რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს? | Allnews.Ge

რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს?

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი 12 უდი­დეს დღე­სას­წა­ულ­თა რი­ცხვში შე­დის. რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თა­ბო­რის მთა­ზე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი სამი მო­წა­ფის - პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნა.

სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დროს მა­ცხო­ვარ­თან ზე­ცი­უ­რი დი­დე­ბით მო­სი­ლი მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი იმ ვნე­ბი­სა და ტან­ჯვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ, რაც მას იე­რუ­სა­ლიმ­ში ელო­და. მო­ცი­ქუ­ლებს შემ­დეგ თავს ელ­ვა­რე ღრუ­ბე­ლი და­ად­გა, სა­ი­და­ნაც ღვთის ხმა ამ­ბობ­და: ესე არს ძე ჩემი სა­ყუ­ა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო ვი­ყავ. მა­გი­სი ის­მი­ნეთ“ (მათე XVII, 5). ხილ­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ე­ბი პირ­ქვე და­ემხნენ, რო­დე­საც აი­ხე­დეს მათ წი­ნა­შე მხო­ლოდ იესო იდგა. მან გა­აფრ­თხი­ლა მო­მა­ვა­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის ეთ­ქვათ, ვიდ­რე იგი მკვდრე­თით არ აღ­დგე­ბო­და.

ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტაძ­რებ­ში ხილი იკურ­თხე­ბა. მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის გამო, ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე karibche.ambebi.ge-ს ვა­ზი­სუბ­ნის ცხრა ყრმა­თა კო­ლა­ელ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი დე­კა­ნო­ზი გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - იგი ეხე­ბა არა ძე კა­ცი­სას ზე­ცი­დან გარ­და­მოს­ვლი­სა და გან­კა­ცე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, არა მა­ცხოვ­რის ქვეყ­ნი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, არა­მედ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას. იე­სომ ფე­რის­ცვა­ლე­ბა იმის­თვის ინე­ბა, რომ ცხა­დად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მო­ცი­ქულ­თათ­ვის და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის სა­ი­დუმ­ლო მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა - ჩვე­ნი ცხო­ნე­ბა სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და გაბრ­წყი­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

- მა­მაო, ამ დღეს ხილს რა­ტომ აკურ­თხე­ბენ?

- ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხი­ლია შე­მო­სუ­ლი და ეკ­ლე­სი­ა­ში დამ­კვიდ­რდა ტრა­დი­ცია ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, წირ­ვის შემ­დგომ მათი კურ­თხე­ვი­სა, რაც სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კურ­თხე­ვით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ადა­მის ცოდ­ვით შე­ბილ­წუ­ლი ხილი და იმ სიწ­მინ­დეს იბ­რუ­ნებს, რომ­ლი­თაც ედე­მის ბაღ­ში იყო მო­სი­ლი.

იხილეთ სრულად