როგორ გამოიყენა და "გადააგდო" აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მოკრივე? | Allnews.Ge

როგორ გამოიყენა და "გადააგდო" აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მოკრივე?

კრი­ვის სამ­ყა­რო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი დონ კინ­გის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა. ბევ­რმა თქვენ­გან­მა იცის, ალ­ბათ, რომ კინ­გი სპორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი, აფე­რის­ტი და ხარ­ბი პრო­მო­უ­ტე­რია. იმ­ჟა­მად კი ორი ფი­ნან­სუ­რი ზვი­გე­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა: ერთი ოს­ტა­ტუ­რად ატყუ­ებ­და თა­ვის მოკ­რი­ვე­ებს და ფულს ჰპა­რავ­და, მე­ო­რეს კი ატ­ლან­ტიკ სი­ტი­ში თა­ვის სას­ტუმ­რო­სა და სა­მო­რი­ნეს პო­პუ­ლა­რო­ბის გაზ­რდა სურ­და.

თა­ვის დრო­ზე კინ­გმა და ტრამპმა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­მო­ი­მუ­შა­ვეს, მათი მსხვერ­პლი და “მეწ­ვე­ლი ძრო­ხა” ლე­გენ­და­რუ­ლი მაიკ ტა­ი­სო­ნი გახ­და.

ახალ­გაზ­რდა, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ტა­ი­სო­ნი მა­შინ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პიკ­ში იყო. კინ­გმა მა­იკ­ში ოქ­როს სა­ბა­დო მა­ლე­ვე შე­ნიშ­ნა. თუმ­ცა მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა ად­ვი­ლი საქ­მე არ იყო, რამ­დე­ნა­დაც მოკ­რი­ვემ და მის­მა გუნ­დმა კარ­გად იცოდ­ნენ დო­ნის “შავი საქ­მე­ე­ბის” შე­სა­ხებ და უა­რით გა­ის­ტუმ­რეს.

13304a729648d950fe3fdd55e651d332-xl-42-1-48037-1630407343.jpg

მაიკ ტა­ი­სო­ნი დონ კინგთან ერ­თად

"ჩვენ მა­ი­კის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის მიღ­მა ვი­ხე­დე­ბო­დით. გვინ­დო­და, რომ მა­იკს ბიზ­ნე­სის პრინ­ცი­პე­ბი შე­ეს­წავ­ლა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ნე­ჯე­რი გამ­ხდა­რი­ყო. ის კარ­გი მოს­წავ­ლე იყო და ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბო­და, მისი კა­რი­ე­რა კინ­გის ხელ­ში რომ არ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო", - იხ­სე­ნებს ტა­ი­სო­ნის ყო­ფი­ლი მე­ნე­ჯე­რი ბილ კე­ი­ტო­ნი.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­ი­კის მწვრთნე­ლი და გამ­ზრდე­ლი, კას დ'ამა­ტო ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მოს­წავ­ლე ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბის­გან ვერ და­იც­ვა. 1985 წელს ახალ­გაზ­რდა მა­ი­კი კე­ვინ რუ­ნის თავ­კა­ცო­ბით ვარ­ჯი­შობ­და და კინგს ისევ უა­რით ის­ტუმ­რებ­და.

მა­შინ ეშ­მაკ­მა პრო­მო­უ­ტერ­მა გა­და­წყვი­ტა დარ­ტყმა ყვე­ლა­ზე სუსტ ად­გი­ლას მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და ტრამ­პთან მე­გობ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. დონ­მა გა­ი­გო, რომ მა­ი­კის ცოლი ულა­მა­ზე­სი, მაგ­რამ მრის­ხა­ნე მსა­ხი­ო­ბი რო­ბინ გი­ვენ­სი ის ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც მოკ­რი­ვე­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ­და. დო­ნალ­დის დახ­მა­რე­ბით კი რო­ბინს სა­ჭი­რო "მე­სი­ჯი" მი­ა­წო­და.

ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე აშშ-ის მო­მა­ვალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, უმ­დიდ­რეს­მა, ქა­რიზ­მა­ტულ­მა და ცნო­ბილ­მა "კა­ზა­ნო­ვამ", დო­ნალდ ტრამპმა, მარ­ტი­ვად მი­ი­პყრო რო­ბი­ნის ყუ­რა­დღე­ბა და შთა­ა­გო­ნა, რომ მისი ქმა­რი დიდი ხანი "ოქ­რო­ში იბა­ნა­ვებ­და“, თუკი კა­რი­ე­რის წარ­მარ­თვის უფ­ლე­ბას დონ კინგს მის­ცემ­და.

ასე­ვე, ტრამპმა მი­ა­ნიშ­ნა, რომ ტა­ი­სო­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი გუნ­დი რუ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მოკ­რი­ვეს იყე­ნებ­და და უზარ­მა­ზარ ფულს ჰპა­რავ­და.

ახალ­გაზ­რდა ტა­ი­სო­ნი თა­ვი­სი მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით იწ­ვო­და და ად­ვი­ლად და­ი­ჯე­რა, რომ ატ­ლან­ტიკ სი­ტის სას­ტუმ­რო­ში მას მა­იკლ სფინ­ქსთან ბრძო­ლა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. რუნი ამ იდე­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა მა­იკ­მა მწვრთნელს აღარ და­უ­ჯე­რა.

