რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის ავღანეთში შექმნილი ვითარება? | Allnews.Ge

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის ავღანეთში შექმნილი ვითარება?

"თა­ლი­ბან­მა" ქა­ბუ­ლი აიღო, პრე­ზი­დენ­ტი წა­ვი­და, სა­ელ­ჩო­ე­ბი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია - გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მსოფ­ლიო შფო­თით და დიდი სიფრ­თხი­ლით შეხ­ვდა. რა საფრ­თხე­ებს ქმნის შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?

ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე, რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რი, ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს:

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღე­ებ­ში ჩა­მო­ი­შა­ლა ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბა, "თა­ლი­ბან­მა“ სრუ­ლი­ად ჩა­იგ­დო ხელთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­ში. მათ ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბი­სა და ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს. ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ფაქ­ტი­უ­რად, გა­იქ­ცა დე­და­ქა­ლაქ ქა­ბუ­ლი­დან.

"თა­ლი­ბან­მა“ სრუ­ლი­ად ჩა­იგ­დო ხელთ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­ში. მათ ავ­ღა­ნე­თის მთავ­რო­ბი­სა და ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს. ავ­ღა­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფაქ­ტი­უ­რად გა­იქ­ცა დე­და­ქა­ლაქ ქა­ბუ­ლი­დან გარ­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც. ასე­ულ ათა­სო­ბით ავ­ღა­ნე­ლი, რომ­ლებ­საც არ სურთ "თა­ლი­ბა­ნის“ მკაც­რი შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის ქვეშ ცხოვ­რე­ბა, ტო­ვებს სა­ცხოვ­რე­ბელს და ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობს.

batiashvilizurabi-61922-1629179291.jpg

ახლა ად­გილ­ზე მთა­ვარ თე­მად რჩე­ბა, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ამე­რი­კუ­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი და კა­ნა­დუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ქვეყ­ნი­დან გაყ­ვა­ნას, რის­თვი­საც და­მა­ტე­ბი­თი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი იქნა გაგ­ზავ­ნი­ლი ქა­ბულ­ში.

ამ მო­მენ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შევ­ძლოთ ავ­ღა­ნეთ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. მათ­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი და ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან. სხვა დე­ტა­ლებ­ზე მა­თი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის გამო სა­ჯა­როდ ვერ ვი­სა­უბ­რებ.

ავ­ღა­ნეთ­სა და მთლი­ა­ნად რე­გი­ონ­ში დიდი ხნით შე­იც­ვა­ლა სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია.

ავ­ღა­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და ძალა, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. მათ საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბი და იდე­ო­ლო­გია აქვთ და ეს არა­ერთ საფრ­თხე­სა და გა­მოწ­ვე­ვას შე­ი­ცავს არამ­ხო­ლოდ ავ­ღა­ნე­თის­თვის, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვი­საც. პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­საზ­რე­ბაა, რომ ყვე­ლა შე­ეშ­ვას ავ­ღა­ნეთს და რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ. შენ კი შე­იძ­ლე­ბა შე­ეშ­ვა, მაგ­რამ ის არ შე­გეშ­ვე­ბა ისე­თი დიდი პრობ­ლე­მე­ბით, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად მოყ­ვე­ბა "თა­ლი­ბა­ნის“ მკაც­რი წე­სე­ბით მარ­თვას:

ასე­ულ ათა­სო­ბით ახა­ლი ლტოლ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად და­იძ­ვრე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით (მათ შო­რის, ევ­რო­პის­კე­ნაც). აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტო­რიც, რომ ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა უკა­ნას­კნე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ორ­მაგ­და და 40 მი­ლი­ო­ნი გახ­და; ავ­ღა­ნუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის, რო­გორც "თა­ლი­ბა­ნის“ შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­როს, გა­დი­ნე­ბის გაზ­რდა რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში (მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც); რა­დი­კა­ლუ­რი იდე­ო­ლო­გი­ი­სა და დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ავ­ღა­ნეთ­სა და მო­მიჯ­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში".

ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძის თქმით კი, რე­გი­ონ­ში პრო­ცე­სე­ბი შე­საძ­ლოა უკი­დუ­რე­სად გარ­თულ­დეს:

areshidzemamuka-45932-1629179338.jpg

აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ლი­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად არი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გი­ა­ში მა­სობ­რი­ვად ჰყავთ ჩათ­რე­უ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, მათ შო­რის - ჩრდი­ლო­ე­თით მცხოვ­რე­ბი ტა­ჯი­კე­ბი, უზ­ბე­კე­ბი და სხვე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბას და­ი­წყე­ბენ ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში თა­ვი­ან­თი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. ეს პრო­ცე­სი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ­თვის პრობ­ლე­მად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცნენ ჩრდი­ლო­ე­თით მცხოვ­რე­ბი თურ­ქმე­ნუ­ლი ტო­მე­ბი და ში­ი­ტუ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თა ერთი ნა­წი­ლი თურ­ქეთ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე კი - ირან­ზე.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, ავ­ღა­ნე­თის მთე­ლი ეს ქა­ო­სი დას­რულ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნით, რო­მელ­საც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, "ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მუ­რი იმა­რა­ტი" ერ­ქმე­ვა. ეს ნაღ­მი აუ­ცი­ლებ­ლად იმუ­შა­ვებს და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკვე ძა­ლი­ან მალე აფეთ­ქდე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი აზია. "თა­ლი­ბა­ნის" მოძ­რა­ო­ბის ვექ­ტო­რი ასე­ვე იქ­ნე­ბა ან­ტი­რუ­სუ­ლი და, ალ­ბათ, ან­ტი­ჩი­ნუ­რიც და ეს რე­ა­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მალე შე­იქ­მნე­ბა. ეს არის ტაქ­ტი­კუ­რი სუ­რა­თი. სტრა­ტე­გი­ულ სუ­რათ­ში კი­დევ ერთი პუნ­ქტი შე­დის, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას. პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი არის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ის­ლა­მუ­რი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა, თან იმ ტი­პის წეს­რი­გი­სა, რო­მელ­საც თვი­თონ მის­დე­ვენ, ანუ რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­თვის ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი მტე­რია, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ პა­კის­ტან­თან და სპარ­სე­თის ყუ­რის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მა­გა­ლი­თად, ყა­ტარ­თან.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კავ­კა­სია აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა მათი იდე­ო­ლო­გი­ის იმ­პორ­ტის სივ­რცე, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჩრდი­ლო­ე­თი კავ­კა­სია. აქ აუ­ცი­ლებ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის ის რგო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე არ­სე­ბობს, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ეს არის ჩვენ­თვის მთა­ვა­რი საფრ­თხე. მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვად შე­იძ­ლე­ბა გვექ­ცეს დევ­ნილ­თა ნა­კა­დი. სი­რია უფრო შორს არის ჩვენ­გან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სი­რი­ი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­კა­დი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა. მე­სა­მე საფრ­თხე - ეს არის ნარ­კოტ­რა­ფი­კი. ეს იქ­ნე­ბა "თა­ლი­ბა­ნის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ ავ­ღა­ნეთს არ ვე­სა­ზღვრე­ბით და ეს კარ­გია, მაგ­რამ სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო გვაქვს, რის გა­მოც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას აქამ­დეც ცდი­ლობ­დნენ და კვლა­ვაც შე­ეც­დე­ბი­ან. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ".