"დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო" - გაიცანით, კითხვაზე შეყვარებული ქართველი გოგონა, რომელმაც 100 თვის დაბადების დღე 100 წაკითხული წიგნით აღნიშნა | Allnews.Ge

"დედა რომ ნებას მაძლევდეს, შემიძლია მთელი დღეები და ღამეები ვიკითხო" - გაიცანით, კითხვაზე შეყვარებული ქართველი გოგონა, რომელმაც 100 თვის დაბადების დღე 100 წაკითხული წიგნით აღნიშნა

ანა მარი კი­პა­რო­ი­ძე 8 წლი­საა. თუმ­ცა თუ ასაკს ჰკი­თხავთ, გი­პა­სუ­ხებთ, რომ 100 თვი­საა და 100 წიგ­ნი აქვს წა­კი­თხუ­ლი. ცოტა ხნის წინ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 26 აგ­ვის­ტოს 100 თვის ხდე­ბო­და და გა­და­წყვი­ტა, ეს დღე 100 წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნით აღე­ნიშ­ნა.

რა­ტომ წიგ­ნე­ბით? იმი­ტომ, რომ, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, კი­თხვა­ზე გიჟ­დე­ბა. რომ გა­და­ით­ვა­ლა, 100 თვის და­ბა­დე­ბის დღემ­დე 16 დღე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, 100 წა­კი­თხულ წიგ­ნამ­დე კი – 14 წა­სა­კი­თხი წიგ­ნი. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­დე­ბუ­ლი ეს გა­მოწ­ვე­ვა ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა. მე­ა­სე წიგ­ნი წინა სა­ღა­მოს და­ას­რუ­ლა და 100 თვის და­ბა­დე­ბის დღეს მარ­თლაც სვე­ტად აშე­ნე­ბუ­ლი 100 წიგ­ნით შეხ­ვდა.

179079490-5613658865326113-6776510195818497254-n-1630474820.jpg

რო­გორც ანა მა­რის დედა, ნა­ნი­კო მღებ­რიშ­ვი­ლი mshoblebi.ge-ს უყ­ვე­ბა, გო­გო­ნას წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და, მაგ­რამ მათ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი 6 წლის ასაკ­ში გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც დი­დტა­ნი­ა­ნი წიგ­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კი­თხვა და­ი­წყო. ამ პე­რი­ოდ­ში "აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის“ საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ურ­ჩევ­და, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი წა­ე­კი­თხა და ყო­ველ შეხ­ვედ­რა­ზე წა­კი­თხულ მა­სა­ლა­ზე მსჯე­ლობ­დნენ. მას შემ­დეგ ანა მარი წიგ­ნის გა­რე­შე აღარ­სად და­დის, კი­თხუ­ლობს ყველ­გან და ყო­ველ­თვის, წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნე­ბით კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ყობს.

237498595-6162397537118907-1902827979526890813-n-1630474846.jpg

"კი­თხვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. კი­თხვის დროს ვე­რა­ფერს ვი­გებ, გარ­შე­მო რა ხდე­ბა. დედა რომ ნე­ბას მაძ­ლევ­დეს, შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე­ე­ბი და ღა­მე­ე­ბი ვი­კი­თხო. როცა დავ­დი­ვარ და როცა ვჭამ, მა­ში­ნაც ვკი­თხუ­ლობ. ძი­ლის წინ დედა შუქს რომ მიქ­რობს ხოლ­მე ოთახ­ში, ლამ­პი­ო­ნის შუქ­ზე ჩუ­მად ვკი­თხუ­ლობ. მა­ინ­ტე­რე­სებს, მერე რა მოხ­დე­ბა და წიგნს ვერ ვდებ. პირ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ას­ტრიდ ლინდგრე­ნის "ყა­ჩა­ღის ასუ­ლი რო­ნია“ იყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა