ვის ეკუთვნის სინამდვილეში უნიკალური შენობა შოვში, რომელსაც სტალინის სახლს უწოდებენ | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის სინამდვილეში უნიკალური შენობა შოვში, რომელსაც სტალინის სახლს უწოდებენ

"ეს შე­ნო­ბა არის შო­ვის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი. ეწო­დე­ბო­და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი. იყო მა­შინ კი­დევ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბი შოვ­ში N2 კორ­პუ­სი, N3 კორ­პუ­სი... რო­გორც მსმე­ნია, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი აშე­ნე­ბუ­ლია გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ და მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლურ­სმა­ნი. შე­ნო­ბა მთლა­ნად ხი­საა... გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­გორც ყვე­ლა­ზე კარ­გი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი და აქვს სა­უ­კე­თე­სო მდე­ბა­რე­ო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ სახ­ლში სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და" - ფოტო, რო­მელ­ზეც შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბაა ასა­ხუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა მი­ნა­წე­რით, რომ თით­ქოს იქ სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და...

კუ­რორტ შო­ვის და­არ­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ა­სა და იმა­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში სად იყო სტა­ლი­ნის ვილა ონის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი გია ბე­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დიახ, ეს კორ­პუ­სი არის შოვ­ში, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ სტა­ლი­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შოვ­ში... იყო ერთი ვილა, რო­მელ­საც "სტა­ლი­ნის სახ­ლს" ეძახ­დენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის პა­ტა­რა და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბა აღარ არ­სე­ბობს და ფო­ტოს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაწ­ვდით...

shovissasaxle-2018-06-05-simklicbxzjlqb-1631525756.png

სტა­ლინს უნდა ენა­ხა შოვი, მაგ­რამ კუ­რორტ უწე­რა­ში თევზმა მო­წამ­ლა და უწე­რის წყლე­ბით შე­სა­ნიშ­ნავ­მა ექიმ­მა - საშა ბაქ­რა­ძემ უმ­კურ­ნა­ლა. აქე­დან სტა­ლი­ნი დაბ­რუნ­და ონში და ღამე პოლ­კოვ­ნიკ გიგო იაშ­ვი­ლის სახ­ლში გა­ა­თია... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სტა­ლინს ჰკი­თხეს, რო­გო­რი კუ­რორ­ტია შო­ვიო, ასე უპა­სუ­ხა: "კარ­გად მყო­ფი იქ ვერ მი­აღ­წევს და ავად­მყო­ფი გზა­ში მოკ­ვდე­ბაო".

- შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლურ ნა­გე­ბო­ბა­ზე რა არის ცნო­ბი­ლი?

shovi54-2018-06-05-9qlhn8o9q6-1631525887.png

- შოვ­ში ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბა და კომ­პლექ­სი ასე­თი უნი­კა­ლუ­რი იყო... არ­ქი­ტექ­ტო­რი კოლ­ჩი­ნი გახ­ლდათ... სა­ერ­თოდ შო­ვის და­არ­სე­ბას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: კუ­რორ­ტი შო­ვის და­არ­სე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შამ­შე ლეჟა­ვას სა­ხელ­თან. იგი წარ­მო­შო­ბით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წკა­დი­სი­დან იყო. შამ­შე ლეჟა­ვას სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც სწავ­ლობ­და 1905-1910 წლებ­ში. ექი­მი ლეჟა­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­კუ­რორ­ტო საქ­მით, რის გა­მოც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეც­ნო­ბო­და სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებს. იგი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და ევ­რო­პა­ში. 1908 წელს ფე­ხით გა­და­ვი­და ჟე­ნე­ვი­დან ვე­ნა­ში; გა­ეც­ნო და გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლა კუ­რორ­ტე­ბი: ალან­დი, ვილ­დუნ­გე­ნი, ბა­დე­ნი, კალსბა­დი, ვა­ლენ­ზეე, აუს­ზეე და სხვე­ბი...

განაგრძეთ კითხვა

myquiz