პაბლოს ფეხბურთი: დაშინებული, მოქრთამული და ზოგჯერ სიკვდილით დასჯილი მსაჯები და ციხეში გამართული მატჩი დიეგო მარადონასთან ერთად | Allnews.Ge

პაბლოს ფეხბურთი: დაშინებული, მოქრთამული და ზოგჯერ სიკვდილით დასჯილი მსაჯები და ციხეში გამართული მატჩი დიეგო მარადონასთან ერთად

ტან­მორ­ჩილ­მა კაც­მა ბუც­ზე თას­მა შე­იკ­რა, ფეხ­ზე წა­მოდ­გა და დიდ შუბ­ლზე ოფლი მო­იწ­მინ­და, ამა­სო­ბა­ში გუნ­დელ­მა მა­ღა­ლი გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა, ბურ­თი კოხ­ტად და­ა­მუ­შა­ვა, მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან გა­იქ­ცა, გზად ორი მცვე­ლი ჩა­მო­ი­ტო­ვა და სა­ჯა­რი­მომ­დე სწრა­ფად მი­ირ­ბი­ნა, მე­კა­რეს ქო­რი­ვით მზე­რა ეს­რო­ლა და კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძლი­ე­რად და­არ­ტყა... ბურ­თი კარს გას­ცდა, მერე მო­ე­დან­საც და სა­დღაც, ძა­ლი­ან შორს და­ე­ცა. კაც­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს თვა­ლი გა­და­ავ­ლო, მათ კი ტაში და­უკ­რეს, დარ­ტყმის ტექ­ნი­კა მო­უ­წო­ნეს, მხარ­ზე ხელი და­არ­ტყეს, უთხრეს, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი გარ­ღვე­ვა იყო, ძა­ლი­ან დიდი არა­ზუს­ტი დარ­ტყმა კი მო­ედ­ნის სა­ფარს და­აბ­რა­ლეს. კომ­პლი­მენ­ტებს არ იშუ­რებ­და თა­ვად დი­ე­გო მა­რა­დო­ნაც კი, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლით აგო­რებ­და ბურთს.

იმ სა­ღა­მოს ამ კაცს გო­ლის გა­ტა­ნის კი­დევ უამ­რა­ვი შან­სი მი­ე­ცა, 1-2 გა­მო­ი­ყე­ნა, 20-30 ისევ გა­ა­ცი­ლა. მატ­ჩის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თე­ლებს დო­ლა­რე­ბით სავ­სე ჩან­თე­ბი მო­უ­ტა­ნეს. ცოტა ხან­ში დიდი ავ­ტო­ბუ­სიც მო­ვი­და, სა­ი­და­ნაც ერთი-მე­ო­რე­ზე ლა­მა­ზი მო­დე­ლი გო­გო­ნე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ. მთის სუფ­თა ჰა­ერს უძ­ვირ­ფა­სე­სი სტე­ი­კე­ბის სუნი შე­ე­რია, რომ­ლებ­საც ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­უ­ლე­ბი წვავ­დნენ. სა­ღა­მოს დიდი სუფ­რა იშ­ლე­ბო­და. კაცი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ კარ­ში არა­ზუს­ტად ურტყამ­და, ახლა ბი­ლი­არდს თა­მა­შობ­და და შარ­ვალ-კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბილ ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რებს ხვდე­ბო­და. ამ ის­ტო­რი­ა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და უჩ­ვე­უ­ლო, რომ არა ერთი ფაქ­ტი: ეს ყვე­ლა­ფე­რი ცი­ხე­ში ხდე­ბო­და. დიახ, ნამ­დვილ ცი­ხე­ში.

ჩვე­ნი ამ­ბის გმი­რი კი, არა რო­მე­ლი­მე ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ერთ ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში, გავ­ლე­ნი­ა­ნი და უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი - პაბ­ლო ეს­კო­ბა­რია, რო­მელ­საც ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

pabloss3-43783-1631522097.jpg

28 წლის ასაკ­ში მე­დე­ლი­ნელ­მა პაბ­ლი­ტომ, რო­მელ­მაც თავი გა­ით­ქვა გა­მო­ძალ­ვით, ყა­ჩა­ღო­ბი­თა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის კონ­ტრა­ბან­დით, ორ პარტნი­ორ­თან ერ­თად, მე­დე­ლი­ნის კარ­ტე­ლი და­არ­სა. 2 წე­ლი­წად­ში კი მსოფ­ლი­ოს ერთ ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი გახ­და. კარ­ტე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, კო­კა­ი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით, კვი­რა­ში 220 მი­ლი­ონ დო­ლარს უტო­ვებ­და.

