ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა | Allnews.Ge

ვინ მიაწოდა ბინ ლადენს 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა

ცნო­ბი­ლია, ტე­რო­რის­ტთა წრე­ებ­ში რო­გორ მომ­წიფ­და 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის იდეა. პა­კის­ტა­ნელ­მა ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა, რომ­ლის ან­გა­რიშ­ზე მრა­ვა­ლი სის­ხლი­ა­ნი აქ­ცი­აა, "ალ ქა­ი­დას" მე­თა­ურ ბინ ლა­დენს 1996 წელს ავ­ღა­ნეთ­ში ჩა­ა­კი­თხა და შეს­თა­ვა­ზა ათი თვითმფრი­ნა­ვის ერ­თდრო­უ­ლად გა­ტა­ცე­ბა და აშშ-ში ცნო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის და­ჯა­ხე­ბა.

ბინ ლა­დენ­მა ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მი­იჩ­ნია და და­ი­წუ­ნა, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა და მო­ჰა­მე­დი ყან­და­ღარ­ში მი­იწ­ვია ამ გეგ­მის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ვერ­სი­ის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. სწო­რედ ამ­გვა­რად და­ი­გეგ­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი...

halidsheikhcrash-48546-1631344216.jpg

ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მე­დი

სა­ნამ ტე­რო­რის­ტი გახ­დე­ბო­და, “წინა ცხოვ­რე­ბა­ში” ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა აშშ-ში ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ცა­თამ­ჯე­ნე­ბის­თვის შე­ჯა­ხე­ბის იდეა სწო­რედ 1945 წლის ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა...

1945 წლის 28 ივ­ლისს დი­ლის 9 სა­ათ­სა და 40 წუთ­ზე, სქელ ნისლში, ბომბდამ­შე­ნი B-25 “მიტ­ჩე­ლი” ნიუ-იორ­კის ცა­თამბჯენ "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინგს" და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და 78-ე და მე-80 სარ­თუ­ლებს შო­რის, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი საბ­ჭოს ოფი­სე­ბი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. ავა­რი­ის შე­დე­გად შე­ნო­ბა­ში გაჩ­ნდა 5,5X6,1 მეტ­რი ზო­მის ხვრე­ლი. შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მთლი­ა­ნო­ბა შე­ჯა­ხე­ბას არ და­ურ­ღვე­ვია, თუმ­ცა და­ი­ღუ­პა 14 ადა­მი­ა­ნი - ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 11 შე­ნო­ბა­ში მყო­ფი.

empirestatecrash-48311-1631344292.jpg

ერთ-ერ­თმა ძრა­ვამ გამ­ჭო­ლად გა­ი­ა­რა ცა­თამბჯენ­ში, გახ­ვრი­ტა მო­პირ­და­პი­რე კე­დე­ლი, იფ­რი­ნა კი­დევ 270 მეტ­რი და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ცა, სა­დაც ცე­ცხლში გა­ნად­გურ­და პენ­ტჰა­უს­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხატ­ვრო სტუ­დია. მე­ო­რე ძრა­ვა და შა­სის ნა­წი­ლი ლიფ­ტის შახ­ტში ჩაც­ვივ­და. წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი 40 წუთ­ში ჩა­აქ­რეს - ეს ერ­თა­დერ­თი ხან­ძა­რია ასეთ სი­მაღ­ლე­ზე, რომ­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც მო­ხერ­ხდა.

crashempirestate-48781-1631344376.jpg

პი­ლოტ უი­ლი­ამ სმი­თის ნეშ­ტი მხო­ლოდ ორი დღის შემ­დეგ იპო­ვეს ლიფ­ტის შახ­ტის ფსკერ­ზე. შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, "ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გი" მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს გა­იხ­სნა.

სხვა­თა შო­რის, 1960-იან წლებ­ში, როცა პრო­ექტდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი, ამ ინ­ცი­დენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­ხი­ლეს სცე­ნა­რი, თუ ერთ-ერთ შე­ნო­ბას შემ­თხვე­ვით ბო­ინ­გი-707 შე­ე­ჯა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, 2001 წელს ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი ბო­ინგ-767-მა იმ­სხვერ­პლა...

P.S. ცა­თამბჯენ­ზე კი­დევ ერთი შე­ჯა­ხე­ბა 2006 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 18:42 სა­ათ­ზე მოხ­და - ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტე­ნის უბან ზემო ისტ-სა­იდ­ში ერ­თძ­რა­ვი­ა­ნი მსუ­ბუ­ქი თვითმფრი­ნა­ვი (Cirrus SR20) მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი ცა­თამბჯე­ნის (Belaire) ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს შე­ე­ჯა­ხა.

2006crash-48340-1631344434.jpg

მრა­ვალ­ბი­ნი­ან ცა­თამბჯენს პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვი 2006 წელ­საც და­ე­ჯა­ხა

და­ი­ღუ­პა ეკი­პა­ჟის ორი­ვე წევ­რი და კი­დევ 21 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. რამ­დე­ნი­მე ბი­ნა­ში წარ­მოქ­მნი­ლი ხან­ძა­რი ორ სა­ათ­ში ჩა­აქ­რეს. მი­ზე­ზი პი­ლო­ტის შეც­დო­მა გახ­და, თუმ­ცა კო­მი­სი­ამ ვერ და­ად­გი­ნა, ვინ იჯდა სა­ჭეს­თან - თვითმფრი­ნა­ვის მფლო­ბე­ლი, “ნიუ-იორკ იან­კი­ზის” ფეხ­ბურ­თე­ლი კორი ლიდ­ლი თუ მისი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვი-ინ­სტრუქ­ტო­რი ტა­ი­ლერ სტენ­ჯე­რი...

myquiz