"ყველას ვურჩევ, შეძლებისდაგვარად შექმნან მსგავსი გარემო"- ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის არაჩვეულებრივი სადარბაზო | Allnews.Ge

"ყველას ვურჩევ, შეძლებისდაგვარად შექმნან მსგავსი გარემო"- ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის არაჩვეულებრივი სადარბაზო

ანა კურცხალია ორი შვილის დედაა. დროის უმეტეს ნაწილს ოჯახისა და შვილების მოვლას უთმობს. იტაცებს ხელსაქმე. ანამ საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ნამდვილ წალკოტად აქცია და ამით გარშემო მყოფების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ალბათ თბილისში იშვიათად შეხვდებით მსგავს სადარბაზოს. არადა დამეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად სჭირდება ჩვენს დედაქალაქს.

- ორი წლის წინ ვიყიდე ბინა ცენტრ პოინტის კორპუსში, ბოლო სართულზე. სადარბაზო იყო დახურული მინით და საკმაო მოცულობის. მაშინვე გამიჩდა იდეა, რომ ყვავილებით გამელამაზებინა გარემო, ამიტომ შევუდექი სადარბაზოს მოპირკეთებას.

241165545-737666237012560-5720533675008328231-n-1630910336.jpg

- მეზობლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი სართულის მეზობლების თანხმობით და დახმარებით გავაკეთე. მოიწონეს ჩემი იდეა და სისრულეში ერთად მოვიყვანეთ.

- კედლები საკუთარი ხელით მოხატეთ?

- ესეც ერთობლივი ძალებით მოხდა. კედლების მოხატვაში მეზობელთან ერთად მონაწილეობა ჩემმა 14 წლის დეიდაშვილმაც მიიღო. დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით გვეხმარებოდა.

241169001-874171783492304-6105170272890015843-n-1630910396.jpg

- რა მცენარეები გაქვთ და როგორ უვლით მათ?

- მცენარეები სხვადასხვა სახეობისაა: ბალბა სხვადასხვა ფერის, კაქტუსი, მონსტერა, დრაცენა, ლიმონიც, ბარაქის ხე, ჯუჯა ვარდები, ქოთნის ბროწეული, ტუია, გარდენია და ა.შ. ჩემთვის მთავარია ყველა ყვავილი იყოს მისთვის სასურველ ნიადაგში და მივაწოდო წყლის საჭირო დოზა. ვანვასხვავებ მზის და ნახევრად ჩრდილის მოყვარულებს. ასე ვცდილობ შევუქმნა მათთვის სასურველი გარემო.საწყის ეტაპზე გამოცდილებას მიზიარებდა პატარა შვილის ძიძა, ასევე ძალიან დამეხმარა ინტერნეტში არსებული სხვადასხვა ჯგუფები მცენარეების მოვლის შესახებ. ვუსმენ ტელევიზიით მებაღეების რჩევებს. გამოცდილება ნელ-ნელა მოვიდა.

თავიდან მხოლოდ ოჯახის ახლობლები გვსტუმრობდნენ. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში განვათავსე ჩემი "ბაღის“ ფოტოები, სტუმრობის სურვილი ბევრმა გამოთქვა. ამით მივიღე ყველაზე დიდი სტიმული და სიამოვნება. ყველას სიამოვნებით ვუმასპინძლებდი, რომ არ იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე პანდემიური სიტუაცია. თუმცა თანახმა ვარ, ნორმების დაცვით მივიღოთ მსურველები.

განაგრძეთ კითხვა