თბილისიდან სოფელში გადასახლებული 21 წლის ბიჭის თამბაქოს მეურნეობა და მომავლის გეგმები | Allnews.Ge

თბილისიდან სოფელში გადასახლებული 21 წლის ბიჭის თამბაქოს მეურნეობა და მომავლის გეგმები

ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში 21 წლის დიმა მახათაძემ თამბაქოს მოყვანას მიჰყო ხელი. მოგეხსენებათ, თამბაქოს მხოლოდ სიგარეტის დასამზადებლად არ იყენებენ, ეს კულტურა ასევე გამოიყენება მედიცინაში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. მისი ფოთლებიდან მიიღება ვაშლმჟავა და ლიმონმჟავა, რომელსაც იყენებენ კვებისა და პარფიუმერიის მრეწველობაში. რატომ მიიღო დიმამ თამბაქოს წარმოების გადაწყვეტილება და რამდენად დიდ შრომას მოითხოვს მისი მოყვანა, ამის შესახებ დიმა გვესაუბრა.

tambaq-1629445978.jpg

- მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. ვსწავლობ აგრონომიის ფაკულტეტზე, მევენახეობა და ენოლოგიას. პანდემიამდე ვცხოვრობდი თბილისში ოჯახთან ერთად, პანდემიის დასაწყისში ბაბუს გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტეთ საცხოვრებლად გადავსულიყავით სოფელში და მიგვეხედა მისი დატოვებული სახლ-კარისთვის. სწავლა განვაგრძე ონლაინრეჟიმში. 10 წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვას ანსაბლ „მინდიაში“. მიყვარს კალათბურთის თამაში და თევზაობა.

- თამბაქოს წარმოების იდეა როდის და რატომ გაგიჩნდათ?

- სოფლის მეურნეობასთან შეხება არასდროს მქონია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემოდგომაზე ბაბუსთან ჩავდიოდი და ვეხმარებოდი რთველში. პანდემიის შემდეგ, როცა საცხოვრებლად აქ გადმოვედით, დავიწყეთ ნაკვეთების დამუშავება, სიმინდის, ბოსტნეულის დათესვა. ეს იმდენად საინტერესო პროცესი იყო, დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა დიდ ფართობზე. მოვიძიე სხვადასხვა ინფორმაცია და რატომღაც გადავწყვიტე თამბაქოს დათესვა. თავიდან, როდესაც გადავწყვიტე, უკვე დაგვიანებული იყო მასშტაბურად კეთება და მხოლოდ 5 ძირი დავრგე. ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა, რა სჭირდებოდა, რა მოსავალს იძლეოდა. დაკვირვების შემდეგ, წელს მაშტაბურად გავაკეთე დაახლოებით 5000 ძირი.

237676552-1161762854312861-1770994181242304960-n-1629446048.jpg

- ადვილი მოსაყვანია თამბაქო?

- თამბაქოს მოყვანა ძალიან რთული აღმოჩნდა. სჭირდება მიწის კარგი დამუშავება, მარგვლა კულტივაცია, ნერგის გამოყვანა, გახარება. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შრომას მოითხოვს. რაც შეეხება დარგვას, იწყება მაისის დასაწყისში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. დარგვიდან 45 დღის შემდეგ იწყება თამბაქოს ქვედა ფოთლების შეტეხვა, აცმა და დაკიდება საშრობში. ეს პროცესი გრძელდება ყოველ 10-14 დღეში ერთხელ. მაღალი ტემპერატურის გამო გვიწევდა ხშირი მორწყვა. ძალიან დიდი ენერგია და შრომა სჭირდება, რომ კარგი მოსავალი იყოს.

განაგრძეთ კითხვა