1300 დოლარი 9 დღეში 13 საშინელებათა ფილმის ყურების ნაცვლად- რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მსურველებმა? | Allnews.Ge

1300 დოლარი 9 დღეში 13 საშინელებათა ფილმის ყურების ნაცვლად- რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ მსურველებმა?

საფინანსო კომპანია 1300 დოლარს გადაუხდის ადამიანს, რომელიც ოქტომბერში 13 საშინელებათა ფილმის უყურებს, შემდეგ კი, დაწერს ანალიზს იმის შესახებ, ახდენს თუ არა ფილმის ბიუჯეტი პროდუქტზე გავლენას.

FinanceBuzz-ის ინფორმაციით მსურველების რაოდენობა შეზღუდული არ არის. პრესრელიზში, კომპანია აცხადებს, რომ ადამიანი უნდა დათანხმდეს უყუროს 13 ყველაზე საშინელ ფილმს, რაც კი ოდესმე გადაღებულა, ხოლო ამ დროის განმავლობაში, Fitbit-ი მათ გულისცემას თვალყურს ადევნებს.

”საშინელი სეზონის მოახლოების საპატივსაცემოდ (იგულისხმება ჰელოუინი), FinanceBuzz-ს სურს, გაარკვიოს, მაღალი ბიუჯეტის მქონე საშინელებათა ფილმები უფრო აშინებს მაყურებელს, თუ დაბალბიუჯეტიანი. როდესაც ამ 13 ფილმს უყურებთ, Fitbit-ი ამ დროს თქვენი გულისცემის მონიტორინგს განახორციელებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შერჩეულმა მონაწილემ 9-დან 18 ოქტომბრამდე უნდა ნახოს შემდეგი ფილმები: Saw, Amityville Horror, A Quiet Place, A Quiet Place Part 2, Candyman, Insidious, The Blair Witch Project, Sinister, Get Out, The Purge, Halloween (2018), Paranormal Activity and Annabelle.

განაგრძეთ კითხვა

myquiz