"მეუბნებოდნენ, - ასეთ კითხვებს დემონი გკარნახობს, გათხოვდები და ნორმალური გახდებიო" - თალიბებს გაქცეული ავღანელების 3 მძიმე ისტორია | Allnews.Ge

"მეუბნებოდნენ, - ასეთ კითხვებს დემონი გკარნახობს, გათხოვდები და ნორმალური გახდებიო" - თალიბებს გაქცეული ავღანელების 3 მძიმე ისტორია

31 აგ­ვის­ტო, 2021 წელი. ავ­ღა­ნე­თი­დან აშშ-სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის ქვეყ­ნე­ბის ჯა­რე­ბი უკვე გა­ვიდ­ნენ. მათ თან გა­ი­ყო­ლეს ასი ათა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლიც, მაგ­რამ ქა­ბულ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი დარ­ჩა - ისი­ნი, ვინც სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მუ­შა­ობ­დნენ მათ­ზე და იმ მთავ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც თა­ლი­ბებ­მა და­ამ­ხეს. აშშ-მა და კო­ა­ლი­ცი­ის სხვა ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა მსურ­ვე­ლის ევა­კუ­ი­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

ავ­ღა­ნეთ­მა თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ემიგ­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღა გა­და­ი­ტა­ნა - ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი მიგ­რა­ცია 1989 წელს მოხ­და, ქვეყ­ნი­დან საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ. ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი მო­გი­თხრობთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე, რომ­ლებ­მაც ავ­ღა­ნე­თი სხვა­დას­ხვა დროს და­ტო­ვეს.

"ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი...“

ფა­ტი­მას (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის გამო) თმა მოკ­ლედ აქვს შეკ­რე­ჭი­ლი და მოს­კო­ვის ტი­პი­ურ "საბ­ჭო­ურ“ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ეს მისი პირ­ვე­ლი "კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი“ ბინა არ არის, მან რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­იც­ვა­ლა: ფა­ტი­მას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა არა მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი­სა­გან (მან ჯერ კი­დევ ვერ მი­ი­ღო ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი), არა­მედ ნა­თე­სა­ვე­ბის მხრი­და­ნაც, რომ­ლე­ბიც მას ყო­ველ­თვის პო­უ­ლო­ბენ.

ფა­ტი­მა ქა­ბულ­ში, პუშ­ტუ­ნის ოჯახ­ში იმ წე­ლი­წადს და­ი­ბა­და, როცა "თა­ლი­ბან­მა“ ქა­ლა­ქი პირ­ვე­ლად და­ი­კა­ვა. მა­მა­მი­სი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, დე­და­მი­სი კი - სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე. ერთი წლის შემ­დეგ მთე­ლი ოჯა­ხი პა­კის­ტან­ში გა­იქ­ცა. ქა­ბულ­ში დაბ­რუნ­დნენ მხო­ლოდ მა­შინ, როცა ავ­ღა­ნეთ­ში აშშ-სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. ფა­ტი­მა მალე სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს. მისი უფ­რო­სი დე­ბის­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რად­გან თა­ლი­ბე­ბის დროს გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის სწავ­ლა აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

"ათ წელ­ზე მეტი ხნის გო­გო­ნე­ბი თა­ლი­ბებს ძალ­და­ტა­ნე­ბით ცო­ლად მიჰ­ყავ­დათ. როცა პა­კის­ტან­ში გაქ­ცე­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ, დე­და­ჩემ­მა მე და ჩემს დას თმა ბო­ლომ­დე გაგ­ვკრი­ჭა და ბი­ჭის ტან­საც­მე­ლი ჩაგ­ვაც­ვა“, - ამ­ბობს ფა­ტი­მა.

და მა­ინც, ქცე­ვის წე­სე­ბი ფა­ტი­მას ოჯახ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის დრო­საც მკაც­რი იყო: გო­გო­ნე­ბი ქალ­თა სკო­ლა­ში და­დი­ოდ­ნენ, მათ მშობ­ლე­ბი მუ­დამ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბი­ჭებ­თან და მა­მა­კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნო­დათ და არ გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ. მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ფა­ტი­მას მო­მა­ვალს მხო­ლოდ გა­თხო­ვე­ბა­ში ხე­დავ­დნენ... მაგ­რამ თვი­თონ მას სხვა რამ სურ­და - თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა.

"ბავ­შვო­ბი­დან­ვე ვე­კი­თხე­ბო­დი მშობ­ლებს - რა­ტომ არის აკ­რძა­ლუ­ლი გო­გო­ნე­ბის­თვის ის, რაც ბი­ჭე­ბის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია? რა­ტომ არ შე­მიძ­ლია ბი­ჭებ­თან ლა­პა­რა­კი? რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლის მუ­შა­ო­ბა, როცა დედა ადრე მუ­შა­ობ­და? მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - ასეთ კი­თხვებს დე­მო­ნი გკარ­ნა­ხობს, გა­თხოვ­დე­ბი და ნორ­მა­ლუ­რი გახ­დე­ბიო. მე კი ჩუ­მად და­ვი­ფი­ცე, რომ ჩემს ოც­ნე­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვის­რუ­ლებ­დი“.

file-20210723-15-i2h67t-52782-1630575413.jpg

სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტი­მა ნა­თე­სა­ვი­საგან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. დედ-მა­მამ მას არ და­უ­ჯე­რა და ამი­ტომ მას ოჯა­ხი­დან წას­ვლა მო­უ­წია. ეს მოხ­და 2014 წელს. რა­ტომ არ მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის, იმ დროს ხომ ქა­ბულ­ში ამე­რი­კე­ლე­ბი იყ­ვნენ? ფა­ტი­მას ეცი­ნე­ბა:

"პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის რომ მი­მე­მარ­თა, ღა­მით იქ დამ­ტო­ვებ­დნენ, რაც სა­მარ­ცხვი­ნოა ქა­ლი­სათ­ვის, ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ავ­ღა­ნეთ­ში მე­გობ­რებ­თან ღა­მის გა­თე­ვაც - ჩვენ­თან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა ქალს სა­კუ­თარ სა­წოლ­ში არ სძი­ნავს“.

ფა­ტი­მა თა­ვის უფ­როს დას­თან წა­ვი­და, რო­მე­ლიც გა­თხო­ვი­ლი და ძალ­ზე რე­ლი­გი­უ­რი იყო, იგი ქმრის მშობ­ლე­ბის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მას ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­დნენ. უფ­რო­სი და ფა­ტი­მას ყო­ველ­თვის საყ­ვე­დუ­რობ­და, რომ მისი ქცე­ვა სა­მარ­ცხვი­ნო იყო. სა­ბო­ლო­ოდ, ფა­ტი­მამ მო­ა­ხერ­ხა და რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებს და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც ნა­ჯი­ბუ­ლას პრო­საბ­ჭო­უ­რი მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბის შემ­დეგ მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი ფა­ტი­მას ფუ­ლით და­ეხ­მარ­ნენ და მან რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა შეძ­ლო.

რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ნა­თე­სა­ვე­ბის ოჯა­ხი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი გა­მოდ­გა - ქცე­ვის ავ­ღა­ნუ­რი წე­სე­ბი თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩა. მას ჩას­ჩი­ჩი­ნებ­დნენ, ქალი უნდა გა­თხოვ­დე­სო, ფა­ტი­მას კი მა­მა­კა­ცე­ბი არ აინ­ტე­რე­სებ­და, უფრო ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­კენ ჰქონ­და მიდ­რე­კი­ლე­ბა. "შენ ქა­ლის გე­ნე­ბი კი არა, კა­ცის გე­ნე­ბი გაქვს“, - ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და მალე ში­ნა­უ­რო­ბა­ში "არა­ნორ­მა­ლუ­რად“ მო­ნათ­ლეს. იგი ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ქალ-თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ნა­თე­სა­ვე­ბი და­ეჭ­ვდნენ და მიხ­ვდნენ, რომ იგი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა იყო. 2018 წელს ფა­ტი­მამ ავ­ღა­ნეთ­ში მშობ­ლე­ბი და დები მო­ი­ნა­ხუ­ლა, მაგ­რამ როცა მათ მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­ი­გეს, სახ­ლი­დან გა­აგ­დეს. ფა­ტი­მა რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა და ბინა მოს­კო­ვის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში და­ი­ქი­რა­ვა. ნა­თე­სა­ვებ­მა მი­აგ­ნეს და სცე­მეს. 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ფა­ტი­მამ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუს­ზე წა­რად­გი­ნა გა­ნა­ცხა­დი, მაგ­რამ უარი უთხრეს. ბო­ლოს მან დახ­მა­რე­ბა ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს სთხო­ვა... მათ თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცეს.

"არ ვიცი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­მო­მავ­ლოდ. ხში­რად ვტი­რი უი­მე­დო­ბის გამო, არა­ლე­გა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ, ქუ­ჩა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მე­ში­ნია... ასე­ვე მე­ში­ნია, რომ ბი­ძა­ჩე­მი ისევ მი­პო­ვის და ცე­მას და­მი­წყებს... მე­ში­ნია, რომ ვა­ი­თუ ავ­ღა­ნეთ­ში და­მაბ­რუ­ნონ. ამ­ბო­ბენ, თა­ლი­ბე­ბი შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი გახ­დნე­ნო, მაგ­რამ მათი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა მოჩ­ვე­ნე­ბი­თია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკვლე­ლის შეც­ვლა? არა­ნა­ი­რად“, - ამ­ბობს ფა­ტი­მა. კი­თხვა­ზე, უნდა თუ არა ოდეს­მე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს, ფა­ტი­მა პა­სუ­ხობს: "რა თქმა უნდა, ავ­ღა­ნე­თი ხომ ჩემი ქვე­ყა­ნაა... ახლა ბევ­რს წე­რენ, რომ ავ­ღა­ნე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თე­სო, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი შე­უძ­ლე­ბე­ლია“.

"ცხოვ­რე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბით“

"მე ჩემს მე­გობ­რებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან ავ­ღა­ნეთ­ში მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მაქვს. ისი­ნი და­ი­ღალ­ნენ ომით. ქა­ბულ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის დრო­საც კი აფეთ­ქე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბო­და... ქა­ლაქ­ში ნორ­მა­ლუ­რად, უსაფრ­თხოდ გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, - ამ­ბობს რუ­სეთ­ში ავ­ღა­ნელ­თა დი­ას­პო­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუ­ლამ მო­ჰა­მად ჯა­ლა­ლი, - "ახ­ლობ­ლე­ბი მწე­რენ, რომ მზად არი­ან თა­ლი­ბე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მი­ი­ღონ, ოღონდ სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­დეს და ომი ნუ იქ­ნე­ბა“.

გუ­ლა­მი თავს ლტოლ­ვი­ლად არ თვლის, რუ­სეთს კი მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ მი­იჩ­ნევს. იგი მოს­კოვ­ში 1980 წელს ჩა­ვი­და, 1986 წელს კი და­ამ­თავ­რა სსრ კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი, დაბ­რუნ­და ავ­ღა­ნეთ­ში, და­ი­ნიშ­ნა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მი­ა­ნი­ჭერს გე­ნერ­ლის წო­დე­ბა, და­ნიშ­ნეს გუ­ბერ­ნა­ტო­რად... 1993 წელს მას­ზე ტე­რაქ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, გა­დარ­ჩა და რუ­სეთ­ში ოჯა­ხით გა­იქ­ცა.

"საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის გას­ვლის შემ­დეგ ჩვენ მო­ჯა­ჰე­დებს კი­დევ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუმკლავ­დე­ბო­დით. ჩემი პრო­ვინ­ცია პა­კის­ტანს ესა­ზღვრე­ბა და როცა მო­ჯა­ჰე­დე­ბის ჭარბმა ძა­ლებ­მა ჩვე­ნი თავ­დაც­ვა გა­არ­ღვი­ეს, გა­უკ­ვირ­დათ, რომ სა­ზღვარს მხო­ლოდ ათი კაცი იცავ­და. ჩვენ ვიბ­რძო­დით და ისე არ მო­ვი­ქე­ცით, რო­გორც პრე­ზი­დენტ აშ­რაფ ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­იქ­ცა“, - ამ­ბობს გუ­ლა­მი.

mahmud-jalali-52860-1630575549.jpg

გუ­ლამ მო­ჰა­მად ჯა­ლა­ლი

შე­იც­ვალ­ნენ თუ არა თა­ლი­ბე­ბი მათი პირ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დი­დან? გულ­მი ამ კი­თხვა­ზე ასე პა­სუ­ხობს: თვი­თონ აცხა­დე­ბენ, რომ შე­იც­ვალ­ნენ, გეგ­მა­ვენ ამ­ნის­ტი­ა­საც, მაგ­რამ პრო­ვინ­ცი­ებ­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა - თა­ლი­ბე­ბი იჭე­რენ ყო­ფილ პო­ლი­ცი­ე­ლებს და ჩი­ნოვ­ნი­კებს და სჯი­ან, ქა­ლებს უფ­ლე­ბებს უზღუ­და­ვენ, ხელს უშ­ლი­ან და კრძა­ლა­ვენ მა­ს­მე­დი­ას.

ამას წი­ნათ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა, რომ ქა­ბუ­ლის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის პირ­და­პირ ეთერ­ში ქალი ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ჰენ­თე არ­ჰან­დი ინ­ტერ­ვი­უს იღებ­და თა­ლი­ბე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი­სა­გან - მავ­ლა­ვი აბ­დულ­ჰაკ ჰა­მა­დი­სა­გან. ტე­ლეჟურ­ნა­ლისტს თავი შე­ბუ­რუ­ლი ჰქონ­და, მხო­ლოდ სახე უჩან­და, რაც თა­ლი­ბებს არ მო­ე­წო­ნათ. იმ ინ­ტერ­ვი­უმ თით­ქოს­და მსოფ­ლი­ოს თა­ლი­ბე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით მოხ­და - ისი­ნი ჟურ­ნა­ლისტს და­ე­მუქრნენ. ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ბე­ჰენ­თე არ­ჰან­დი ავ­ღა­ნე­თი­დან გა­იქ­ცა.

გუ­ლამ მო­ჰა­მად ჯა­ლა­ლის ოჯა­ხი მოს­კოვ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს, ევ­რო­პუ­ლი სტი­ლით ჩაც­მუ­ლი, მისი შვი­ლე­ბი რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­დნენ და სწავ­ლო­ბენ. კი­თხვა­ზე, გა­უშ­ვებს თუ არა დედ-მამა თა­ვის გო­გო­ნას გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე მოკ­ლე კა­ბით, იგი პა­სუ­ხობს: "ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. მჯე­რა, რომ ჩვე­ნი გო­გო­ნა ისე ჩა­იც­ვამს, რო­გორც გავ­ზარ­დეთ... ძა­ლი­ან მინ­და შვი­ლებს ავ­ღა­ნე­თი ვაჩ­ვე­ნო - მათი სამ­შობ­ლო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი ოც­ნე­ბა ოდეს­მე ამიხ­დე­ბა“.

"კოშ­მა­რე­ბი მე­სიზ­მრე­ბა“

"ჩემი ოჯა­ხი ოთხი ქა­ლი­სა­გან შედ­გე­ბა“, - ამ­ბობს ხაზ­რა­თი, - რო­გორ იცხოვ­რე­ბენ ისი­ნი "თა­ლი­ბა­ნის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­შე? მათ ხომ სახ­ლი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ“.

30 წლის ხაზ­რა­თი ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცია: მას ჰყავს ცოლი, ორი უმ­ცრო­სი და, ასე­ვე შვი­ლი - ცხრა თვის გო­გო­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ამ­ჟა­მად ავ­ღა­ნეთ­ში, ქა­ლაქ ჯე­ლა­ლა­ბად­ში არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი, თვი­თონ ხაზ­რა­თი კი მოს­კოვ­შია. იგი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ჩა­ვი­და მოს­კოვ­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ცოლ-შვი­ლი და დები კი რუ­სეთ­ში სხვა თვითმფრი­ნა­ვით უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ. მოვ­ლე­ნე­ბის სწრაფ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ ხაზ­რა­თის გეგ­მე­ბი გა­ა­ცამ­ტვე­რა: "მე თუ ოჯახს დავ­კარ­გავ, ჩემს ცხოვ­რე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა. ჩემ­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია“, - ამ­ბობს ავ­ღა­ნე­ლი.

