ყველაზე წარმატებული მდიდარი ფეხბურთელი ისტორიაში - ვინ რამდენ მილიონს ფლობს | Allnews.Ge

ყველაზე წარმატებული მდიდარი ფეხბურთელი ისტორიაში - ვინ რამდენ მილიონს ფლობს

არავინ დაობს იმაზე, რომ ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოთამაშეს აქვს რთული სტარტი კარიერაში, უამრავი მათგანი უდიდეს წარმატებას აღწევს, რაც კარგ ფინანსურ მხარესაც გულისხმობს.

სიღატაკეში გაზრდილი ფეხბურთელები დღეს მილიონებს, სუპერ ქარებს, ვილებს ფლობენ. მათი ისტორია მილიონობით ბავშვს შთააგონებს.

ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები?

დიეგო მარადონა

gettyimages-1064052248-1631862619.jpg

დიეგო მარადონა იყო ერთ -ერთი უდიდესი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ამ სფეროში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებდა.

მარადონა დაიბადა ვილა ფიორიტოს დასახლებულ პუნქტში, სადაც ის შვიდი და-ძმასთან ერთად, საკმაო გაჭირვებაში ცხოვრობდა. 15 წლის ასაკში ის გახდა პროფესიონალი და ბარსელონამ 7.6 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. არგენტინის ლეგენდა მისი გარდაცვალების დროს 100,000 დოლარს ფლობდა.

ლუკა მოდრიჩი

s4q2doervm4otx2gpcys-1631862681.jpg

ხორვატიის ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალში" თამაშობს. საკუთარმა ნიჭმა მას 2021 წელს 9 მილიონი დოლარის ქონება მოუტანა.

მოდრიჩი დაიბადა ხორვატიის დამოუკიდებლობის ომის დროს და სიღარიბეში გაიზარდა. 5 წლის ასაკში იგი თხების მწყემსად მუშაობდა. თუმცა რთულ დროსაც არ შეუწყვეტია თამაში. ხორვატი ნახევარმცველი 2018 წელს ოქროს ბურთით დაჯილდოვდა.

ვიქტორ მოსე

manchester-city-v-chelsea-fa-community-shield-32c183411b1d75b7d88e007c54c39bd2-1631862738.jpg

ვიქტორ მოსეს ისტორიას ამაღელვებელი დასაწყისი აქვს. ის ნიგერიაში ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა. როდესაც მოსე 11 წლის იყო, მისი მშობლები ქრისტიან-მუსლიმთა კონფლიქტის დროს დაიღუპნენ. მას შემდეგ იგი ფარულად გადაიყვანეს სამხრეთ ლონდონში, სადაც მინდობით აღზრდაში გაიზარდა.

მოსემ მიიღო კრისტალ პალასის აკადემიის სტიპენდია. ის იყო ჩელსიში და ამჟამად რუსეთის ლიგაში თამაშობს და დღეს 23 მილიონ დოლარს ფლობს.

ლუის სუარესი

1319486509-1631862798.webp

ლუის სუარესი ბავშვობაში სალტოში, ურუგვაის პატარა ქალაქში, მშობლებთან და ექვს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. იგი ფეხბურთს ქუჩაში ფეხსაცმლის გარეშე თამაშობდა და გაჭირვების გამო, ეშინოდა მშობლებისთვის რამე ეთხოვა. როდესაც სუარესი 9 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

2014 წელს ბარსელონამ სუარესი გააფორმა და ამჟამად ლა ლიგის სხვა კლუბში, მადრიდის ატლეტიკოში თამაშობს. ურუგვაელი თავდამსხმელის ქონება 51 მილიონი დოლარია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz