6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცხოველი მსოფლიოში | Allnews.Ge

6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცხოველი მსოფლიოში

სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ცხოველები, ფრინველები, გამოგონილი პერსონაჟები, რობოტები და ა.შ. საინტერესოა, რამდენს გამოიმუშავებენ ისინი? ამჯერად გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად ცხოველს, რომლებიც ინტერნეტში ძალიან პოპულარულები არიან.

გმირი კატა ტარა

kata-1628848639-1629011951.jpg

2014 წელს ინტერნეტში ოჯახს მიკედლებული კატის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ბატარა ბიჭი აგრესიული ძაღლისგან იხსნა. მცირეწლოვანი ბილიკზე ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც სახლის ტერიტორიაზე ძაღლი შემოვიდა და ბავშვისკენ გაიწია. კატა “ტარა“ არ დაიბნა, არც შეშინდა და პატარა ბიჭი გადაარჩინა. უფრო მეტიც, ძაღლთან ბრძოლის შემდეგ, ბიჭი არ მიატოვა იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ ძაღლი წავიდა. ეს ვიდეო იყო პირველი YouTube ვიდეო ისტორიაში, რომელმაც ერთ კვირაში 20 მილიონ ნახვას მიაღწია და ოჯახმა ამით მხოლოდ ერთ წელიწადში 100.000 დოლარი გამოიმუშავა

ბო - “ფეისბუქის“ ვარსკვლავი

boo-1628848671-1629012005.jpg

პატარა პომერანული შპიცი ეკუთვნის Facebook-ის ფინანსურ დირექტორს. 2010 წელს პირველი გამოქვეყნების შემდეგ, ირენ ანი "მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ძაღლად" დასახელდა. მისი გვერდის მოწონებამ 5 მილიონს გადააჭარბა. წყვილმა მომდევო წლებში ბოს გამოსახულების პროდუქციის დამზადება დაიწყო. მათ შორის გამოსცეს წიგნები. ბო წელიწადში დაახლოებით, 1 მილიონ დოლარს იღებს.

დათვი “ბარტი“

datvii-1628848703-1629012033.jpg

ალასკის ყავისფერი ობოლი დათვი იუტას ცხოველთა მწვრთნელებმა, დუგმა და ლინ სეუსმა გადაარჩინეს. სეუსებმა ბარტი საერთაშორისო ვარსკვლავად აქციეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა The Edge, White Fang და Outdoors. მიუხედავად იმისა, რომ კოდიაკის ცხოველები საშიშია და აშინებს უბრალო ადამიანს, KMS Cub Reporter- ის თანახმად, ბარტი ითვლებოდა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ცხოველად. ბარტი ასევე მსახურობდა კოლორადოს უნივერსიტეტის ცხოველთა კიბოს ცენტრში. კარიერის განმავლობაში მან ექვს მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო.

განაგრძეთ კითხვა