"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ | Allnews.Ge

"ჯიბეში საცოლის ფოტო აღმოუჩინეს, რომელსაც აწერია: "დამიბრუნდი, დაგელოდები..." - იმ ჯარისკაცების ახალი სია, ვინც მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ

AMBEBI.GE, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნაგ­რძობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ მოგ­ვა­წო­და ქერ­ჩის ბრძო­ლებ­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რი და ახ­ლო­ბე­ლი არ გა­მო­უჩ­ნდა.

"2018 წელს მო­გა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია ქერჩში ნა­პოვნ ბიჭ­ზე, კლი­მენ­ტი გიგ­ლას ძე თავ­ბე­რი­ძე­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხი­დის­თა­ვი­დან იყო. მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა... ახლა გა­ვარ­კვი­ეთ, რომ დე­დი­სერ­თა ყო­ფი­ლა - ჯი­ბე­ში სა­ცო­ლის ფოტო აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რო­მელ­საც აწე­რია, "და­მიბ­რუნ­დი, და­გე­ლო­დე­ბი..." ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე გვი­მუ­შა­ვია და ასე არა­ვის­ზე მტკე­ნია გული. დე­დი­სერ­თა, უწ­ვე­რულ­ვა­შო ბიჭი გა­უშ­ვეს ომში და მას­თან ერ­თად და­იქ­ცა მისი ოჯა­ხიც..." - ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

აქვე გა­გაც­ნობთ, იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, აუშ­ვიც­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც უკან თით­ქმის ვე­რა­ვინ ბრუნ­დე­ბო­და.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პენ-გი­უნ­ტე­რი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და აუშ­ვი­ცი­სა და ბო­ხოლ­თის არ­ქი­ვებ­ში, რათა ათა­სო­ბით და­ღუ­პულ ტყვე­თა შო­რის, ქარ­თუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბიც ეპოვ­ნა.

გთა­ვა­ზობთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სიას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ:

ვლა­დი­მერ თა­დე­ო­ზის ძე გი­ორ­გა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 20 აპ­რილს, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნი სო­ფელ ჯვა­რი­სა­ში. დე­დის სა­ხე­ლი - ლი­დია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (308); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8231; გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 7 ნო­ემ­ბერს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად მი­თი­თე­ბუ­ლია გუ­ლის სი­სუს­ტე. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

პავ­ლე გი­ორ­გის ძე ბა­გა­უ­რი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 8 სექ­ტემ­ბერს, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­სი­ან­ში. დის სა­ხე­ლია ეკა­ტე­რი­ნე, დე­დის - ბარ­ბა­ლე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 8055; გარ­და­იც­ვა­ლა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, 1941 წლის 3 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

ნი­კო­ლოზ ივა­ნეს ძე გლუნ­ჩა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წლის 20 ივ­ლისს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­თი­ვე­ში. დედა ევა შა­ვი­ძე, მე­უღ­ლე ანა ხე­თა­გუ­რო­ვა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 5 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (308), ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 30140. გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 20 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი. მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში აღ­წე­რი­ლია მისი გა­რეგ­ნო­ბაც - სი­მაღ­ლე: 171 სმ, შავი თმა, ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი. სა­უბ­რობ­და ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე.

ალექს სი­მო­ნის ძე კურ­ტა­ნი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 15 აგ­ვის­ტოს, ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალი­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 6 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7495; გარ­და­იც­ვა­ლა 1941 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

გი­ორ­გი ვარ­ლა­მის ძე ქა­თა­მა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 20 იან­ვარს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­დო­გან­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და, 1941 წლის 29 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 7958; გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 10 თე­ბერ­ვალს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: აუშ­ვი­ცი.

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ი­ლის ძე ყიფ­ში­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ვარ­ძეთ­ში. მე­უღ­ლე - გუ­გუ­ლა ყიფ­ში­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 14 ივ­ლისს სე­ვას­ტო­პოლ­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VI კ (326); ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 70264 გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 12 დე­კემ­ბერს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი, გერ­მა­ნია;

ნიკა ფი­ლი­მო­ნის ძე კუბ­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1909 წელს ტყი­ბუ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­და­ბა­ში. მე­უღ­ლე - კუბ­ლაშ­ვი­ლი თა­მა­რა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 12 სექ­ტემ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 367; ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 12275. გარ­და­იც­ვა­ლა 1942 წლის 30 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბო­ხოლ­თი.

myquiz