კოლორექტალური სიმსივნე და კიდევ 8 დაავადება, რომლისგანაც ყავა გიცავთ - ზაზა თელია გირჩევთ | Allnews.Ge

კოლორექტალური სიმსივნე და კიდევ 8 დაავადება, რომლისგანაც ყავა გიცავთ - ზაზა თელია გირჩევთ

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ყავისა და კოფეინის სარგებლობის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იმ დაავადებების ჩამონათვალზე წერს, რომელთა რისკისაგანაც ადამიანებს ყავა იცავს.„ყავა და კოფეინი - ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა მივიღოთ თუ არა? რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?

NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.

პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად

1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);

2. ჩაი (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 53მგ. კოფეინს (მერყეობს 40-დან 120-მდე)აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.

ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

1. ნაღვლის ბუშტის ქვები;

2. ინსულტი;

3. ღვიძლის დაავადებები;

4. გულის დაავადებები;

5. ტიპი 2 დიაბეტი;

6. პარკინსონის დაავადება

7. კოლორექტალური სიმსივნე

8. ალცჰეიმერის დაავადება

9. ენდომეტრიოზული სიმსივნე“, - წერს ზაზა თელია.

მასალის გამოყენების პირობები