გარეუბნელი გოგონა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო - ჯენიფერ ლოპესის გზა მილიონერობამდე | Allnews.Ge

გარეუბნელი გოგონა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო - ჯენიფერ ლოპესის გზა მილიონერობამდე

ჯენიფერ ლოპესმა მრავალფეროვანი ნიჭი უამრავ სფეროში გამოსცადა, იქნებოდა ეს მუსიკა, ცეკვა და მსახიობობა თუ სხვა. გარეუბანში, სიღარიბეში მცხოვრებმა პატარა გოგონამ მისი შრომით და მიზანსწრაფული ხასიათით მართლაც მსოფლიო დაიპყრო. დღეს მისი ოფიციალური ქონება 150 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგი ბევრად მეტს გამოიმუშავებს.

ჯენიფერ ლოპესი ჰოლივუდის ინდუსტრიის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს. საინტერესოა, როგორ ცხოვრებდა ის სანამ სახელგანთქმული გახდებოდა?

ჯენიფერ ლინ ლოპესი ან პოპულარული სახელით J.Lo, 1961 წელს, ბრონქსში დაიბადა. იგი ბავშვობიდან ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. 90-იანი წლების ე.წ. “ტრედის“ მსგავსად, ჯენიფერი უბანში იმით იყო გამორჩეული, რომ სამეზობლოსთვის სახელდახელოდ მომზადებულ წარმოდგენებს ხშირად დგამდა. ხუთი წლის იყო, როდესაც მშობლებმა ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებზე შეიყვანეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მისი წარმატების მთავარი მიზეზი.

doreksg-1629029719.png

ოჯახის გადაწყვეტილებით მუსიკისა და ცეკვის გარდა, პატარა ჯენიფერი წლების განმავლობაში დადიოდა ტანვარჯიშზე. იგი ასევე იყო სოფტბოლის გუნდში.

მოცეკვავის კარიერა

ჯენიფერის მშობლებს, გვადალუპე როდრიგესს და დევიდ ლოპესს სურდათ, რომ ჯენიფერი აკადემიკოსი გამხდარიყო. იგი მოგვიანებით ბარუჩის კოლეჯში ჩაირიცხა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს სფერო არ აინტერესებდა. მას ჰქონდა სხვა ნიჭი, განსაკუთრებით სახვითი ხელოვნების დარგში და გადაწყვიტა კოლეჯი პირველი სემესტრის შემდეგ დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილების გამო ოჯახთან დიდი კოფლიქტი მოუვიდა და მშობლები წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ. ურთიერთობა მოგვიანებით, მას შემდეგ აღდგა, როდესაც ჯეი ლოს კარიერა, როგორც ცობილი მოცეკვავისა, უკვე შემდგარი იყო.

jennifer-lopez-wearing-white-1629029796.jpg

მისი პირველი დიდი წარმატება სპექტაკლ “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი და ოკლაჰომა“ -ში მონაწილეობა იყო. რის გამოც მომღერალმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და მანჰეტენზე გადავიდა.

ამის შემდეგ უკვე ვარსკვლავმა ევროპაში ხუთთვიანი მოგზაურობა წამოიწყო, როდესაც Golden Musicals- ში ბროდვეის გუნდმა დაიქირავეს. Celebrity Net Worth– ის თანახმად, მისი შემდგომი წარმატება იყო იაპონიის ცნობილ შოუში სახელწოდებით "Synchronicity“ - ში სამუშაო ადგილის მოპოვება. შემდეგ იყო Fox– ის სატელევიზიო შოუები, სხვადასხვა ეპიზოდური როლები, სხვა ცნობილი ადამიანების კლიპებში მეორეხარისხოვანი როლების შესრულება. თუმცა მსოფლიომ ახალგაზრდა მომღერალი და მოცეკვავე საბოლოოდ Jenny From The Block– ით გაიცნო.

განაგრძეთ კითხვა