ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა ცნობილი გიფებისა და მიმების გმირები? | Allnews.Ge

ვინ არიან და როგორ გამოიყურებიან ახლა ცნობილი გიფებისა და მიმების გმირები?

ის ადამიანები, რომლებსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ გიფებისა და მიმების გმირები. დღეს ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილნი არიან და სოციალურ ქსელებში საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებებს გამოხატვა მათი გამოსახულების გარეშე წარმოუდგენლად გვეჩვენება. ვინ არიან და როგორ იქცნენ მიმებად ის ადამიანები, ვისაც მთელი მსოფლიო ყოველდღე უყურებს.

სემ გრინელი - ბიჭი, რომელმაც თავისი გაიტანა

155001624-2756286684685872-5475652025385041093-n-1631968456.jpg

ეს მიმი მაშინ გაჩნდა, როცა ვინმე ლეინი გრინერმა თავისი ვაჟის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. პატარა ბიჭი სანაპიროზე ქვიშის შეჭმას ცდილობდა. თავიდან მიმს სრულიად სხვა დატვირთვა ჰქონდა - გაბოროტებული ბავშვის, რომელმაც სხვა ბავშვებს ქვიშით აშენებული სასახლეები დაუნგრია. წარწერაც ასეთი უკეთდებოდა: ”მძულს ქვიშაში თამაში”. დედისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შვილის ასეთი აგრესიული იმიჯი და მსგავსი წარწერით შვილის ფოტოს გავრცელება გააპროტესტა. მოგვიანებით ფოტომ წარმატებული ბიჭის ფუნქცია შეიძინა, რომელმაც თავისას მიაღწია.

ზოე როთი - ჩუმი კმაყოფილება კატასტროფაზე

155134674-235985184705614-3453268779176301458-n-1631968537.jpg

ეს საკულტო ფოტო 2004 წელს გამოჩნდა, როცა დეივი როთმა, ზოეს მამამ, მისი მზერა დააფიქსირა, როცა გოგონა მეხანძრეებს უყურებდა. ხანძართან, რომელიც ზოეს სახლიდან 2 კვარტლის მოშორებით გაჩნდა, გოგონას არავითარი შეხება არ ჰქონია. ამ ფოტოთი მამამისმა ფოტოგრაფთა კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. ფოტო ჟურნალში დაიბეჭდა. მას მერე ზოის განუმეორებელი მზერა ”ამშვენებს” უამრავი მოვლენის ამსახველ კადრს და ძალიან ბვრის ემოციას გამოხატავს.

ქლოე - მოულოდნელობისა და გაოცებისგან მოქცეული სახე

155413431-2827338967583556-409651441727809775-n-1631968603.jpg

ფოტო 2013 წელს გავრცელდა. მშობლებმა სკოლისკენ მიმავალი დები ლილი და ქლოე მოულოდნელად დისნეილენდში წაიყვანეს. სანამ ლილი სიხარულის ცრემლების ღვრიდა, ქლოე ამ შეცბუნებული და დაეჭვებული მზერით შესქეროდა კამერას. დღეს ქლოეს ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე.

mshoblebi.ge

myquiz