4 მითი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე | Allnews.Ge

4 მითი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე

ასეთი მითები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვრცელდება და აბნევს მოსახლეობას:

1. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ცვლის დნმ-ს.

კორონვირუსის საწინააღმდეგო აცრას დნმ-ის შეცვლა არ შეუძლია.

დნმ ადამიანის უნიკალური კოდია, რომელიც იქმნება სასქესო უჯრედების წარმოქმნისას (კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმისას) და მას შემდეგ არ იცვლება. ცხადია, დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს მუტაცია, მაგრამ გლობალურად დნმ-ის კოდი რჩება უცვლელი. მისი რედაქტირება გარეგანი საშუალებებით შეუძლებელია. აცრაში უბრალოდ არ არსებობს ამ კოდის შეცვლის მექანიზმი.

2. ვაქცინაციის ადგილზე ხდება ლითონის საგნების მაგნიტივით მიმაგრება.

მსგავსი მტკიცება უკვე ფსიქოპათოლოგიის ზღვარზეა.

3. ვაქცინა იწვევს უნაყოფობას.

მსგავსი გვერდითი ეფექტი ვაქცინების მწარმოებლების ოფიციალური მონაცემებით არ დარეგისტრირებულა ჩატარებული კვლევების მსვლელობისას. არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა.

4. აცრას აკეთებენ მოქალაქეების ჩიპირების მიზნით.

თუ მიკროჩიპის იმპლანტირებაა განზრახული ვინმეს მიერ, ამის გაკეთება სხვა საშუალებებითაც არის შესაძლებელი. ვაქცინის შემადგენლობის გამოკვლევა კი შეუძლია ნებისმიერ ლაბორატორიას მთელ მსოფლიოში. ვაქცინას არ ამზადებს ერთი ადამიანი, მის მომზადებასა და სერიულ გამოშვებაში მონაწილეობს ათასობით მეცნიერი. გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული ვაცქინები, რომლებიც სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიებით მზადდება. თუ არ ენდობით ერთს, შეგიძლიათ აიცრათ სხვა ვაქცინით.