ტრიდრანგარის შუქურა - ყველაზე უკაცრიელი და იდუმალი შუქურა დედამიწაზე | Allnews.Ge

ტრიდრანგარის შუქურა - ყველაზე უკაცრიელი და იდუმალი შუქურა დედამიწაზე

ატლანტის ოკეანე, ისლანდიის მიდამოები, 40 მეტრის სიმაღლე - ადგილი, სადაც ცივილიზაციის ყველაზე უკიდურეს წერტილში ტრიდრანგარის შუქურა მდებარეობს. კუნძულ-კლდიდან ულამაზესი ხედები იშლება.

შუქურა სამი კლდიდან ყველაზე მაღალზე მდებარეობს. მას Háidrangur-ი ჰქვია. მასზე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ისიც თუ გაგიმართლებთ და კარგი ამინდი იქნება, რაც ისლანდიისთვის იშვიათობაა.

shuqura3-1631778808.jpg

ტრიდრანგარის შუქურა 1939 წელს ააგეს. იმ პერიოდში ვერტმფრენები არ გამოიყენებოდა და მშენებლობა რთული იყო. "მშენებლებს მთამსხვლელები ეხმარებოდნენ. ისინი კლდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ლაშქრავდნენ და მასზე ჯაჭვს ამაგრებდნენ. წვერზე ასვლა ყველაზე რთული იყო. შემდეგ ერთი მთამსვლელი მუხლებზე დადგა, მეორე ზურგზე შეადგა და მესამე კლდის მწვერვალზე მოექცა, შემდეგ ორივეს დაეხმარა ასვლაში" - იხსენებს მშენებელი, რომელიც შუქურის აშენებაში იღებდა მონაწილეობას.

shuqura4-1631778871.jpg

წლების მანძილზე კუნძულ-კლდეზე შუქურის მეთვალყურეები ბინადრობდნენ. ისინი კლდესთან ნავით მიდიოდნენ და მასზე რკინის ჯაჭვური ჩამოსაკიდი კიბით ადიოდნენ.

დღეს შუქურა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ხანდახან თუ ესტუმრება ოსტატი, ტექნიკის მდგომარეობა რომ შეამოწმოს. კლდის მწვერვალიდან ულამაზესი ხედები იშლება.

კლდე-კუნძულმა იმხელა შთბეჭდილება მოახდინა ისლანდილ მწერალ ირსუ სიგურდარდოტირზე, მას დეტექტივ-ბესტსელერი - Why Did You Lie? მიუძღვნა. შუქურას "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც აქვს.

shuqura5-1631778925.jpg

წყარო

myquiz