როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ლუისიანა ლოპილატო, იგივე "მია" 2000-იანი წლებიდან
Rebelde Way 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც თითქმის ყველა მოსწავლე უყურებდა. "მეამბოხე სულები“ იმ პერიოდის მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
თინეიჯერებს სურდათ, სერიალის გმირების მსგავსი ცხოვრება ჰქონოდათ, ჩაეცვათ მათ მსგავსად, ან უბრალოდ, ყოფილიყვნენ ისეთივე მეამბოხეები, როგორებიც საყვარელი გმირები. არგენტინულ სერიალს 2002-2003 წლებში იღებდნენ.

ყველას თავისი ფავორიტი გმირი ჰყავდა, მაგრამ ის, ვინც თითქმის ყველას მოსწონს, მია კალუჩი გახლდათ, მომხიბვლელი გოგონა, რომელმაც მარტივად დაიპყრო მაყურებლის გული. მიას როლს ლუისანა ლოპილატო ასრულებდა, რომლისთვისაც მია კარიერის მთავარი გმირი გახდა და რომელმაც თინეიჯერი გოგონას ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მსახიობი ახლა 34 წლისაა. მომხიბვლელი ლუს ცხოვრება სერიალის დასრულების შემდეგ საკმაოდ რთული და ბევრი დაბრკოლებით სავსე აღმოჩნდა.
2000-2004 წლებში ლოპილატოს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა "მეამბოხე სულებიდან“ თავისივე პარტნიორ ფელიპე კოლომბოსთან, თუმცა, 2004 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მალევე პრესა მსახიობის ახალ სიყვარულზე წერდა, ლუმ რომანი გააბა არგენტინელ მსახიობ, მარიანო მარტინესთან, თუმცა 2006 წელს მასაც დაშორდა.
შემდეგ იყო რომანი ჩოგბურთელ ხუან მონაკოსთან, თუმცა მასაც ორ წელიწადში, 2009 წელს დაშორდა.


პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა და მისი ურთიერთობები ორ წელზე მეტხანს არ გრძელდებოდა, თუმცა ბოლოს შეხვდა მას, ვისთანაც ბევრი საერთო და რაც მთავარია, ნამდვილი სიყვარული იპოვა - მსახიობმა ცხოვრება პოპულარულ კანადელ მომღერალს დაუკავშირა. წყვილი 2009 წელს დაინიშნა, 2011 წლის 31 მარტს მათ არგენტინაში იქორწინეს, ხოლო აპრილში კანადაში გადაიხადეს დიდი ქორწილი.

წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ოჯახის მთავარი განსაცდელი
სამწუხაროდ, ლუს და მაიკლის ოჯახს უდიდესი განსაცდელი ელოდა. როდესაც მათი შვილი, ნოა სამი წლის გახდა, ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით მსახიობი იხსენებდა, რომ თავდაპირველად, როცა ბავშვი ავად გახდა, არგენტინაში იმყოფებოდა, არგენტინელმა ექიმებმა უთხრეს, რომ პატარას ყბაყურა ჰქონდა, რაც არასწორი დიაგნოზი იყო. მოგვიანებით ულტრაბგერითი გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა, ბავშვს სიმსივნე ჰქონოდა.