ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთად არიან- სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავების სიყვარულის ამბავი | Allnews.Ge

ჯენიფერ ენისტონი და დევიდ შვიმერი ერთად არიან- სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავების სიყვარულის ამბავი

და­სავ­ლურ ყვი­თე­ლი პრე­სა აქ­ტი­უ­რად წერს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის ახალ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მე­დი­ის ცნო­ბით, ჯე­ნის რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი აქვს თა­ვის კო­ლე­გას­თან, სე­რი­ალ "მე­გობ­რე­ბის“ ვარ­სკვლავ­თან, დე­ვიდ შვი­მერ­თან.

ისი­ნი ერ­თად ატა­რე­ბენ დროს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის სახ­ლში და გარ­და ამი­სა, პა­პა­რა­ცებ­მა წყვი­ლი მდიდ­რულ რეს­ტო­რან­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შმის დროს შე­ნიშ­ნეს.

jeni1-44139-1628674433.jpg

ჯენი და დე­ვი­დი ლე­გენ­და­რულ სიტ­კომ­ში, "მე­გობ­რე­ბი“ ერ­თად თა­მა­შო­ბენ, წლე­ბის წინ არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა იმის შე­სა­ხებ, რომ მათ შო­რის რე­ა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბი იყო, თუმ­ცა თა­ვად ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­დნენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ა­ლის სპეციალური ეპიზოდის გა­და­ღე­ბე­ბი და­ი­წყო, მათ ერ­თმა­ნე­თის­თვის გრძნო­ბე­ბის გამ­ხე­ლა გა­და­წყვი­ტეს.

წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ამ­ბობს, რომ ისი­ნი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ და ცდი­ლო­ბენ ერ­თად მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო გა­ა­ტა­რონ.

jeni2-44179-1628674495.jpg

ჯერ­ჯე­რო­ბით არც ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­სა და არც დე­ვიდ შვი­მერს პრე­სას­თან არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ცნო­ბის­თვის, ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყო­ველ­თვის იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს წერ­დნენ ყო­ფილ ქმარ­თან, ბრედ პიტ­თან შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა ორი­ვე ვარ­სკვლავ­მა თქვა, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბის გარ­და არა­ფე­რია.