1988 წელს ტა­ი­სო­ნი სფინ­ქსს 90 წამ­ში და­ა­ნო­კა­უ­ტებს და გა­ნა­ცხა­დებს: "დღე­ი­დან ჩემი ფი­ნან­სუ­რი კონ­სულ­ტან­ტის სა­ხე­ლია - დო­ნალდ ტრამ­პი!"

trump-tyson-05-gq-11jul18-getty-b-47993-1630407395.jpg

ტრამპმა ტა­ი­სო­ნი ან­კეს­ზე წა­მო­ა­გო და მის პრო­მო­უ­ტე­რად დონ კინ­გი და­ნიშ­ნა. უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მოკ­რი­ვის კა­რი­ე­რის გა­ნად­გუ­რე­ბა.

"ტრამპმა ტა­ი­სო­ნი მძ*ნერ­ში ჩა­ით­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მან მოკ­რი­ვე კინგს მი­უგ­დო, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა მებ­რძოლს რყვნი­და.. დონი მა­იკს არ აკ­ლებ­და გო­გო­ებს, ათ­რობ­და უძ­ვირ­ფა­სე­სი ალ­კოჰო­ლით, შეს­ვა კო­კა­ინ­ზეც და თან არ­წმუ­ნებ­და, რომ ვარ­ჯი­შის გა­რე­შეც ყვე­ლას და­ა­მარ­ცხებ­და.

დონს ფეხ­ზე ეკი­და ის ფაქ­ტი, რომ მა­ი­კი ცუ­დად ვარ­ჯი­შობ­და. ის უბ­რა­ლოდ, რო­გორც ნავ­თო­ბის ბურღს ისე იყე­ნებ­და, როცა გა­მო­წუ­რა რე­სურ­სი - გა­და­აგ­დო. ასე ექ­ცე­ო­და სხვა მოკ­რი­ვე­ებ­საც,." - იხ­სე­ნებს ბილ კე­ი­ტო­ნი.

nintchdbpict000579079978-48099-1630407430.jpg

რო­ბინ გი­ვენსთან ერ­თად

ტა­ი­სო­ნის მე­უღ­ლემ მა­ლე­ვე შე­ნიშ­ნა კინ­გის ბო­რო­ტი ზრახ­ვე­ბი და მას მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში ხელს უშ­ლი­და, თუმ­ცა ცბი­ერ­მა პრო­მო­უ­ტერ­მა ელი­ტა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჭო­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, რომ ტა­ი­სონს მე­უღ­ლე ტრამ­პთან ღა­ლა­ტობ­და. ეჭ­ვი­ა­ნო­ბით დაბრმა­ვე­ბუ­ლი მოკ­რი­ვე ნიუ იორკში ბიზ­ნეს­მე­ნის ოფის­ში მი­ვარ­და. გა­თი­შა დაც­ვის ერთი წევ­რი, შე­ვარ­და ტრამ­პის კა­ბი­ნეტ­ში, სა­დაც ის კონ­ფე­რენ­ცი­ას ატა­რებ­და და დო­ნალდს აგი­ნა.

დაც­ვამ მო­ა­ხერ­ხა "რკი­ნის მა­ი­კის" შე­ჩე­რე­ბა და ის პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცა.

ეს შემ­თხვე­ვა მოკ­რი­ვე­სა და რო­ბი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ერთი თვის შემ­დეგ ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­თა და ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბით გა­დაღ­ლილ­მა გი­ვენ­სმა, მა­იკს უჩივ­ლა, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი "წა­არ­თვა" და შემ­დეგ გა­შორ­და. სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ტა­ი­სო­ნი უა­რე­სად გახ­და, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ეშ­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის ფსკერ­ზე და ვარ­ჯი­შე­ბი მი­ი­ვი­წყა.

trump-tyson-01-gq-11jul18-getty-b-48138-1630407463.jpg

1989 წელს ტა­ი­სო­ნი ერთ დროს ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე მძი­მე წო­ნოს­ნის, ჯე­იმს დაგ­ლა­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და. დაგ­ლა­სი უზარ­მა­ზარ აუთ­სა­ი­დე­რად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა "რკი­ნის მა­ი­კი" სა­ში­ნელ ფორ­მა­ში იყო, რა­მაც მის მარ­ცხს ხელი შე­უ­წყო - დაგ­ლას­მა მა­ი­კი სას­ტიკ დღე­ში ჩა­აგ­დო და პირ­ვე­ლი მარ­ცხიც "აჩუ­ქა". იმ დღის შემ­დეგ ტა­ი­სო­ნი მხო­ლოდ ერთხელ­ღა გახ­და ჩემ­პი­ო­ნი.

პირ­ვე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მარ­ცხის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცია უფრო გარ­თულ­და და "სა­ეჭ­ვო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის“ ბრალ­დე­ბით მოკ­რი­ვე ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას შემ­დეგ, რაც ტა­ი­სო­ნი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ტრამ­პი მას ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რა, თუმ­ცა ეს თან­ხა გა­ცი­ლე­ბით ცოტა იყო, იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ბიზ­ნეს­მენ­მა ტა­ი­სო­ნის წყა­ლო­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

ტა­ი­სონს ჰქონ­და შან­სი გამ­ხდა­რი­ყო კრი­ვის სა­მა­გა­ლი­თო ლე­გენ­და, მაგ­რამ მისი ბედი აფე­რის­ტი, ბო­რო­ტი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­მაც და­არ­წმუ­ნეს მა­ი­კი, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან ერ­თად პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­დნენ, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ და მოკ­რი­ვეს ატყუ­ებ­დნენ...