ეს­კო­ბა­რის­თვის ფეხ­ბურ­თი არა მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტი, არა­მედ არა­ლე­გა­ლუ­რი გზით გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ აქე­დან იღებს სა­თა­ვეს მისი პროგ­რა­მა "მე­დე­ლი­ნი სი­ღა­რი­ბის“ გა­რე­შე. და­ი­წყო ქა­ლა­ქის მას­შტა­ბუ­რი აღორ­ძი­ნე­ბა, შენ­დე­ბო­და სტა­დი­ო­ნე­ბი, სვარ­ჯი­შო კომ­პლექ­სე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რა­ი­ო­ნე­ბი, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს უფა­სოდ გა­და­ე­ცათ. გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პაბ­ლოს წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა­საც კი ითხოვ­დნენ.

pablo-escobar-mug-44248-1631522132.jpg

ჩონ­ტო ერე­რა, ალექ­სის გარ­სია, ჩიჩო სერ­ნა, ლე­ო­ნელ ალ­ვა­რე­სი, რენე იგი­ტა და პაჩო მა­ტუ­რა­ნა - კო­ლუმ­ბი­უ­რი ფეხ­ბურ­თის სა­კულ­ტო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც თა­მა­ში ეს­კო­ბა­რის აშე­ნე­ბულ მო­ედ­ნებ­ზე და­ი­წყეს.

"ფა­ვე­ლებ­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და. ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის დროს სი­ღა­რი­ბე ყვე­ლა რა­ი­ონს ავი­წყდე­ბო­და. ჩვენ ვი­ყა­ვით ღა­რი­ბე­ბი, მაგ­რამ მო­ე­დან­ზე თავს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დით“, - იხ­სე­ნებს ერე­რა, რო­მელ­მაც ნაკ­რე­ბის ეგი­დით 60 მატ­ჩი გა­მარ­თა.

2816-44124-1631522173.jpg

"ზოგი ამ­ბობ­და, ვისი ფუ­ლი­თაც იყო აშე­ნე­ბუ­ლი და აკ­რი­ტი­კებ­დნენ, რომ ის ნარ­კო­ტო­კე­ბით მო­ვაჭ­რე იყო. მაგ­რამ ჩვენ ეს არ გვა­დარ­დებ­და, ჩვენ ვი­ყა­ვით ბედ­ნი­ე­რე­ბი, რომ თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უახ­ლეს სტა­დი­ონ­ზე გვქონ­და“, - მხარს უბავს ერე­რას ალ­ვა­რე­სი.

რო­გორც კი ეს­კო­ბარ­მა იგ­რძნო ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, მან პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა გა­ნიზ­რა­ხა. "ერთ დღე­საც პრე­ზი­დენ­ტი გავ­ხდე­ბი“, - ხში­რად უმე­ო­რებ­და ის დე­დას. ახლა უკვე ვე­რას­დროს გა­ვი­გებთ რა იქ­ნე­ბო­და პაბ­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პიკი, თუმ­ცა კო­რუმ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მოს­ყიდ­ვა ფუ­ლით შე­იძ­ლე­ბო­და, ის რი­გი­თი დე­პუ­ტა­ტი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და.

"ელ პატ­რო­ნის“ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი როდ­რი­გო ლარა ბო­ნი­ლია გახ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლი იყო. როდ­რი­გომ მთე­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო, რომ­ლი­თაც ხალ­ხს ფაქ­ტე­ბით უხ­სნი­და, სა­ი­დან ჰქონ­და პაბ­ლოს მი­ლი­არ­დე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, 1984 წელს ნარ­კო­მო­ვაჭ­რე კონ­გრე­სი­დან გა­რი­ცხეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბო­ნი­ლი­ას ლი­მუ­ზი­ნი ორმა ბო­ე­ვიკ­მა და­ცხრი­ლა, თა­ვად მი­ნის­ტრი კი სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა. განაგრძეთ კითხვა

myquiz