პატარა ქალაქი იტალიაში, სადაც სახლები 1 ევროდ იყიდება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მყიდველი? | Allnews.Ge

პატარა ქალაქი იტალიაში, სადაც სახლები 1 ევროდ იყიდება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მყიდველი?

რომ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლა­ქი მა­ენ­ცა, იტა­ლი­ის 1 - ევ­რო­ი­ა­ნი სახ­ლე­ბის პროგ­რა­მას უერ­თდე­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბას იწყებს.

პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 3 000 მკვიდ­რი ცხოვ­რობს. მა­ენ­ცა რო­მი­დან 70 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს და პირ­ვე­ლია ლა­ცი­ოს რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ამ პროგ­რა­მას შე­უ­ერ­თდა.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210820131207-maenza-c-visit-lazio-2-1-54660-1629956704.jpg

ამ­ჟა­მად რე­გი­ონ­ში ასო­ბით მი­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლია.

ქა­ლა­ქის მერი კლა­უ­დიო სპერ­დუ­ტი აცხა­დებს, რომ მისი მი­ზა­ნია ქა­ლაქს ახა­ლი სი­ცო­ცხლე აჩუ­ქოს.

”ჩვენ ამას ვა­კე­თებთ ეტა­პობ­რი­ვად. მე­სა­კუთ­რე ოჯა­ხე­ბი გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და უფ­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ბა­ზა­ში გან­ვა­თავ­სოთ, რათა ყვე­ლა­ფე­რი წა­რი­მარ­თოს გამჭვირ­ვა­ლედ”, - ამ­ბობს სპერ­დუ­ტი CNN -თან სა­უ­ბარ­ში.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210820131103-maenza-c-visit-lazio-54697-1629956740.jpg

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ და­უ­კავ­შირ­დნენ მე­რი­ას, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ეც­დე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მათი მო­თხოვ­ნე­ბი. ქა­ლა­ქი იმე­დოვ­ნებს, რომ 100-მდე მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლის “გა­ყიდ­ვას“ შეძ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია შე­ძე­ნი­ლი სახ­ლი სამ წელ­ზე ნაკ­ლებ პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ახ­ლოს. ამას გარ­და, ანა­ბარ­ზე ჰქონ­დეს 5000 ევ­როს ოდე­ნო­ბის თან­ხა, რო­მე­ლიც სახ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უკან­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა.

ახალ მფლო­ბელს თა­ვად შე­ეძ­ლე­ბა გან­სა­ზღვროს თუ რას გახ­სნის: იქ­ნე­ბა ეს კერ­ძო სას­ტუმ­რო, საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტი, რეს­ტო­რა­ნი თუ ა.შ. ამის შე­სა­ხებ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა მო­ნა­ცე­მე­ბი ქა­ლა­ქის მე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე არ­სე­ბულ მე­ილ­ზე უნდა მის­წე­რონ.

სპერ­დუ­ტის თქმით, ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მო­პო­ვე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-210820130747-1-euro-house-on-sale-c-comune-maenza-54726-1629956785.jpg

ქა­ლა­ქი Maenza მწყემ­სე­ბის მიერ და­არ­სდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ გერ­მა­ნუ­ლი ტო­მე­ბი ჩა­სახ­ლდნენ, რომ­ლებ­მაც ად­გი­ლი ააყ­ვა­ვეს.

ერთი ვერ­სი­ით, ქა­ლა­ქის სა­ხე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ "მა­ინ­ცის" სა­ხე­ლი­დან, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ასე არ არის და სა­ხელ­წო­დე­ბის წყა­როა ლა­თი­ნუ­რი ფრა­ზა, რაც ნიშ­ნავს: "ხალ­ხს, რო­მე­ლიც აყ­ვავ­დე­ბა".

დიდი, უხე­ში, მუქი ნაც­რის­ფე­რი ქვე­ბით, 1700 -იან წლებ­ში აგე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის სახ­ლე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ნამ­დვილ “ოქ­როს სა­ბა­დოს“ წარ­მო­ად­გენს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა