"ევროპის დედოფალი" და "გერმანელების "დედიკო" - უცნობი ფაქტები ანგელა მერკელის შესახებ | Allnews.Ge

"ევროპის დედოფალი" და "გერმანელების "დედიკო" - უცნობი ფაქტები ანგელა მერკელის შესახებ

"ევ­რო­პის დე­დო­ფა­ლი“ - გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის მრა­ვა­ლი მეტ­სა­ხე­ლი­დან ერთ-ერ­თია. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი აღარ აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სექ­ტემ­ბრის მი­წუ­რულს 67 წლის მერ­კე­ლის თით­ქმის 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა.

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მმარ­თვე­ლებს შო­რის, არც ერთი ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ისე ხან­გრძლი­ვად, რო­გორც მერ­კე­ლი. BBC-ი წერს, რომ ის ევ­რო­კავ­ში­რის და­ახ­ლო­ე­ბით 100 სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ხოლო კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი მას ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ: "ერ­თა­დერ­თი ზრდას­რუ­ლი ოთახ­ში."

angela2-55365-1631632099.jpg

ან­გე­ლა მერ­კე­ლი1954 წლის 17 ივ­ლისს მას­წავ­ლებ­ლი­სა და ბერ­ლინ-ბრან­დერ­ბურ­გის ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და ნი­ჭით. მერ­კელს აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ფი­ზი­კა­ში.

angela3-55467-1631632133.jpg

ან­გე­ლა მერ­კე­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის ფოტო

1989 წელს ის შე­უ­ერ­თდა "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ ერ­თო­ბას." 2005 წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქალი გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რად აირ­ჩი­ეს.

merkeli2-55547-1631632187.jpg

ან­გე­ლა მერ­კე­ლი გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის, ჰელ­მუთ კო­ლის ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სი იყო.1991 წელს კო­ლიმ ის ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად" ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად და­ა­სა­ხე­ლა. მა­ნამ­დე მერ­კე­ლი ბუნ­დეს­ტა­გის წევ­რი იყო.

merkeli-53392-1631632224.jpg

ამ ფო­ტო­ზე ან­გე­ლას ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ჩერ­ნო­ბი­ლელ ბავ­შვებ­თან ერ­თად ხე­დავთ

მალე მერ­კელს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ა­ბა­რეს, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ის 1994 წელს და­ი­ნიშ­ნა.

2000 წლის აპ­რილ­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლი "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ერ­თო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. კან­ცლერ გერ­ჰარდ შრო­დე­რის დროს კი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტს იკა­ვებ­და.

პირ­ვე­ლი ქალი კან­ცლე­რი2005 წელს ბუნ­დეს­ტაგ­მა ან­გე­ლა მერ­კე­ლი კან­ცლე­რად აირ­ჩია და ის გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი კან­ცლე­რი გახ­და. 2009 წელს მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს, მე­სა­მე ვა­დით 2013 წელს გახ­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, რა დრო­საც გერ­მა­ნი­ას ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა მარ­თავ­და. 2018 წელს ან­გე­ლა მერ­კე­ლი კვლავ ქვეყ­ნის კან­ცლე­რად აირ­ჩი­ეს.

merkeli5-55761-1631632261.jpg

მერ­კე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა 2014 წელს სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის კრი­ზი­სი იყო. მა­შინ ან­გე­ლამ მო­უ­წო­და გერ­მა­ნე­ლებს, რომ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნათ ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­მართ, რის შემ­დე­გაც გერ­მა­ნი­ამ ათა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი მი­ი­ღო. ეს კი არის ცნო­ბი­ლი სელ­ფი, რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის ლტოლ­ვილ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან 2015 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი და მსოფ­ლიოევ­რო­კავ­ში­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­სუ­რათ­ზე ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბი ერ­თად არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი და ის 2019 წელს ბრი­უ­სელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz