"ეს უკრაინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი სასაფლაოა"- რა იპოვეს მუშებმა ოდესის აეროპორტის გაფართოების დროს? | Allnews.Ge

"ეს უკრაინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი სასაფლაოა"- რა იპოვეს მუშებმა ოდესის აეროპორტის გაფართოების დროს?

უკრაინაში, ქალაქ ოდესასთან ახლოს სტალინის ეპოქის მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. მკვლევარების ინფორმაციით, 29 მასშტაბურ სასაფლაოში მათ 5 000-დან 8 000-მდე გვამს მიაკვლიეს.

როგორც ცნობილია, მუშები ოდესის აეროპორტის ტერიტორიის გაფართოების მიზნით, მიწას ასუფთავებდნენ, რა დროსაც შემთხვევით უზარმაზარ სასაფლაოს წააწყდნენ.

გვამების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი 1930-იან წლებში სტალინის პერიოდის რეპრესიებსა და დახვრეტებს ემსხვერპლნენ.

120254877-236502883-381596903359214-8855897611341041523-n-1630068650.jpg

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის რეგიონული ხელმძვანელის, სერგეი გუცალიუკის თქმით, მცდელობის მიუხედავად გვამების იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. თანაც არ არსებობს მათი გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამავე ინსტიტუტის ცნობით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ძალიან რთულია, რადგან საიდუმლო პოლიცია დახვრეტილებს საერთო საფლავში ერთმანეთისგან დაშორების გარეშე ყრიდა. თუმცა, უდავოა, რომ ეს უკრაინაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასობრივი სასაფლაოა.

ვებგვერდ Ukrinform-ის ინფორმაციით, ჩანაწერების მიხედვით, 1938-41 წლებში ოდესაში საბჭოთა საიდუმლო პოლიციამ 8 600-ზე მეტი უკრაინელი დახვრიტა და შესაძლოა, საფლავები სწორედ მათ ეკუთვნოდეთ.

corps-deterres-charnier-lviv-novembre-2009-0-1630068670.jpg

---

XX საუკუნის 30-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მონაკვეთია უკრაინელი ხალხის ისტორიაში. უკრაინის ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების გაძლიერების შემდეგ მათი მოწინააღმდეგეების დაკავებები, წამება და იძულებითი გადასახლება დაიწყო.

30-იან წლებში უკრაინაში საიდუმლო პოლიცამ ათასობით ადამიანი დახვრიტა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ყოველდგვარი გასამართლებისა და მტკიცებულებების გარეშე ხვრეტდნენ.

მძიმე დღეში აღმოჩნდნენ უკრიანელი გლეხებიც. მათი უმეტესობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი იყო და კოლექტივებში გაწევრიანება არ სურდათ. უშედეგო აღმოჩნდა იძულებითი ზომების მიღებაც.

საბოლოოდ კი, საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელების დასამორჩილებლად ყველაზე რადიკალური და სისხლიანი გზა აირჩია- მოსახლეობას საკვები პროდუქტები მთლიანად წაართვეს და მილიონობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს.

holodomor-4-1630068725.jpg

1932-33 წლებში უკრაინაში მასობრივი შიმშილობა დაიწყო, რასაც „ჰოლოდომორი“ ეწოდა და სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 10 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა.

იხილეთ ვრცლად ჰოლოდომორის შესახებ:

ჰოლოდომორი- უკრაინელი ერის გენოციდი, რომელსაც 11 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა

myquiz