რა რაოდენობის ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში? | Allnews.Ge

რა რაოდენობის ამერიკული შეიარაღება ჩაუვარდათ თალიბებს ხელში?

ავ­ღა­ნე­თის არ­მი­ამ, რო­მე­ლიც თა­ლი­ბე­ბის თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, “ქრე­ბა“, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა უპატ­რო­ნოდ მი­ა­ტო­ვა. შე­დე­გად "თა­ლი­ბან­მა" ათე­უ­ლო­ბით მსუ­ბუ­ქი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და ასო­ბით მცი­რე და მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი ჩა­იგ­დო. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ამე­რი­კუ­ლია.

ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი აღ­მოჩ­ნდა "თა­ლი­ბა­ნის" ხელ­ში, არ არ­სე­ბობს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ავ­ღა­ნე­თის ძა­ლებ­მა უკან და­ხე­ვის დროს თვითმფრი­ნა­ვე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს კი­დეც, ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში გა­და­ვი­და.

ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა, იპო­ვის თუ არა "თა­ლი­ბა­ნი" პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს მარ­თავს.

მი­ტა­ცე­ბა

ავ­ღა­ნე­თის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ამე­რი­კუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ტო­რის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს 2021 წლის 1 -ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 162 თვითმფრი­ნა­ვი და შვე­ულმფრე­ნი ჰყავ­და. თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი არ იყო გა­მო­სა­დე­გი. ამა­ვე წყა­როს თა­ნახ­მად, წლის და­სა­წყის­ში, ქვეყ­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს ჰქონ­დათ მსუ­ბუ­ქი თავ­დას­ხმის 17 A-29 (Embraer EMB 314 Super Tucano) და 10 AC-208 თვითმფრი­ნა­ვი, ასე­ვე 21 მსუ­ბუ­ქი სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი C -208 Cessna Caravan და ორი სა­შუ­ა­ლო C -130 Hercules. გარ­და ამი­სა, იყო 86 მომ­სა­ხუ­რე შვე­ულმფრე­ნი: 12 რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის Mi-17 სატ­რან­სპორ­ტო და 38 მსუ­ბუ­ქი MD 530F და 36 UH-60 Black Hawk.

ამას გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­ა­ვი­ა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც ირი­ცხე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს.

ავ­ღა­ნეთს ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ავი­ა­ტექ­ნი­კა ამა თუ იმ გზით აშშ-დან მი­ე­წო­დე­ბო­და, მათ შო­რის რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბიც.

ავ­ღა­ნე­თის სამ­ხედ­რო შვე­ულმფრე­ნე­ბის პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც თა­ლი­ბებ­მა კუნ­დუზ­ზე, ყან­და­არ­სა და ჰე­რათ­ზე და­ამ­ყა­რეს კონ­ტრო­ლი. ფო­ტო­სუ­რა­თებ­სა და ვი­დე­ო­ებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია Mi-17, MD 530F, UH-60 შვე­ულმფრე­ნე­ბი და მცი­რე სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვი C-208. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო რუ­სუ­ლი თავ­დას­ხმე­ლი Mi-35, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, კუნ­დუზ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ ვი­დე­ო­ე­ბით ძნე­ლია ავი­ა­მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა - ისი­ნი ან აე­როდ­რო­მებ­ზე იყ­ვნენ ან ფარ­დუ­ლებ­ში. თუმ­ცა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნე­ბა აშ­კა­რად ჩანს.

გაქ­ცე­ვა

16 აგ­ვის­ტოს, ავ­ღა­ნე­თი­დან ტა­ჯი­კეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვითმფრი­ნა­ვი გაფ­რინ­და. ქვეყ­ნი­დან არ­მი­ის ასამ­დე ჯა­რის­კა­ცი გა­იქ­ცა. New York Times-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ტა­ჯი­კე­თის სა­ზღვრი სულ ხუთ­მა თვითმფრი­ნავ­მა გა­დაკ­ვე­თა.

იმა­ვე დღეს, უზ­ბე­კურ­მა გა­ზეთ­მა Gazeta.uz -მა ქვეყ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ 14 და 15 აგ­ვის­ტოს ავ­ღა­ნე­თი­დან ქვე­ყა­ნა­ში 22 სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი და 24 შვე­ულმფრე­ნი ჩაფ­რინ­და. თვითმფრი­ნა­ვებ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში 585 ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო.

ამავდრო­უ­ლად, ავ­ღა­ნე­თის ერთ -ერთი თვითმფრი­ნა­ვი - EMB 314 Super Tucano ჰა­ერ­ში მყოფ უზ­ბე­კურ MiG 29- ს და­ე­ჯა­ხა.

ეს არ არის ავ­ღა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­ვის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა. მა­ნამ­დე სახ­მე­ლე­თო გზით ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი გა­იქ­ცა ტა­ჯი­კეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.

სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

თა­ლი­ბე­ბი თვითმფრი­ნა­ვებ­ში

მო­ჰა­მედ ნა­ჯი­ბუ­ლას რე­ჟი­მის და­ცე­მის შემ­დეგ 1992 წელს, "თა­ლი­ბან­მა" საკ­მა­ოდ დიდი სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო. მა­შინ "თა­ლი­ბა­ნის" ხელ­ში რამ­დე­ნი­მე საბ­რძო­ლო მებ­რძო­ლი-მსუ­ბუ­ქი MiG-21MF-ი და მძი­მე შემ­ტე­ვი Su-22 მოხ­ვდა. გარ­და ამი­სა, მათ ჰქონ­დათ Mi-8 შვე­ულმფრე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა ტი­პის სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბი და სას­წავ­ლო L-39.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა ეს თვითმფრი­ნა­ვი ან 2001 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის დროს გა­ნადგრუ­და ან მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა მი­ზე­ზე­ბით გა­უ­ა­რეს­და.

რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ ახლა თა­ლი­ბებს ავ­ღა­ნე­თის აე­როდ­რო­მებ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­თა და შვე­ულმფრე­ნე­ბით?

ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბა

მა­ში­ნაც კი, თუ თა­ლი­ბან­მა მწყობ­რში მყო­ფი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, ისი­ნი ტექ­ნი­კის მოვ­ლის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გე­ბი­ან.

რო­გორც რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა საბ­ჭოს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტმა ილია კრამ­ნიკ­მა BBC - ს რუ­სულ სამ­სა­ხურს გა­ნუ­ცხა­და, ავ­ღა­ნე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სრუ­ლი ციკ­ლის გავ­ლა მხო­ლოდ ორი ტი­პის თვითმფრი­ნავს შე­ეძ­ლო - Mi -17 და C-208 Cessna Caravan.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა