"ლამაზი ბაღის გაშენება რთული არ არის"- დედამთილის ნაჩუქარი ქოთნით დაწყებული მეყვავილეობა და წალკოტად ქცეული მამაპაპისეული სახლ-კარი | Allnews.Ge

"ლამაზი ბაღის გაშენება რთული არ არის"- დედამთილის ნაჩუქარი ქოთნით დაწყებული მეყვავილეობა და წალკოტად ქცეული მამაპაპისეული სახლ-კარი

თამარ გელაშვილი ფარმაცევტია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. 19 წლის ასაკში დაოჯახდა და მისი ძირითადი საზრუნავი დღემდე ოჯახია. უყვარს ბუნება, ყვავილები, მათი მოვლა და გახარება. ალბათ სწორედ ამიტომ არ გაჭირვებია, მამაპაპისეული სახლ-კარი ნამდვილ წალკოტად ექცია. თამარმა ოჯახის წევრების დახმარებით ულამაზესი ბაღი გააშენა და გარშემო მყოფების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

- ქუთაისში ვცხოვრობ, ასევე გვაქვს მეუღლის სოფელი, ზესტაფონის რაიონში, წევა, სადაც ხშირად დავდივართ და ვუვლით მამა-პაპის დატოვებულ სახლ-კარს. ჩემი გატაცებაა მცენარეები და ყვავილები. მიყვარს მათი მოვლა, მოშენება და გარემოს გალამაზება.ყვავილების განსაკუთრებული სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. როცა პატარა ვიყავი, სულ ვიცქირებოდი ეზოებში და მომწონდა ყვავილები. ოცნებად გადამექცა, მქონოდა ჩემი საოცნებო ბაღი. ბავშვობიდანვე დავიწყე პატარა ბაღჩის გაშენება, რამდენიმე ნაჩუქარი თესლით და ნერგით. ვუცქერდი და ვადევნებდი თვალყურს, როგორ ამოდიოდა მიწიდან მცენარე, როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა, როგორ იკეთებდა საყვავილე კოკრებს და შემდეგ გაშლილი როგორ ალამაზებდა ჩემს გულს და გარემოს.

240217114-145608371051754-6503523212530137428-n-1630475385.jpg

როცა დავოჯახდი, 19 წლის ვიყავი. მეუღლის დედამ რომ გაიგო, მიყვარდა ყვავილები, ქოთნით სსჩუქრად მომიტანა პატარა ბარაქის ხე, რომელიც დღესაც მაქვს, უკვე 15 წლისაა. ის იყო ჩემი პირველი ქოთნის მცენარე. შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე შეგროვება. ზოგს ვყიდულობდი, ზოგი ტოტს მჩუქნიდა, ვახარებდი და ვამრავლებდი. გამიჩნდა სურვილი, უფრო და უფრო მეტი ქოთნის მცენარე მყოლოდა, ასევე ვაგროვებდი ეზოს მცენარეებსაც.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ ქსელში „ყვავილნარში“ გაწევრიანებამ დიდი როლი ითამაშა ჩემი ბაღის გამრავალფეროვნებაში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და დღესაც ვსწავლობ. მადლობა მათ იმისთვის, რომ არსებობენ.

როგორც გითხარით, ჩემი ბაღი წევაშია. მეუღლის წინაპრების დანატოვარი სახლი გავალამაზეთ შეძლებისდაგვარად, დღესაც ვცდილობთ უფრო მეტი გავაკეთოთ და ჩვენს საოცნებო ადგილად და მოსასვენებელ სივრცედ ვაქციოთ. სახლის ეზოს გალამაზება რამდენიმე წლის წინ დავიწყე და დღესაც გრძელდება.

237404498-2956507664621334-1545816489914896483-n-1630475470.jpg

- რთულია ლამაზი ბაღის გაშენება? დიდი დრო და ენერგია სჭირდება?

- ვიტყოდი, რომ ლამაზი ბაღის გაშენება რთული არ არის. მართალია ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ მთავარი მონდომებაა და ყველაფერი იოლად გამოგდის, დაღლა და შრომაც კი სასიამოვნოა, როცა შედეგს გადახედავ. განაგრძეთ კითხვა