანი ხელისუფლებაში მოვიდა, როცა იყო 44 წლის
  • ორივე თავს დაესხა რუსეთს, როცა იყო 52 წლის
  • ორივე მათგანმა ომი წააგო, როცა იყო 56 წლის

ლინკოლნი - კენედი

download-1632126900.gif

  • ლინკოლნი დაიბადა 1818 წელს
  • კენედი დაბადა 1918 წელს

(სხვაობა 100 წელი)

  • ლინკოლნი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1860 წელს
  • კენედი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა 1960 წელს

(სხვაობა 100 წელი)

  • ორივე მათგანი მოკლეს პარასკევ დღეს, მეუღლეების თანდასწრებით, თავში ნასროლი ტყვიით
  • ლინკოლნი მოკლეს თეატრში "კენედი"
  • კენედი მოკლეს ავტომობილში "ლინკოლი"
  • სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლინკოლნმა მოინახულა ქალაქი მონრო, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს
  • სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე კენედმა მოინახულა მერლინ მონრო, რომელთანაც რომანი ჰქონდა
  • ორივე მათგანი იყო სამხრეთელი, ორივე იყო დემოკრატი და სანამ პრეზიდენტები გახდებოდნენ, ორივე სენატორად მუშაობდა

  • ლინკოლნის მკვლელი, ჯონ უილკის ბუტი, დაიბადა 1839 წელს
  • კენედის მკვლელი, ლი ჰარვი ოსვალდი, დაიბადა 1930 წელს

(სხვაობა 100 წელი)

  • ორივე მკვლელის სახელსა და გვარში 13-13 ასოა (John Wilkes Booth და LEarvey Oswald)

  • ლინკოლნის შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე მისი სიკვდილის შემდეგ იყო ენდრიუ ჯონსონი, დაბადებული 1808 წელს
  • კენედის შემცვლელი პრეზიდენტის პოსტზე მისი სიკვდილის შემდეგ იყო ლინდონ ჯონსონი, დაბადებული 1908 წელს

(სხვაობა 100 წელი)

ასეთი უცნაური, იდუმალი და მისტიკური დამთხვევები გვაიძულებს დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც შემთხვევით არაფერი ხდება და ყველა მოვლენა წინასწარაა დაგეგმილი ზეციური ძალების მიერ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით თარიღებს, რომლებიც იდუმალი სახით ავსებენ ჩვენს ცხოვრებას, მივხვდებით, რომ ჩვენ მივდივართ ბედის ლაბირინთებში, რომელიც სპირალივითაა დახვეული და თითოეულ მომენტში ის ახალ-ახალ სიურპრიზს გვიმზადებს.

აი, კიდევ ერთი მაგალითი გასაოცარი დამთხვევისა:

1838 წელს ამერიკელმა მწერალმა ედგარ ალან პომ დაწერა მოთხრობა "არტურ გორდონ პიმის თავგადასავალი". ის მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ოთხი ადამიანი ღია ზღვაში ხომალდის დაღუპვის შემდეგ. შიმშილისაგან სასოწარკვეთილებამდე მისულებმა, სამმა მათგანმა მოკლა და შეჭამა მეოთხე. წიგნში მისი სახელია რიჩარდ პარკერი.

9781551118383-1632127115.jpg

1884 წელს წყნარ ოკეანეში კატასტროფა განიცადა გემმა "მაგნონეტი". ოთხი გადარჩენილი, ისევე როგორც ალან პოს გმირები, ერთ პატარა ნავში აღმოჩნდა. უსაზღვრო ოკეანეში რამოდენიმედღიანი ხეტიალის შემდეგ, შიმშილით ჭკუაზე შეშლილებმა, სამმა მათგანმა მოკლა და შეჭამა მეოთხე, რომლის სახელიც ... რიჩარდ პარკერი იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz