მილიონები სიკვდილის შემდეგ- „ლეგენდები“, რომლებიც ფულის გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ | Allnews.Ge

მილიონები სიკვდილის შემდეგ- „ლეგენდები“, რომლებიც ფულის გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ

უმეტესობა ჩვენგანს სმენია გამონათქვამი "მდიდრები მდიდრდებიან". შეიძლება გაგიკვირდეთ, როდესაც გაიგებთ, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. თანაც, არიან ისეთი მდიდრებიც, რომელთა სახელებიც მილიონების გამომუშავებას გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ.

ისინი დარგის ნამდვილი ლეგენდები არიან. გთავაზობთ 12 ასეთ ცნობილ ადამიანს:

Tupac Shakur

თუფაკ შაკური მისი გარდაცვალების დროს მხოლოდ 200 000 დოლარს ფლობდა, საკულტო სტატუსს რეპერმა მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიაღწია.

1996 წელს თუფაქის მკვლელობის ამბავმა მსოფლიო შეძრა. მას თანამედროვეობაშიც უამრავი თავყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც მისი კერპის ალბომებსა და საქონელს უხვად ყიდულობდნენ. დღეს Tupac Shakur ქონება 40 მილიონ დოლარზე მეტია.

Aaliyah

"R&B პრინცესა" ალია კარიერის პიკზე ყოფნისას გარდაიცვალა. თვითმფრინავმა, სადაც მომღერალი იჯდა, ავიაკატასტროფა განიცადა, რასაც ალია ემსხვერპლა. იმ დროს იგი 8 მილიონ დოლარს ფლობდა. სულ რამდენიმე კვირის წინ, ალიას მუსიკა პირველად გახდა ხელმისაწვდომი სტრიმინგ საიტებზე. ოჯახმა გამოსვლის პირველ კვირაში რამდენიმე მილიონი უკვე გამოიმუშავა.

მერლინ მონრო

მსოფლიო დადუმდა მას შემდეგ, რაც 1962 წელს მერილინ მონროს გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ის ნამდვილი კერპი იყო მთელი მსოფლიოსთვის. AJC-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წელს, მერლინ მონროს ქონებამ 18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მსხიობის სახელი მილიონებს გამომუშავებას არ წყვეტს.

პრინცი

„პრინცმა“ ლეგენდის სტატუსი მისი გარდაცვალების, 2016 წლის შემდეგაც შეინარჩუნა. გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მისი ალბომებისა და ნაკეთობების გაყიდვებმა 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ერთ წელიწადში 250 000 ალბომი გაყიდა. ამ წარმატებაზე პასუხისმგებელი დიდწილად მისი ოჯახია, რადგან ისინი აგრძელებენ ოჯახური ვიდეოების და კულისების მიღმა კადრების გამოქვეყნებას, რომლებიც მილიონებს გამოიმუშავებს.

მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონმა სიცოცხლის პერიოდში კოლოსალური ოდენობის ქონების გამომუშავება შეძლო. იგი ყოველთვის პოულობდა ახალ გზებს თავისი ერთგული თაყვანისმცემლების გულის მოსაპოვებლად. List Wire– ის თანახმად, 2009 წელს, ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქონებამ ზრდა განაგრძო. 2018 წლის მონაცემებით ჯექსონის ოჯახმა ბრენდის სახელით 400 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. განაგრძეთ კითხვა

myquiz