ცნობილები, რომლებსაც საკუთარი კუნძულები აქვთ | Allnews.Ge

ცნობილები, რომლებსაც საკუთარი კუნძულები აქვთ

ოდესაც ყველაზე რეიტინგულ ცნობილ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ალბათ, ძნელად წარმოგვიდგენია, რომ მათი სიმდიდრის განმსაზღვრელი ქონება შეიძლება მთლიანი კუნძული იყოს. ჰოლივუდის მსახიობები, ბიზნესმენები და სხვა სფეროს ვარსკვლავები საკუთარი სამოთხის შესაქმნელად ფულს ნამდვილად არ იშურებენ.

წარმოგიდგენთ 9 ცნობილ ადამიანს, რომლებიც კუნძულებს ფლობენ:

ჯეი ზი და ბიონსე

ცნობილმა რეპერმა, რომელსაც ნიუ იორკის მეფეს უწოდებენ, მის მეუღლეს, მომღერალ ბიონსეს დაბადების დღეზე კერძო კუნძული აჩუქა, რომელიც 20 მილიონად შეიძინა.

ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა რამდენიმე წლის შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე, კერძოდ, ჩრდილოეთ აბაკოს კუნძულის შესაძენად 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ჯორჯ კლუნი

მსახიობმა ჯორჯ კლუნმა მეუღლესთან ერთად 2014 წელს დაახლოებით 17 მილიონ დოლარად 5.5 ჰექტარი ფართობის კერძო კუნძული შეიძინა.

კუნძული ლონდონიდან დასავლეთით 37 კილომეტრში მდებარეობს. მასზე აგებულია მე -17 საუკუნის 8,949 კვადრატული ფუტი სასახლე, რომელიც კლუნიმ მდიდრულად გადააკეთა. სასახლეს აქვს ათი საძინებელი, სპორტული დარბაზი, დახურული აუზი, სახლის თეატრი და საკუთარი ნავი.

ჯონი დეპი

ჯონი დეპის ქონება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კარიბის ზღვის მეკობრემ ბაჰამის კუნძულებზე 2003 წელს 45 ჰექტარი ფართის კერძო კუნძული შეიძინა, სახელწოდებით Little Hall's Pond Cay.

2004 წელს მან ქონება 3.6 მილიონ დოლარად გაყიდა.

მელ გიბსონი

მაგოს კუნძული, რომელიც ექსცენტრიულ და მრავალმხრივ ნიჭიერ მელ გიბსონს ეკუთვნის, ვულკანური წარმოშობის და ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. მისი ფართობი 5000 ჰექტარზე მეტია.

კუნძული 2004 წელს ფილმის „ქრისტეს ვნებანის“ გამოსვლის შემდეგ გიბსონმა იაპონური კორპორაციისგან 15 მილიონ დოლარად შეიძინა.

განაგრძეთ კითხვა