პაპარაცი, ბოიკოტი, ხულიგანი, სენვიჩი- სიტყვები, რომელთა უკან რეალური ადამიანების გვარები დგას | Allnews.Ge

პაპარაცი, ბოიკოტი, ხულიგანი, სენვიჩი- სიტყვები, რომელთა უკან რეალური ადამიანების გვარები დგას

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში მათ მიერ ჩადენილი დიდი საქმეების და გმირობის წყალობით; არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელები დაუვიწყარია იმის გამო, რომ მათ შექმნეს ხელოვნების უკვდავი შედევრები: მუსიკალური თუ მხატვრული ნაწარმოებები, გენიალური პიესები და რომანები, მაგრამ არსებობენ ადამიანებიც, რომლებიც იმდენად პოპულარული და ცნობილები არიან, რომ მათი სახელები ან გვარები საზოგადო სახელებად გადაიქცა და სალიტერატურო თუ სასაუბრო ენაში მყარად დამკვიდრდა.

ზოგიერთი ადამიანის გვარი პირდაპირ ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება საზოგადო სახელად. საკმარისია გავიხსენოთ მიხეილ შუმახერი და დედა ტერეზა; ზოგი მათგანი კი ისე შემოიჭრა ჩვენს მეტყველებაში, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, თუ მის უკან რეალური პიროვნება დგას.

ჩარლზ ბოიკოტი

2020010300101837332-1-1629711938.jpg

საყოველთაოდ გავრცელებული სიტყვა ბოიკოტი, რომელიც მშვიდობიან წინააღმდეგობას და პროტესტს ნიშნავს, დაკავშირებულია ბრიტანელი ჩარლზ ბოიკოტის სახელთან, რომელიც მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ირლანდიაში ერთ-ერთ მიწათმფლობელთან საქმის მწარმოებლად მუშაობდა. ერთხელ მამულში დასაქმებულებმა გაფიცვა მოაწყვეს ისე, რომ ინგლისელი არაფრად ჩააგდეს. ბრიტანული პრესის წყალობით, რომელმაც ეს მოვლენები გააშუქა, პროტესტის ამ ფორმას ბოიკოტი ეწოდა.

საქსოფონი

1sxtseaxl-1-1024-1629712040.jpg

საქსოფონი სასულე მუსიკალური საკრავია, რომელსაც სახელი მისი გამომგონებლის- ბელგიელი ოსტატის ადოლფ საქსის გამო უწოდეს. ინსტრუმენტს საქსოფონი გამომგონებლის მეგობარმა, კომპოზიტორმა ჰექტორ ბერლიოზმა უწოდა სტატიაში, რომელიც გამოგონებას ეძღვნებოდა და ეს სიტყვა უმალვე პოპულარული გახდა.

ტაციო სეკიაროლი-პაპარაცი

2020010300125437332-1-1629712139.jpg

ტაციო სეკიაროლი-პაპარაცი ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი გახლდათ. ის 1925 წელს დაიბადა რომის გარეუბანში. გადაღება ტაციომ 1944 წელს დაიწყო: ის იღებდა რომის ქუჩებში შემოსულ ამერიკელ ჯარისკაცებს. 1955 წელს პაპარაციმ დაარსა სააგენტო "რომა პრეს-ფოტო". სულ ცოტა ხანში ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ გადაიღო ფილმი "ტკბილი ცხოვრება'', რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო ფოტოგრაფი პაპარაცო. მის პროტოტიპს, რა თქმა უნდა, ტაციო სეკიაროლი წარმოადგენდა. ამის შემდეგ სიტყვა "პაპარაცი" მყარად დამკვიდრდა სასაუბრო და ლიტერატურულ ენაში და აბეზარ ფოტოგრაფს ნიშნავს.

ეტიენ დე სილუეტი

2020010300135137332-1629712206.jpg

ეტიენი გახლდათ საფრანგეთის ფინანსების მთავარი კონტროლიორი მეფე ლუდოვიკო XV-ის დროს. ის შეეცადა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმის ჩატარებას, თუმცა მისი ეს მცდელობა კრახით დასრულდა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომა მოუწია. ამის შემდეგ მან გართობის ახალი მეთოდი მოიგონა: ეტიენს კედელზე ადამიანის ჩრდილები გადაჰქონდა. ეს იდეა ისე მოეწონათ მის სტუმრებს, რომ სილუეტს მთელ ევროპაში გაუთქვეს სახელი.

პატრიკ ხულიგანი

kkk-1629712273.png

წარმოშობით ირლანდიელი, მცირე ოჯახური სასტუმროს მფლობელი პატრიკ ხულიგანი ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა. ის გამუდმებით აწყობდა სკანდალებს, ეჩხუბებოდა მდგმურებსა და მეზობლებს, ასე რომ მალე გაითქვა სახელი თავისი აუტანელი, მყრალი ხასიათითა და ქცევებით. მის სახელზე გამუდმებით შედიოდა საჩივრები ლონდონის პოლიციაში. მალე მისი გვარი საზოგადო სახელად გადაიქცა და სალაპარაკო ენაში დამკვიდრდა. დღეს ხულიგანს უწოდებენ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ადამიანს, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივი ქცევის ნორმებს და ზოგადად ავლენს უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ.

ბლუთუზი

673ab7be26beb40aa1fd550819cf1a95-1629712417.png

ბლუთუზი - (blue tooth - „ლურჯი კბილი“) შემქნელებმა ამ ტექნოლოგიას სახელი ვიკინგების მეფის ჰერალდ პირველის (ჰერალდ ლურჯკბილას) პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც დანია და ნორვეგია გააერთიანა. დღესდღეობით ბლუთუზი გახლავთ მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგია. ის საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა

განაგრძეთ კითხვა