611a30653dd01000199dcb64-52919-1630575599.jpg

ხაზ­რათს თა­ლი­ბე­ბის პე­რი­ო­დის ცხოვ­რე­ბა კარ­გად ახ­სოვს: იგი სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, როცა ერთხელ სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი ჩუ­მად იყი­და და მას­ზე გა­მო­სა­ხულ გო­გო­ნას უყუ­რებ­და. სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და­ი­ნა­ხა და სცე­მა. როცა მა­მას­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში მი­დი­ო­და, მავ­თულ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი მოჭ­რი­ლი ხე­ლე­ბიც და­უ­ნა­ხავს. იმა­საც შე­ეს­წრო, რო­გორ ქო­ლავ­დნენ ქვე­ბით ქალს, რა­მაც მას­ზე ძა­ლი­ან მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ხაზ­რათ­მა თურ­ქე­თის ეგი­დით მოქ­მე­დი პე­და­გო­გი­უ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა, ცო­ლად თა­ვი­სი მე­ზო­ბე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ბიბი მო­იყ­ვა­ნა. ბი­ბი­საც რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, რად­გან მისი ძმა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და და იქ ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღო. ამი­ტომ მისი ოჯა­ხის მი­მართ ნა­თე­სა­ვე­ბი მტრუ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი - ვაჟი სწო­რად ვერ აღ­ზარ­დე­თო. ხაზ­რათ­მა ცოლი ჯა­ლა­ლა­ბად­ში წა­იყ­ვა­ნა და იქ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მო­ე­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან შე­ამ­ჩნია, რომ მოს­წავ­ლე­ებს ქრის­ტი­ა­ნე­ბი სძულთ: "მე მათ ავუხ­სე­ნი, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბაც ისე­თი­ვე რე­ლი­გი­აა, რო­გორც ის­ლა­მი. მე მათ ვუ­თხა­რი, რომ ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, იესო ქრის­ტე სიყ­ვა­რულს ქა­და­გებს... მაგ­რამ როცა ბავ­შვებ­მა სახ­ლებ­ში მშობ­ლებს უთხრეს, რომ ჩვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კე­ბაო, მათ ეს არას­წო­რად გა­ი­გეს. ერთ სა­ღა­მოს თავს და­ესხნენ და სცე­მეს, თან უყ­ვი­როდ­ნენ - შენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა რო­გორ გა­ბე­დეო. "მე მათ­თვის კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მინ­დო­და ჩა­მე­ნერ­გა, მათ კი შე­მი­ძუ­ლეს“, - ამ­ბობს ხაზ­რა­თი. ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მან ავ­ღა­ნე­თი­დან წას­ვლა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო. ხაზ­რათს გა­უ­მარ­თლა და რო­გორ­ღაც ე.წ. ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლის პას­პორ­ტი მი­ი­ღო რუ­სეთ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად, ევ­რო­პის 2021 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩებ­ზე და­სას­წრე­ბად. თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლეთ­შიც გა­უ­მარ­თლა, მაგ­რამ მას და ოჯა­ხის წევ­რებს გაფ­რე­ნა სხვა­დას­ხვა დღეს მო­უ­წი­ათ. სამ­წუ­ხა­როდ, რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო მის ცოლ-შვილს და დებს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს... ახლა ისი­ნი ჯა­ლა­ლა­ბად­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ლი­ბებს აქვთ.

ხაზ­რათს იმე­დი აქვს, რომ რო­გორ­მე შეძ­ლებს რუ­სეთ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩაყ­ვა­ნას: "მე უამ­რა­ვი წიგ­ნი მაქვს წა­კი­თხუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვა­წყნა­რებ, - ამ­ბობს იგი. მის თვა­ლებ­ში ცრემ­ლე­ბი ჩანს: "ყო­ველ ღამე ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ხებ კოშ­მა­რე­ბი მე­სიზ­მრე­ბა, მეღ­ვი­ძე­ბა და ცოლს შე­ში­ნე­ბუ­ლი ვწერ - "ხომ კარ­გად ხართ?“.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