გაიცანით 10 წლის ფერმერი გოგონა - როგორ აქცია მოზარდმა ცხოველებზე ზრუნვა ბიზნესად | Allnews.Ge

გაიცანით 10 წლის ფერმერი გოგონა - როგორ აქცია მოზარდმა ცხოველებზე ზრუნვა ბიზნესად

ნამ­დვი­ლად არ ვიცი იმ ფერ­მე­რებს, ვის ამ­ბებ­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც ვწერთ ხოლ­მე, ბავ­შვო­ბა­ში სა­კუ­თარ დიდ მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და ფერ­მე­რო­ბა­ზე თუ უოც­ნე­ბი­ათ, ამა­ზე არა­სო­დეს უსა­უბ­რი­ათ. აი, 10 წლის ნა­ნუ­კა მეზვრიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკვე ყვე­ლა­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ფერ­მე­რია, ნამ­დვი­ლად ოც­ნე­ბობს ამა­ზე. მისი ოჯა­ხი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თხებს აშე­ნებს. ნა­ნუ­კას ბე­ბია, ნანა მეზვრიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მათი მე­თხე­ვე­ო­ბა სწო­რედ შვი­ლიშ­ვი­ლის, ნა­ნუ­კას და­ბა­დე­ბას­თან ერ­თად და­ი­წყო.

"ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ ნა­ნუ­კას სა­პა­ტიო დიპ­ლო­მი გა­დას­ცა, სა­დაც ეწე­რა: "სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და სა­ა­მა­ყო წევ­რს."

nanuka6-80936-1630827915.jpg

ნანა მეზვრიშ­ვი­ლი: - აფხა­ზე­თი­დან ვარ, სა­დაც თხის რძით ვიზ­რდე­ბო­დი. ამი­ტომ კარ­გად ვი­ცო­დი ამ პრო­დუქ­ტის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. როცა ორ­თა­ჭა­ლა­ში კერ­ძო სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ციკ­ნი­ა­ნი თხა ვი­ყი­დეთ და თხის რძით და­ვი­წყეთ ნა­ნუ­კას გაზ­რდა.

bebo-81092-1630827990.jpg

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ცი­კა­ნი და ნა­ნუ­კა ერ­თდრო­უ­ლად იზ­რდე­ბოდ­ნენ. როცა ბავ­შვმა ფეხი აიდ­გა, ციკ­ნე­ბი მტკვრის პი­რას სა­ბა­ლა­ხოდ რომ მიგ­ვყავ­და, მათ ნა­ნუ­კაც დაჰ­ყვე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში თხე­ბი და თხის ფერ­მა ცოტა იშ­ვი­ა­თო­ბა იყო და ინ­ტერ­ნეტ­ში უცხო­ურ ფერ­მებს ვეც­ნო­ბო­დით.

ამას ბავ­შვიც უყუ­რებ­და და ოთხი წლის რომ გახ­და, გვი­თხრა, მინ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ფერ­მა მქონ­დე­სო. მერე 6 წლის ნა­ნუ­კა შემ­თხვე­ვით მეყ­ვე­ლე ანა ჩიკ­ვა­ი­ძემ ნახა და გა­და­ი­რია, რო­გორ? თბი­ლის­ში 6 წლის ბავ­შვი თხებს დაჰ­ყვე­ბა და მწყემ­სავ­სო? ნა­ნუ­კას ამ­ბა­ვი მის­გან გა­ი­გო მე­დი­ამ... იმ პე­რი­ოდ­ში გვეწ­ვია ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნინო ზამ­ბა­ხი­ძე და ნა­ნუ­კას ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­პა­ტიო დიპ­ლო­მი გა­დას­ცა, სა­დაც ეწე­რა: "სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და სა­ა­მა­ყო წევ­რს ნანა მეზვრიშ­ვილს". მერე ორ­თა­ჭა­ლი­დან სო­ფელ ოთა­რა­ანთკარ­ში გა­და­ვე­დით, პა­ტა­რა ეზო ვი­ყი­დეთ, რომ თხე­ბის­თვის უკეთ მოგ­ვევ­ლო. აქეთ ჩვენს გად­მოს­ვლა­სა და ნა­ნუ­კას ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა­ზე მის­მა მა­მი­დამ იზ­რუ­ნა.

nanuka3-81045-1630828098.jpg

- მოგ­ვი­ყე­ვით ნა­ნუ­კას საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე თქვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში?

- თა­ვი­დან­ვე ასე იყო: დი­ლას თხებს რომ გა­ვიყ­ვან­დით სა­ბა­ლა­ხოდ, ნა­ნუ­კა ციკ­ნებს შე­მო­ღო­ბილ­ში ჩა­კე­ტავ­და, სა­დაც დე­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ამა­სო­ბა­ში, წყალს თუ დაღ­ვრიდ­ნენ, ჭურ­ჭელს უვ­სებ­და, ეთა­მა­შე­ბო­და, თხე­ბის მოს­ვლის დრო­ის­თვის კი შინ მო­იყ­ვან­და. უხა­რო­და, ყვე­ლა მი­ჯე­რებს, ჩამ­წკრივ­დე­ბი­ან და მომ­ყვე­ბი­ა­ნო, არა­და, მა­შინ 52 ცი­კა­ნი გვყავ­და. დღე­საც თუ რო­მე­ლი­მე და­ჩაგ­რუ­ლი ცი­კა­ნია, იმას ეფე­რე­ბა. ახ­ლა­ხან თხა მოგ­ვიკ­ვდა და მისი ციკ­ნე­ბი გა­ზარ­და. ნა­ნუ­კას დიდი როლი აქვს ჩვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში.

განაგრძეთ კითხვა