დევიდ ბექჰემის წარმარტების გზა- როგორ მოიპოვე ცნობილმა ფეხბურთელმა 450 მილიონი დოლარი? | Allnews.Ge

დევიდ ბექჰემის წარმარტების გზა- როგორ მოიპოვე ცნობილმა ფეხბურთელმა 450 მილიონი დოლარი?

დევიდ ბექჰემი არა მხოლოდ ლეგენდარული ფეხბურთელი, არამედ ცნობილი ბიზნესმენიც არის. მისმა ქონებამ ცოტა ხნის წინ 450 მილიონ დოლარის მიაღწია.

დევიდ ბექჰემი მეუღლესთან ვიქტორია ბექჰემთან ერთად “გლემის“ სამყაროში ერთ -ერთ ულამაზეს ოჯახს წარმოადგენს. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან მათი შვილებიც.

beckhams0201a-1630221653.jpg

თავად დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი 1975 წელს, ლონდონში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში მოზარდობისას დაიწყო. მალევე შეამჩნიეს და მანჩესტერ-იუნაიტედში დაიქირავეს. სანამ ბექჰემი ინგლისში დაბრუნდებოდა და ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდებოდა, ფეხბურთშიც უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. ასევე ცნობილია, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ფეხბურთელია.

დიდძალი ქონება ვარსკვლავმა მხოლოდ ფეხბურთისგან არ გამოიმუშავა. იგი ჩართულია რამოდენიმე მომგებიანი ბიზნესში, მათ შორის აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლს და ფლობს გასართობი ინდუსტრიის ნაწილს. დღემდე მუშაობს მოდელად და მსახიობად. მისი წლიური ხელფასი 50 მილიონი დოლარია.

ამ ყველაფრის ერთობლიობით მიაღწია ბექჰემის ქონებამ 450 მილიონ დოლარს.

ბავშვობა

beckham-childhood-1468485106-1630221709.jpg

ბექჰემი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. დედა, სანდრა ჯორჯინა პარიკმახერი იყო, ხოლო მამა - ალან ბექჰემი, მზარეული. მას უფროსი და, და უმცროსი ძმა ჰყავს.

ბექჰემის მშობლები ფეხბურთის დიდი მოყვარულები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულად მანჩესტერ-იუნაიტედს გულშემატკივრობდნენ. ფეხბურთისადმი სიყვარული დევიდს მშობლებისგან ერგო. იგი სკოლის წლებში Ridgeway Rovers -ში თამაშობდა. ადგილობრივი გუნდის მწვრთნელი სწორედ მისი მამა იყო და პირადად წვრთნიდა დევიდს. სწორედ ამან განაპირობა მისი თავდაუზოგავი შრომა სფეროში. ნიჭიერების შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ, მან ბარსელონასთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მიიღო.

სპორტული კარიერა

xfehwy5g4v151-1630221901.jpg

დევიდის პირველი ნაბიჯი პროფესიული საფეხბურთო კარიერისკენ იყო კონტრაქტი მანჩესტერ-იუნაიტედთან ახალგაზრდული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რასაც FA ახალგაზრდულ თასზე გამარჯვება მოჰყვა. ამან დევიდს 1992 წლის ლიგის დებიუტისთვის გაუხსნა გზა.

მისი ნამდვილი კარიერა 1994 წელს დაიწყო, როდესაც ის 17 წლის იყო. იმ წელს ახალხგაზრდა ფეხბურთელმა მანჩესტერ-იუნაიტედში ითამაშა, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენა შეძლო.

განაგრძეთ კითხვა