უწყვეტი ავიარეისები: "თბილისი - ქაბული - თბილისი“- რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში? | Allnews.Ge

უწყვეტი ავიარეისები: "თბილისი - ქაბული - თბილისი“- რა ხდებოდა თბილისის აეროპორტში?

სა­ერ­თო­ევ­რო­პულ­მა გა­მო­ცე­მა EURACTIV-მა, რომ­ლის რე­დაქ­ცია ბრი­უ­სელ­ში, ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ევ­რო­კავ­ში­რი, აშშ და ნატო "უზო­მოდ მად­ლი­ერ­ნი არი­ან“ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლით ქა­ბუ­ლი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“ (ავ­ტო­რი - გი­ორ­გი გო­ტე­ვი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე­ო­დე­ნი შე­მოკ­ლე­ბით:

"როცა ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტი­დან დრა­მა­ტუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ "მტვე­რი გა­ი­ფან­ტა“, სა­ქარ­თვე­ლომ დიდი აღი­ა­რე­ბა, მად­ლო­ბე­ბი და ქება-დი­დე­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სხვა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი­სა­გან - მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის გამო.

EURACTIV-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტი­დან 14 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის დროს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ამე­რი­კუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სათ­ვის ერ­თგვარ ბა­ზად გა­და­იქ­ცა - სამი სამ­ხედ­რო სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი "C-17“ (Globemaster III) უწყვეტ ავი­ა­რე­ი­სებს ახორ­ცი­ე­ლებ­და მარ­შრუ­ტით "თბი­ლი­სი - ქა­ბუ­ლი - თბი­ლი­სი“ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პერ­სო­ნა­ლის ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად.

ქა­ბუ­ლი­დან თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ავი­ა­რე­ი­სი შეს­რულ­და, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იქნა თით­ქმის 2500 ადა­მი­ა­ნი. ამ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე და მისი ტე­რი­ტო­რია სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტის სა­ხით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, დე­და­ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტში ქარ­თულ­მა მხა­რემ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­თავ­სო გა­მოჰ­ყო ავ­ღა­ნე­თი­დან თბი­ლი­სი-ქა­ბუ­ლის ჩარ­ტე­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბით ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის პერ­სო­ნა­ლი­სათ­ვის.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, მათ ნატო-ს ქვეყ­ნებს ნება დარ­თეს თა­ვი­ან­თი სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პერ­სნა­ლი აე­რო­პორ­ტში გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ. ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით, სურ­სა­თით და პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის სხვა საგ­ნე­ბით. გარ­და ამი­სა, აე­რო­პორტთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გაშ­ლი­ლი იქნა მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი კარ­ვე­ბი იმ ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა სხვა ქვეყ­ნებ­ში გამ­გზავ­რე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნორ­ვე­გი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში "სატ­რან­ზი­ტო სა­მე­დი­ცი­ნო ქვე­და­ნა­ყო­ფი“ გა­ნა­თავ­სეს, ქა­ბუ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ნორ­ვე­გი­ის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის თა­ნამ­რომ­ლე­ბი­სათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით.

"ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით სა­ქარ­თვე­ლოს იმ რო­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მან შე­ას­რუ­ლა ქა­ბუ­ლი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ი­რე­ბის საქ­მე­ში - რო­გორც საფრ­თხე­ში მყო­ფი ავ­ღა­ნე­ლე­ბის, ასე­ვე ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს რე­გი­ო­ნულ სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძში. სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს ძი­რი­თად პარტნი­ო­რად რჩე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ან­სის პრეს-მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ პირს კა­ზა­ლეტ­მა EURACTIV-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში 6 სექ­ტემ­ბერს.

თა­ვის მხრივ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მად­ლო­ბა ჯერ კი­დევ 28 აგ­ვის­ტოს გა­მო­უ­ცხა­და, როცა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა ტვი­ტერ­ში და­წე­რა - "მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­დამ­წყვე­ტი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის ქა­ბუ­ლი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის საქ­მე­ში, რის შედ­დე­გა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა სწრა­ფად და უსაფრ­თხოდ ისარ­გებ­ლეს ტრან­ზი­ტით, თბი­ლი­სი აე­რო­პორ­ტის გავ­ლით“.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უზო­მოდ მად­ლი­ე­რია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­წე­უ­ლი იმ დახ­მა­რე­ბის გამო, რო­მე­ლიც მან ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა 1-ლ სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ნატო-ს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტად მო­ი­აზ­რე­ბა, მან მა­ინც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ნატო-ს სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის საქ­მე­ში - ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო უშიშ­რო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ძა­ლე­ბის (ISAF) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის პი­კის დროს 2012-2014 წლებ­ში [სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში] 1500 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იმ­ყო­ფე­ბო­და. "გა­დამ­წყვე­ტი მხარ­და­ჭე­რის“ მი­სი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ 857 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გაგ­ზავ­ნა მო­კავ­ში­რე­თა სარ­დლო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს კავ­კა­სი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო ნა­ტოს არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან ალი­ან­სის ოპე­რა­ცი­ებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს.

რო­გორც EURACTIV-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი ქვე­ყა­ნა "ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში მო­რა­ლუ­რად ვალ­დე­ბუ­ლია მხა­რი და­უ­ჭი­როს თა­ვის ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ მო­კავ­ში­რე­ებს“. მან გა­იხ­სე­ნა, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ძალ­ზე მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა გან­ვი­თარ­და უსაფრ­თხო­ე­ბის სგე­რო­ში: სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში - რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ასე­ვე მა­ლის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

"მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, მათ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა გა­აგ­რძე­ლოს აქ­ტი­უ­რი და მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, მზა­დაა კვლა­ვაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს იმ ძა­ლის­ხმე­ვა­ში, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი ახორ­ცი­ე­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია - სა­მო­მავ­ლო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­სი­ებ­ში. ჩვენ მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს ევ­რო­პელ და ამე­რი­კელ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­მაც მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის გამო“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა.