"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ აფრიკული ზღაპრის გმირად ვიქცეოდი" - რას ჰყვება ოგბუნუჯუს ქართველი მეუღლე ოჯახსა და შვილებზე | Allnews.Ge

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ აფრიკული ზღაპრის გმირად ვიქცეოდი" - რას ჰყვება ოგბუნუჯუს ქართველი მეუღლე ოჯახსა და შვილებზე

მას მერე, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ნი­გე­რი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რი­ჩარდ არინ­ზე ოგ­ბუ­ნუ­ჯუ და­რე­გის­ტრირ­და, მას მერე ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა. ბა­ტო­ნი ოგ­ბუ­ნუ­ჯუ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტმა "ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" წა­რად­გი­ნა.

ნი­გე­რი­ელ მე­რო­ბის კან­დი­დატს, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სურ­ვი­ლი აქვს, იმუ­შა­ოს იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­როს და ამის­თვის გუნ­დიც ჰყავს.

ბა­ტო­ნი ოგ­ბუ­ნუ­ჯუ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე რა­დე­ნი­მე წე­ლია, ცხოვ­რობს, ჰყავს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე და ამის დამ­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლას AMBEBI.GE-ს არ­ქი­ვიც ინა­ხავს, კერ­ძოდ კი ფაქტს, რო­დე­საც ახ­ლან­დე­ლი მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, წლე­ბის წინ, თა­ვი­სი კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლის­ში იბოს მე­ფედ აკურ­თხეს.

10522373-907609085922689-5061347564696275494-o-52327-1631344666.jpg

AMBEBI.GE რი­ჩარდ ოგ­ბუ­ნუ­ჯუს მე­უღ­ლეს ხა­თუ­ნა ხო­ნე­ლი­ძე-ოგ­ბუ­ნუ­ჯუს ესა­უბ­რა და მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- რო­გორ გაგ­ვაც­ნობთ სა­კუ­თარ თავს - მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ­ზე...

- და­ვი­ბა­დე ერთ პა­ტა­რა, ლა­მაზ თბი­ლი­სურ ოჯახ­ში, მა­მა­ჩე­მი პლე­ხა­ნო­ვე­ლი იყო, დედა სო­ლო­ლა­კე­ლი, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ამ ორ უბან­ში გა­ვა­ტა­რე... პრო­ფე­სი­ით ექი­მი-ვე­ტე­რი­ნა­რი ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, პრო­ფე­სი­ით ვმუ­შა­ობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. ახლა უცხო­ეთ­ში სა­დოქ­ტო­როს ვი­ცავ. 30 წელ­ზე მე­ტია, ამ სფე­რო­ში ვარ.

- რი­ჩარდ ოგ­ბუ­ნუ­ჯუს მე­უღ­ლე ხართ და თავს ორი გვა­რით ხო­ნე­ლი­ძე-ოგ­ბუ­ნუ­ჯუდ წა­რად­გენთ, ხომ?

- რაც მე და რი­ჩარ­დმა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, ერ­თად ბევ­რი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის სა­კუ­თარ გვარ­თან ერ­თად, თავი ოგ­ბუ­ნუ­ჯუდ წარ­ვად­გი­ნო. რა­ღაც­ნა­ი­რად ჩვე­ნი ერ­თო­ბის ასე წარ­მო­ჩე­ნა მსი­ა­მოვ­ნებს. მე­ო­რე მხრივ, ეს ჩემ­თვის ამ ორი ერთი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად შო­რე­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სიმ­ბო­ლოც არის.

241671279-903398160597776-3046668702546996844-n-27365-1631344802.jpg

- წლე­ბის წინ, ისე მოხ­და, რომ ვეს­წრე­ბო­დი იმ ცე­რე­მო­ნი­ას, რო­დე­საც ბა­ტო­ნი რი­ჩარ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­გე­რი­ე­ლებ­მა მათი კუ­თხის მე­ფედ აკურ­თხეს, თქვენ კი - დე­დოფ­ლად. რო­გო­რია მეფე-დე­დოფ­ლის ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ერთი შე­ხედ­ვით, ეს ცე­რე­მო­ნია ნამ­დვი­ლად გავ­და ზღა­პარს, მე სრუ­ლი­ად სხვა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი გავ­ხდი, თა­ნაც აქ, ჩემს ქა­ლაქ­ში. ბავ­შვო­ბა­ში, როცა აფ­რი­კულ ზღაპ­რებს მი­კი­თხავ­დნენ, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი,რომ ერთ დღე­საც ამ ზღაპ­რის გმი­რად მაქ­ცევ­და ჩემი მე­უღ­ლე... რე­ა­ლუ­რად კი - ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ზრუნ­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ აფ­რი­კე­ლებ­ზე, ხან­და­ხან მათი ფი­ზკუ­რი გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ბრძო­ლას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

აფ­რი­კე­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევს, ისი­ნი ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ცდი­ლო­ბენ, ის­წავ­ლონ ენა, მო­ერ­გონ ამ ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ბევ­რია, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლით თავს, რომ მათ ამ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­ვეხ­მა­როთ. ვცდი­ლობთ, ავუხ­სნათ ერთი მთა­ვა­რი წესი, რომ თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლა, მუ­შა­ო­ბა და ქარ­თველ ხალ­ხთან ინ­ტეგ­რი­რე­ბა გვინ­და, პა­ტი­ვი უნდა სცენ აქა­ურ კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს და ხალ­ხს.

241676288-1038625163632804-1592174983883313271-n-27377-1631344872.jpg

- თქვენ­მა მე­უღ­ლემ გა­და­წყვი­ტა, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს და სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა. რო­გორ შეხ­ვდით ამ ამ­ბავს?

- მე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ამ ქა­ლაქს, რად­გა­ნაც აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ასე­ვე ვგულ­შემ­ტკივ­რობ რი­ჩარდს და პა­ტივს ვცემ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში და ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბი რა მოხ­დე­ბა.

obgunujumeuglestan-27527-1631344923.jpg

- რო­გორ გგო­ნი­ათ, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის შეძ­ლებს თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას?

- შე­საძ­ლოა, ბევ­რი ვერ ვთქვა მისი რო­გორც მე­რო­ბის კან­დი­და­ტის გეგ­მებ­ზე, მაგ­რამ ერთი ზუს­ტად ვიცი, რომ რი­ჩარ­დი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ახალ ეტაპს კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლით იწყებს და მუ­შა­ო­ბა არ ეზა­რე­ბა. ასე იყო წლე­ბის წინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის და თი­თით ჩვე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აქ და­ფუძნ­და და ინ­ტეგ­რი­რე­ბა შეძ­ლო. მე ჩემი საქ­მე მაქვს და ზო­გა­დად მგო­ნია, რომ სა­კუ­თარ ქა­ლაქს და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­საც, რომ წა­ად­გე, პირ­ველ რიგ­ში, შენი საქ­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უნდა აკე­თო, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ეტა­პი, როცა გრძნობ ძა­ლას, რომ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­გიძ­ლია აიღო, რი­ჩარ­დმა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და მე გა­დავ­წყვი­ტე, გვერ­დით და­ვუდ­გე.

განაგრძეთ კითხვა