თვითმფრინავიდან პარაშუტით და 200 000 დო­ლა­რით გაქცეული დამნაშავე, რომელსაც 50 წელია ვერ მიაკვლიეს - აშშ-ში მომხდარი უჩვეულო დანაშაული | Allnews.Ge

თვითმფრინავიდან პარაშუტით და 200 000 დო­ლა­რით გაქცეული დამნაშავე, რომელსაც 50 წელია ვერ მიაკვლიეს - აშშ-ში მომხდარი უჩვეულო დანაშაული

1971 წელს აშშ-ში მომ­ხდარ­მა და­ნა­შა­ულ­მა, მსოფ­ლიო კრი­მი­ნა­ლის­ტურ ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა. მას შემ­დეგ ნა­ხე­ვარ­მა სა­უ­კუ­ნემ გან­ვლო, თუმ­ცა ვერც პო­ლი­ცი­ამ და ვერც გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა 200 000 დო­ლა­რის გამ­ტა­ცებ­ლის კვალს ვერ მი­აკ­ვლია.

1971 წლის 24 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ პორტლენ­დის აე­რო­პორ­ტში მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც ავი­ა­კომ­პა­ნია Northwest Airlines-ის წარ­მო­მად­გე­ნელს დი ბი კუ­პე­რად გა­ეც­ნო, 20 დო­ლა­რად ქა­ლაქ სი­ეტ­ლამ­დე ბი­ლე­თი შე­ი­ძი­ნა. იმ დროს აშშ-ში შიდა რე­ი­სებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი არ არ­სე­ბობ­და, მგზავ­რებს არც სა­ბუ­თებს თხოვ­დნენ და არც ბარ­გს უმოწ­მებ­დნენ.

შავ ლა­ბა­და­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, სა­შუა­ლო აღ­ნა­გო­ბის კუ­პე­რი Boeing 727-ის ბორტზე ავი­და და ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. აფ­რე­ნი­დან 8 წუთში მან ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელ ფლო­რენს შაფ­ნერს წერილი მი­ა­წო­და და მისი წა­კი­თხვა სთხო­ვა - "ქალ­ბა­ტო­ნო, მე ჩან­თა­ში ბომ­ბი მაქვს და მას ავა­მოქ­მე­დებ, თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი. გთხოვთ, ჩემს გვერ­დით დაჯ­დეთ". შე­ში­ნე­ბულ­მა შეფ­ნერ­მა კუ­პე­რის მო­თხოვ­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ას­რუ­ლა.

cooper03-1630409893.jpg

თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­წა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცეს. სი­ეტ­ლის აე­რო­პორ­ტში, სა­დაც თვითნფრი­ნა­ვი უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, პო­ლი­ცი­ას და გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტებს მო­უ­ყა­რეს თავი. კუ­პერ­მა მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა - 200 ათა­სი დო­ლა­რი ოცდოლარიანებით და 4 პა­რა­შუ­ტი. სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბით და­ი­მუქ­რა. ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი ორი­ვე მო­თხოვ­ნა ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელ­მა პი­ლო­ტებს წა­უ­ღო. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ შემ­დგომ კუ­პერ­მა ეს ქა­ღალ­დე­ბი უკან მო­ი­თხო­ვა. რო­გორც ჩანს, გამ­ტა­ცე­ბელს არ უნ­დო­და, რომ პო­ლი­ცი­ას მისი ხელ­ნა­წე­რის ნი­მუ­ში ჰქო­ნო­და.

ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში დი ბი კუ­პე­რი პირ­ვე­ლი იყო, ვინც თვითმფრი­ნა­ვი ფი­ნან­სუ­რი გა­მო­სას­ყი­დის მიზ­ნით გა­ი­ტა­ცა.

სი­ეტ­ლში თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის მო­მენ­ტის­თვის მო­თხოვ­ნი­ლი 200 ათა­სი მზად იყო. თან­ხის გა­და­ცე­მამ­დე პო­ლი­ცი­ამ ყვე­ლა 20 დო­ლა­რი­ა­ნი ბანკნო­ტის ნო­მე­რი ამო­ი­წე­რა.

დაშ­ვე­ბის შემ­დეგ 36-მა მგზავ­რმა, რო­მელ­მაც გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი და­ტო­ვა. მი­წა­ზე ჩას­ვლის უფ­ლე­ბა კუ­პერ­მა კი­დევ ორ ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელს მის­ცა. ორი­ვე პი­ლო­ტი, ბორტ-ინ­ჟი­ნე­რი და ერთი ბორტ-გამ­ცი­ლე­ბე­ლი კი მძევ­ლად და­ი­ტო­ვა. ოთხი პა­რა­შუ­ტის მო­თხოვ­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცია ეჭ­ვობ­და, რომ ბორტზე დარ­ჩე­ნი­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი კუ­პე­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა, შემ­დგომ ეს ვერ­სია არ და­დას­ტურ­და.

საწ­ვა­ვით დატვირთვის შემ­დეგ, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ისევ აფ­რინ­და და კუ­პერ­მა ბორტ-გამ­ცი­ლე­ბელს პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში შეს­ვლა სთხო­ვა. Boeing 727-ს კუდ­ში სა­კუ­თა­რი ტრა­პი აქვს და ცოტა ხან­ში პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში ამ ტრა­პის გა­ღე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნა­თუ­რა აინ­თო. გამ­ტა­ცე­ბელ­მა ზურ­გზე პა­რა­შუ­ტი მო­ი­კი­და, 200 000 დო­ლა­რით გა­ტე­ნი­ლი ჩან­თა აიღო და ღა­მის წყვდი­ად­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. მას შემ­დეგ ის უკვე 50 წელია არა­ვის უნა­ხავს...

dbcooper071029-1630410110.jpg

კუ­პე­რის მო­სა­ძებ­ნად აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. კუ­პერს პო­ლი­ცია, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტე­ბი და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია ეძებ­და. ოპე­რა­ცი­ა­ში ათე­უ­ლო­ბით შვე­ულმფრე­ნი და თვითმფრი­ნა­ვი ჩარ­თეს. რამ­დე­ნი­მეკვი­რი­ა­ნი ძებ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, კუ­პერს ვერც ცო­ცხალს და ვერც მკვდარს ვერ მი­აკ­ვლი­ეს. ის უბ­რა­ლოდ გაქ­რა.

1980 წელს, კუ­პე­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 10 წლის თავ­ზე პორტლენ­დი­დან ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, მდი­ნა­რე კო­ლუმ­ბია-რი­ვე­რის ნა­პირ­ზე მამა-შვილ­მა, ჰა­როლდ და ბრა­ი­ან ინ­გრე­მებ­მა გა­ხუ­ნე­ბუ­ლი და წყლით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი 20 დო­ლა­რი­ა­ნე­ბის შეკ­ვრა იპო­ვეს. გან­ძის შე­სა­ხებ მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს. სე­რი­უ­ლი ნომ­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს სწო­რედ ის 20 დო­ლა­რი­ა­ნი ბანკნო­ტე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც 10 წლით ადრე, პო­ლი­ცი­ამ გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით დი ბი კუ­პერს გა­დას­ცა.

dbcoopermoney-1630410226.jpg

ნა­პოვნმა ფულ­მა (სულ 5 800 დო­ლა­რი) პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­რიგ ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. ბანკნო­ტე­ბი პირ­ვან­დე­ლი ძი­ე­ბის ად­გი­ლი­დან 30 კმ-ის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს. მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ცი­ამ ვე­რა­ფერ ახალს ვერ მი­აკ­ვლია. გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მის შემ­დეგ კუ­პე­რი მდი­ნა­რე­ში და­იხ­რჩო. ნა­პირ­ზე ნა­პოვ­ნი ფული ამას ნა­წი­ლობ­რივ ადას­ტუ­რებ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი ბი კუ­პე­რის ის­ტო­რი­ამ მის­ტიკ­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. მას­ზე წერ­დნენ სტა­ტი­ებს და წიგ­ნებს, იღებ­დნენ დო­კუ­მენ­ტურ და მხატ­ვრულ ფილ­მებს - ელე­გან­ტუ­რად ჩაც­მულ­მა გამ­ტა­ცე­ბელ­მა მთე­ლი ამე­რი­კა აა­ლა­პა­რა­კა.

2016 წელს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა დი ბი კუ­პე­რის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ა­ჩე­რა და აქ­ტი­უ­რი თან­რი­გი­დან ამო­ი­ღო. თუმ­ცა, საქ­მე არ და­ხუ­რუ­ლა.

ინფლა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს იმ­დრო­ინ­დე­ლი 200 ათა­სი დოლარი 1 170 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

წყარო: ambebi.ge

myquiz