როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება დღეს ლუისიანა ლოპილატო იგივე "მია" 2000-იანი წლებიდან | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს და როგორ გამოიყურება დღეს ლუისიანა ლოპილატო იგივე "მია" 2000-იანი წლებიდან

Rebelde Way 2000-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მელ­საც თით­ქმის ყვე­ლა მოს­წავ­ლე უყუ­რებ­და. "მე­ამ­ბო­ხე სუ­ლე­ბი“ იმ პე­რი­ო­დის მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და.

თი­ნე­ი­ჯე­რებს სურ­დათ, სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის მსგავ­სი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნო­დათ, ჩა­ეც­ვათ მათ მსგავ­სად, ან უბ­რა­ლოდ, ყო­ფი­ლიყ­ვნენ ისე­თი­ვე მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბი. არ­გენ­ტი­ნულ სე­რი­ალს 2002-2003 წლებ­ში იღებ­დნენ.

mia-74532-1630827469.jpg

ყვე­ლას თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი გმი­რი ჰყავ­და, მაგ­რამ ის, ვინც თით­ქმის ყვე­ლას მოს­წონს, მია კა­ლუ­ჩი გახ­ლდათ, მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც მარ­ტი­ვად და­ი­პყრო მა­ყუ­რებ­ლის გული. მიას როლს ლუ­ი­სა­ნა ლო­პი­ლა­ტო ას­რუ­ლებ­და, რომ­ლის­თვი­საც მია კა­რი­ე­რის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და და რო­მელ­მაც თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

მსა­ხი­ო­ბი ახლა 34 წლი­საა. მომ­ხიბ­ვლე­ლი ლუს ცხოვ­რე­ბა სე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა.

2000-2004 წლებ­ში ლო­პი­ლა­ტოს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და "მე­ამ­ბო­ხე სუ­ლე­ბი­დან“ თა­ვი­სი­ვე პარტნი­ორ ფე­ლი­პე კო­ლომ­ბოს­თან, თუმ­ცა, 2004 წელს ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ, მა­ლე­ვე პრე­სა მსა­ხი­ო­ბის ახალ სიყ­ვა­რულ­ზე წერ­და, ლუმ რო­მა­ნი გა­ა­ბა არ­გენ­ტი­ნელ მსა­ხი­ობ, მა­რი­ა­ნო მარ­ტი­ნეს­თან, თუმ­ცა 2006 წელს მა­საც და­შორ­და.

შემ­დეგ იყო რო­მა­ნი ჩოგ­ბურ­თელ ხუან მო­ნა­კოს­თან, თუმ­ცა მა­საც ორ წე­ლი­წად­ში, 2009 წელს და­შორ­და.

mia4-74556-1630827516.jpg

miadamanueli-74583-1630827557.jpg

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არ უმარ­თლებ­და და მისი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ორ წელ­ზე მეტ­ხანს არ გრძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს შეხ­ვდა მას, ვის­თა­ნაც ბევ­რი სა­ერ­თო და რაც მთა­ვა­რია, ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა - მსა­ხი­ობ­მა ცხოვ­რე­ბა პო­პუ­ლა­რულ კა­ნა­დელ მომ­ღე­რალს და­უ­კავ­ში­რა. წყვი­ლი 2009 წელს და­ი­ნიშ­ნა, 2011 წლის 31 მარტს მათ არ­გენ­ტი­ნა­ში იქორ­წი­ნეს, ხოლო აპ­რილ­ში კა­ნა­და­ში გა­და­ი­ხა­დეს დიდი ქორ­წი­ლი.

mia8-74672-1630827591.jpg

წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

mia5-74698-1630827624.jpg

ოჯა­ხის მთა­ვა­რი გან­საც­დე­ლი

სამ­წუ­ხა­როდ, ლუს და მა­იკ­ლის ოჯახს უდი­დე­სი გან­საც­დე­ლი ელო­და. რო­დე­საც მათი შვი­ლი, ნოა სამი წლის გახ­და, ექი­მებ­მა სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებ­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა ბავ­შვი ავად გახ­და, არ­გენ­ტი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, არ­გენ­ტი­ნელ­მა ექი­მებ­მა უთხრეს, რომ პა­ტა­რას ყბა­ყუ­რა ჰქონ­და, რაც არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, ექი­მებ­მა უთხრეს, რომ შე­საძ­ლოა, ბავ­შვს სიმ­სივ­ნე ჰქო­ნო­და.

განაგრძეთ კითხვა