რატომ უნდა მიირთვათ ლეღვი უფრო ხშირად - დაუჯერებლად სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით | Allnews.Ge

რატომ უნდა მიირთვათ ლეღვი უფრო ხშირად - დაუჯერებლად სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით

ლეღ­ვი ყველ­გან არ ხა­რობს, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა კი თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია: მკვა­ხედ მოკ­რე­ფი­ლი აღარ მწიფ­დე­ბა, მწი­ფე კი სწრა­ფად ზი­ან­დე­ბა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ვერ იტანს.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჰა­ვას ლეღ­ვი კარ­გად ეგუ­ე­ბა, თით­ქმის ყველ­გან ხა­რობს და გემ­რი­ე­ლი ნა­ყო­ფით გვა­ნე­ბივ­რებს. იგი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ჭი­რო უამ­რავ მი­ნე­რალ­სა და ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, თუმ­ცა ბევ­რი უარს ამ­ბობს ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხი­ლის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე ფი­გუ­რის გა­ფუ­ჭე­ბის ში­შით. გირ­ჩევთ, დი­ე­ტის დრო­საც კი, აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თოთ ლეღ­ვი თქვენს რა­ცი­ონ­ში - ნედ­ლი ხი­ლის სა­ხით ის არც ისე კა­ლო­რი­უ­ლია ( 100 გ =62 კ), თუმ­ცა ლეღ­ვის ჩირ­თან ნამ­დვი­ლად გმარ­თებთ ზო­მი­ე­რე­ბა( 100 გ=264 კ).

ცო­ცხა­ლი ლეღ­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უმკლავ­დე­ბა შიმ­ში­ლის გრძნო­ბას. თუ ძი­რი­თად კვე­ბას შო­რის შუ­ა­ლე­დებ­ში გა­მუდ­მე­ბით წა­ხემ­სე­ბის სურ­ვი­ლი გაწ­ვა­ლებთ და გული ძეხ­ვი­ა­ნი ბუ­ტერბრო­დის­კენ მი­გი­წევთ, სცა­დეთ და მის ნაც­ვლად ლეღ­ვი მი­ირ­თვით.

ლეღვში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნაა და იგი რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ვაშლსაც ანაც­ვლებს. ასე რომ თუ ანე­მია გა­წუ­ხებთ, აუ­ცი­ლებ­ლად ჩარ­თეთ რა­ცი­ონ­ში ლეღ­ვი.

ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხილი კბი­ლის ემალს ამაგ­რებს, იცავს ღვიძლს. ამი­ტომ ვინც ალ­კო­ფოლს და ცხი­მი­ან საკ­ვებს ხში­რად იღებს, მათ­თვის ლეღ­ვი წა­მა­ლიც კია. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, ლეღვს ხში­რად ამა­ტე­ბენ გარ­ნი­რის სა­ხით ღო­რის, ცხვრის, იხ­ვის ხორცს