როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია- როგორია ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები? | Allnews.Ge

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია- როგორია ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. მას შემ­დეგ მთე­ლი მსოფ­ლიო უჩ­ვე­უ­ლო და გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს, ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, კა­რან­ტი­ნი და სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი დღემ­დე მოქ­მე­დებს. მათი მი­ზა­ნი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­აა. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა კი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლად იქცა.

ვირუს­მა უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ას­პექტსა და ყვე­ლა სფე­რო­ზე, გა­კოტ­რდა არა­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი.

ყო­ვე­ლი­ვეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთა­ვა­რი კი­თხვა, რო­მე­ლიც ახლა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აწუ­ხებს, არის ის, თუ რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია და რო­დის შევ­ძლებთ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბას.

გა­დავ­ხე­დოთ ის­ტო­რი­ას და ვნა­ხოთ, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბო­და ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პან­დე­მი­ე­ბი:

შავი ჭირი

shavischiri-45976-1630744107.jpg

შავი ჭირი მსოფ­ლი­ოს მე­თო­თხმე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ე­დო. ზო­გი­ერ­თი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, და­ა­ვა­დე­ბამ გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 200 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ეპი­დე­მია ზო­გან დღემ­დე იჩენს ხოლ­მე თავს, თუმ­ცა რად­გა­ნაც არ­სე­ბობს მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მისი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ბო­ლოს შავი ჭი­რის ეპი­დე­მია 2017 წელს მა­და­გას­კარ­ში გავ­რცელ­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 170 კი გარ­და­იც­ვა­ლა.

შავი ჭი­რის ეპი­დე­მია, რო­მელ­საც "შავი სიკ­ვდი­ლის“ ეპი­დე­მი­ა­საც უწო­დე­ბენ, მე-14 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან გავ­რცელ­და და 1351 წელს დას­რულ­და. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი წერს, რომ ეპი­დე­მი­ამ იმ­ჟა­მინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი იმ­სხვერ­პლა, რა­საც ბევ­რი არ ეთან­ხმე­ბა. მარ­თა­ლია, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღად 1351 წელი ით­ვლე­ბა, მაგ­რამ და­ა­ვა­დე­ბა XV სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე რე­გუ­ლა­რუ­ლად იჩენ­და თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი აფეთ­ქე­ბა იყო 1361-1369 წლებ­ში.

ქო­ლე­რა

cholera3-46055-1630744153.jpg

ქო­ლე­რა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად და­სა­მარ­ცხე­ბე­ლი სენი აღ­მოჩ­ნდა. ის მსოფ­ლი­ო­ში მე-19, მე-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მძვინ­ვა­რებ­და. პან­დე­მი­ის და­წყე­ბის თა­რი­ღად 1817 წელი მი­იჩ­ნე­ვა, რის შემ­დე­გაც ქო­ლე­რას პან­დე­მია შვიდ­ჯერ გა­მო­ცხად­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბო­და, ხოლო შემ­დეგ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქებ­და ხოლ­მე. ქო­ლე­რას ბოლო, მეშ­ვი­დე პან­დე­მია 1961–1975 წლებ­ში იყო.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ მისი კე­რე­ბი სრუ­ლად გამ­ქრა­ლი არ არის და პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია ამ დრომ­დე იჩენს ხოლ­მე თავს. მა­გა­ლი­თად, 2018 წელს ქო­ლე­რას ეპი­დე­მია გა­მო­ცხად­და ზიმ­ბაბ­ვე­ში, 2018 წლის 11 სექ­ტემ­ბერს მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ეპი­დე­მი­ის დროს და­ა­ვა­დე­ბამ 48 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

1879-1883 წლებს უკავ­შირ­დე­ბა ქო­ლე­რას იმუ­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო გარ­ღვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს ქო­ლე­რას გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ფი­ლი­პო პი­ცინ­მა და რო­ბერტ კოხ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ქო­ლე­რას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა. თუმ­ცა პან­დე­მი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას ვაქ­ცი­ნის შექ­მნი­დან საკ­მა­ოდ დიდი დრო დას­ჭირ­და.

"ის­პან­კას“ პან­დე­მია

ispanka4-43145-1630744206.jpg

ეს არის ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი პან­დე­მია კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, მას­შტა­ბი­თა თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბით მკვლე­ვა­რე­ბი არა­ერთ პა­რა­ლელს ავ­ლე­ბენ კო­ვიდ პან­დე­მი­ას­თან.

"ეს­პა­ნუ­რი გრი­პის“, იგი­ვე H1N1-ის გავ­რცე­ლე­ბა 1918 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო. ეს არის "ღო­რის გრი­პის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ვირუ­სის ერთ-ერთი სა­ხეს­ხვა­ო­ბა. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვირუ­სით 550 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რაც დე­და­მი­წის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 29,5%-ს შე­ად­გენ­და.

ვირუსს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 16 კვი­რა­ში 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. მისი გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სებ­თან ბძო­ლის­თვის უკვე არა­ერ­თი ვაქ­ცი­ნა იყო შექ­მნი­ლი, თუმ­ცა "ეს­პა­ნურ ვირუსს" ვერც ერთი გა­უმკლავ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ეს­პა­ნუ­რი ვირუ­სის" შე­სა­ბა­მი­სი ვაქ­ცი­ნაც შე­ი­მუ­შა­ვეს. 1919 წლის ზა­ფხულ­ში, მას შემ­დეგ, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას გრი­პის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი გა­მო­უ­მუ­შავ­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ეს­პა­ნუ­რი გრი­პის პან­დე­მია დას­რულ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ვირუ­სის­გან მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. აქე­დან 675 000 მხო­ლოდ აშშ-ში.

2009 წლის გრი­პის პან­დე­მია

პან­დე­მია ახლო წარ­სულ­ში 2009 წელს იყო, რო­დე­საც H1N1-ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტიპი გავ­რცელ­და. ეს არის პან­დე­მია, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მალე დას­რულ­და. პან­დე­მია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2009 წლის 27 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და. 2009 წლის დე­კემ­ბრის­თვის მსოფ­ლი­ოს უკვე ჰქონ­და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა. ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა შე­და­რე­ბით უფრო სწრა­ფად მო­ხერ­ხდა, რად­გა­ნაც, მეც­ნი­ე­რებს უკვე ჰქონ­დათ ამა­ვე ვირუ­სის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხეს­ხვა­ო­ბის ვაქ­ცი­ნა და მას­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ H1N1-ის პან­დე­მია დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და. პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში 60 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი ვირუს­მა 575 400 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას, მისი დას­რუ­ლე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თვის ვირუს­თან ბრძო­ლის უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

უკვე შექ­მნი­ლია სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის არ­სე­ბულ შტა­მებ­თან ეფექ­ტი­ა­ნო­ბას აჩ­ვე­ნე­ბენ. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­მა უკვე შექ­მნეს ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის ეტაპ­ზე არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წა­მა­ლი შექ­მნა ერთ-ერ­თმა "ფა­ი­ზერ­მაც." პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს­თვის ადა­მი­ა­ნებს კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი უკვე უნდა ჰქონ­დეთ.

ambebi.ge

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ასა­ხე­ლე­ბენ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რიღს. მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც სე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ტა­როს აცრა.