როგორია ცხოვრება 3D ტექნოლოგიით “დაბეჭდილ“ სახლში?- ნახეთ სახლი, რომელიც უსახლკარო კაცს აჩუქეს
”ვიმედოვნებ, აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები“ – ეს არის ერთ დროს უსახლკარო ტიმ შეას სიტყვები, რომელიც პირველი ადამიანია, ვინც 3D დაბეჭდილ სახლი ცხოვრობს.
70 წლის შეამ თავისი პირველი 400 კვადრატული ფუტიანი 3D ბეჭდვით შექმნილი სახლი ტეხასის შტატში, ოსტინის გარეუბანში მიიღო. კომპლექსში, სადაც სახლები უსახლკაროებს ეტაპობრივად გადაეცემათ, 500-ზე მეტი სახლი მდებარეობს. ახალი ტექნოლოგიის ნაგებობები ოსტინში დაფუძნებულმა სტარტაპმა Icon– მა შექმნა.
ბოლო დროს აშშ-ში ქუჩაში მცხოვრები ადამიანების რიცხვმა იმატა. სტარტაპმა კი მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით გამოსავალს მიაგნო.