თვითგვემა, ინდულიგენცია, სხვა ღმერთები - 7 ქრისტიანული ტრადიცია, რომელზეც ეკლესიამ უარი თქვა | Allnews.Ge

თვითგვემა, ინდულიგენცია, სხვა ღმერთები - 7 ქრისტიანული ტრადიცია, რომელზეც ეკლესიამ უარი თქვა

ქრისტიანული ეკლესია არც ისეთი კონსერვატიულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 2000 წლიანი არსებობის მანძილზე, რელიგიურმა ტრადიციებმა და რწმენამ არაერთი ცვლილება განიცადა და ზოგიერთ მათგანზე, რომელიც დღეს, შეიძლება, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად მოგვეჩვენოს, ეკლესიამ დიდი ხნის წინ თქვა უარი. თქვენს ყურადღებას 7 მათგანზე გავამახვილებთ.

1. ბიბლიაზე წვდომა

the-most-repeated-verse-in-the-bible-wfq9puhm-2c238cf97d4c72a4be85c9d86448d20e-1629878341.jpg

ბიბლია ყოველთვის ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც ახლა არის. მაგ., შუა საუკუნეებში მას ჯაჭვით აბამდნენ, რომ მისი მოპარვა აღეკვეთათ. ეს სიტუაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ბერების მიერ გადაწერილი ბიბლია, ძალიან ძვირი ღირდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც საღვთო წერილის ბეჭვდვა დაიწყეს, ასობით წლის მანძილზე იმაზე კამათობდნენ, თუ ვის შეეძლო, მისი წაკითხვის უფლება ჰქონოდა.

2. ოკულტიზმი

unnamed-1629878424.jpg

დღეს ეკლესია ოკულტიზმს (ზებუნებრივი ძალების არსებობა) გმობს. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ოკულტური მოძღვრება უვნებლად და გარკვეულწილად, სასარგებლოდაც კი ითვლებოდა. XIX საუკუნის ბოლოს კი, ოკულტური მეცნიერებები გასართობად იქცა და სპირიტული სეანსების ჩატარება ბოროტებად არ ითვლებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში, ეკლესიამ ამ მიმდინარეობას ბრძოლა გამოუცხადა და აკრძალა.

3. სხვა ღმერთები

2021012518234873439-1-1629878500.jpg

თავდაპირველად, საღვთო წერილი სხვა ღმერთების არსებობას არ გამორიცხავდა. მაგ., ისეთის, როგორიც ვაალი (უზენაესი ღმერთი, რომელსაც ძველ ქანაანში და ფინიკიაში ეთაყვანებოდნენ) იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კანონიკური ბიბლიის წერა დასრულდა, სხვა ღმერთების აღიარება აიკრძალა.

4. თვითგვემა

2021012518243973439-1629878559.jpg

XII საუკუნეში გაჩნდა ასკეტი-ფანატების რადიკალური ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ცნობილი «ფლაგელარების» (ლათ. flagellare — «მათრახი, ცემა, წამება») სახელით გახდა. მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალება თვითწამება იყო.

ისინი საკუთარ თავს ამათრახებდნენ, რითაც ქრისტეს ცემის იმიტირებას ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპმა მალევე გაკიცხა ცოდვების მონანიების აღნიშნული პრაქტიკა, სექტა არსებობას მაინც აგრძელებდა.

თვითგვემის პრაქტიკა კათოლიკურ მიმდინარეობაში დღემე არსებობს. ის ასევე გვხვდება სხვადასხვა რელიგიურ ორდენში და სამხ. ამერიკის ხალხების ზოგიერთ კულტურაში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz