ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის- რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე | Allnews.Ge

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს სასამართლოში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის- რა წერია საჩივარში და რას ითხოვს მოჭადრაკე

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.

nonagaprindashvili-64485-1631862200.jpg

მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით მილიონობით დოლარს ითხოვს იმ სიცრუის გამო, რომელმაც „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა“. ის ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.

სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix– მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.

ცნო­ბის­თვის, The Queen's Gambit ("ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტი") Netflix-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რულ მი­ნი­სე­რი­ა­ლია, რო­მელ­შიც ამ­ბა­ვი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში, მო­ჭად­რა­კე ქა­ლის, ბეტ ჰარ­მო­ნის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა. ბეტი არის არა ის­ტო­რი­უ­ლი, არა­მედ გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი. სე­რი­ა­ლი შოუ უოლ­ტერ ტე­ვი­სის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს.