"აიცერი და მოიგე"- ვაქცინირებულთათვის 13 სექტემბრიდან ლატარია დაიწყება - რამდენი იქნება ფულადი პრიზი და როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები | Allnews.Ge

"აიცერი და მოიგე"- ვაქცინირებულთათვის 13 სექტემბრიდან ლატარია დაიწყება - რამდენი იქნება ფულადი პრიზი და როგორ გამოვლინდებიან გამარჯვებულები

ორ­შა­ბა­თი­დან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ლა­ტა­რია და­ი­წყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

მისი თქმით, "შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ა­თა­მა­შებს ფუ­ლად ჯილ­დო­ებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის“.

"ჯა­მუ­რი საპ­რი­ზო ფონ­დი იქ­ნე­ბა 2 მლნ 800 ათა­სი ლარი. ლა­ტა­რია გა­თა­მაშ­დე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში წლის ბო­ლომ­დე. ყო­ველ­დღი­უ­რი გა­თა­მა­შე­ბის გარ­და იქ­ნე­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბა.

იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა საპ­რი­ზო ფონ­დი და­წყე­ბუ­ლი 100 ლა­რი­დან. ყო­ველ­დღი­უ­რად გა­თა­მაშ­დე­ბა 100 და 500 ლარი. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გა­თა­მაშ­დე­ბა 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი.

შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბა წლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა და საპ­რი­ზო ფონ­დი იქ­ნე­ბა 100 ათა­სი ლარი. ლო­ტოტ­რო­ნის პრინ­ცი­პით იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო გა­თა­მა­შე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ღიბ­რა­ძემ.