ლეგენდარულ ABBA-ს დაბრუნება - როგორ გამოიყურება წლების შემდეგ ცნობილი ოთხეული?
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა შვედურმა პოპ-ჯგუფმა ABBA-მ, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ორი ახალი სიმღერის პრეზენტაცია გამართა. მუსიკოსებმა ინტერნეტში საფორტეპიანო ბალადა წარმოადგინეს, სახელწოდებით: "I Still Have Faith in You“ ("მე შენი ჯერ კიდევ მჯერა“), მას თან დართული აქვს ვიდეოკლიპი, რომელშიც ახალი მუსიკა ABBA-ს ძველი გამოსვლების კადრების ფონზე ისმის.
შვედური პოპ-კვარტეტის ახალი ალბომი სახელწოდებით "Abba Voyage" 5 ნოემბერს გამოვა, შემდეგ კი მისი "ჰოლოგრაფიული გასტროლები“ გაიმართება, რომლის დროსაც სოლისტების "გამოსვლა“ ვირტუალურ გამოსახულების სახით, ნამდვილი ჯგუფისა და 10 მუსიკოსის თანხლებით მოხდება.
მეორე კომპოზიციას, რომელიც ABBA-მ საზოგადოებას წარუდგინა, "Don't Shut Me Down" ეწოდება. სულ ალბომში ჯგუფის ათი სიმღერა იქნება.
როგორც ABBA-ს მუსიკოსებმა თქვეს, მათ ახალი კოპოზიციების ჩაწერა მაშინ გადაწყვიტეს, როცა სცენურ წარმოდგენაზე მუშაობდნენ. "თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ ორი სიმღერის ჩაწერა გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა კიდევ რამდენიმე ჩაგვეწერა“, - ამბობს ბენი ანდერსონი. ახალ ალბომს იგი ასე აღწერს: "ვფიქრობ, ის საკმაოდ კარგია. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენს ასაკში შეგვეძლო“.
"АBBA - ტარები“ მღერიან
ახალი პროექტის ვიდეოპრეზენტაციაზე, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ პარკში გაიმართა, ABBA-ს ჯგუფის მხოლოდ ნახევარი - მამაკაცები გამოვიდნენ: ქალები - აგნეტა ფელტსკოგი და ანი-ფრიდ ლინგსტადი მასში არ მონაწილეობდნენ. "ისინიც აქ უნდა ყოფილიყვნენ, - იხუმრა ბიორნ ულვეუსმა, - მაგრამ ქალებს ეს საჯარო გამოსვლა, ბენისაგან განსხვავებით, მაინცდამაინც არ უხარიათ“.
ABBA-ს "ვირტუალური ტური“ სახელწოდებით "Abba Voyage" მომავალი წლის 27 მაისს დაიწყება და ჩატარდება ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში სპეციალურად აშენებულ დარბაზში. კონცერტები კვირაში ექვსი დღის განმავლობაში გაიმართება.