ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები და სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში? | Allnews.Ge

ვინ იყვნენ პირველი ქართველი მენავთობეები და სად მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს მე-19 საუკუნეში?

რო­დის და რო­მელ ად­გი­ლას მო­ი­პო­ვებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თობს, რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ ამ საქ­მეს­თან ლე­გენ­და­რულ ძმებს სი­მენ­სებს და ვინ იყ­ვნენ პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მე­ში - ის­ტო­რი­კო­სი და პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს უამ­ბობს...

- დღეს ნავ­თო­ბის ფლო­ბა გან­სა­ზღვრავს ამა თუ იმ ქვეყ­ნის დიდ შე­მო­სა­ვალს და გან­ვი­თა­რე­ბის შანსს. ჩვენ ვხე­დავთ, რო­გორ წინ მი­დის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა წვლი­ლი აქვთ ქარ­თვე­ლებს ბა­ქოს ნავ­თო­ბის ათ­ვი­სე­ბის საქ­მე­ში?

- ვიდ­რე გი­პა­სუ­ხებ­დეთ, მინ­და გი­თხრათ, რომ სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ვი­და ჩემი რე­დაქ­ტო­რო­ბით პრო­ფე­სო­რე­ბის მა­მუ­კა ჯოლ­ბორ­დი­სა და ნინო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ძალ­ზედ სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი "ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მე­წარ­მე­ე­ბის სა­მე­ურ­ნეო-საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" (XIX-XX 20-იანი წლე­ბი), რო­მელ­შიც ბევ­რი ახა­ლი ფაქ­ტის და მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ გა­ი­გებთ. ვიდ­რე ბა­ქო­ში ნავ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­პო­ვე­ბა და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბო­და ჩვენ­თა­ნაც, ში­რაქ­ში, მირ­ზა­ან­ში და ში­რა­ქის ველ­ზე.

1848 წელს ვო­რონ­ცოვ­მა ყვე­ლა სა­ბა­დო იჯა­რით გას­ცა. 1860-იან წლებ­ში ამ სა­ბა­დო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­თა შო­რის იყ­ვნენ ძმე­ბი სი­მენ­სე­ბიც, რომ­ლებ­მაც მარ­ტო 1875 წელს კა­ხე­თის ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს 173 ათა­სი ვედ­რო ნავ­თი.

yygakhi-1-1628591158.jpg

ძმე­ბი სი­მენ­სე­ბი - ფრიდ­რი­ხი, ვერ­ნე­რი, ფერ­დი­ნან­დი და კარ­ლი

1880-იანი წლე­ბი­დან აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე და­ი­წყეს ნავ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­პო­ვე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბა, რა­მაც ხელი შე­უ­შა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის საქ­მეს და 1902 წლი­დან ამ ტი­პის წარ­მო­ე­ბა მთლი­ა­ნად შე­ჩერ­და ჩვენ­თან. ამე­რი­კელ ვილ­სონ­თან ერ­თად ბა­ქოს ნავ­თო­ბის წარ­მო­ე­ბით და მერე ბა­თუ­მამ­დე ნავ­თობ­სა­დე­ნის მი­ლის გაყ­ვა­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბი. ლუდ­ვიგ ნო­ბელ­მა შექ­მნა სინ­დი­კა­ტი და ითხოვ­და ნედ­ლე­უ­ლის სუ­რა­მის 4-კი­ლო­მეტ­რი­ან გვი­რაბ­ში გა­ტა­რე­ბას, რა­შიც მას მხარს უჭერ­და დიდი ქი­მი­კო­სი დი­მიტ­რი მენ­დე­ლე­ე­ვი.

1903 წლის­თვის ეს ნავ­თობ­სა­დე­ნი აშენ­და (835 კმ. სიგ­რძის 19 სა­ტუმ­ბო სად­გუ­რით). მილ­სა­დე­ნის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა შე­ად­გენ­და წე­ლი­წად­ში 900 ათას ტო­ნას, დაჯ­და 12 მი­ლი­ო­ნი რუ­სუ­ლი მა­ნე­თი. სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­მო­ი­ყე­ნეს პრე­მი­ის და­მა­არ­სებ­ლის, ალფ­რედ ნო­ბე­ლის 400 ტონა დი­ნა­მი­ტი. ნო­ბე­ლის მიერ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ავ­ზე­ბი დღე­საც დგას ბა­თუმ­ში, ხოლო მათ მიერ აშე­ნე­ბულ შვე­დეთ-ნორ­ვე­გი­ის სა­კონ­სუ­ლოს შე­ნო­ბა­ში, ბა­თუმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მუ­ზე­უ­მი (სხვა­თა შო­რის, ნო­ბე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი კან­ტო­რა ქონ­დათ ხა­შურ­შიც, ამ­ჟა­მინ­დე­ლი სტა­დი­ო­ნის გვერ­დით, რო­მე­ლიც ახ­ლაც დგას და მი­ხედ­ვას სა­ჭი­რო­ებს).

u7h2tqs-1628591208.jpeg

ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბი

მალე ნო­ბე­ლებ­მა ბა­ქოს ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე მო­ნო­პო­ლია მო­ი­პო­ვეს და ად­გი­ლობ­რივ და რუს კა­პი­ტა­ლის­ტებს ჩაგ­რავ­დნენ. ეს არ გა­მო­ე­პა­რა ნიკო ნი­კო­ლა­ძის მახ­ვილ თვალს და ჯერ და­წე­რა, მერე მოხ­სე­ნე­ბა წა­რად­გი­ნა პე­ტერ­ბურ­გში და ბო­ლოს ნო­ბე­ლებს როტ­შილ­დე­ბი და­უ­პი­რის­პი­რა, რომ­ლე­ბიც მისი მოწ­ვე­ვით ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში (რო­ბერტ ნო­ბე­ლი პირ­ვე­ლად მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვად­მა და­დი­ან­მა. ნო­ბელს სურ­და კაკ­ლის მერ­ქნის შე­ძე­ნა ია­რა­ღის კონ­და­ხის და­სამ­ზა­დებ­ლად). როტ­შილ­დებ­მა ამ საქ­მე­ში 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­დეს და გა­მოყ­ვეს კრე­დი­ტე­ბი ბა­თუმ­ში ნავ­თობ­და­გა­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად. მათ და­ა­არ­სეს "კას­პი­ი­სა და შავი ზღვის ნავ­თო­ბის კომ­პა­ნია" და 1889 წელს პირ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს ნავ­თის გა­ტა­ნა ტან­კე­რე­ბით (მა­ნამ­დეც და მე­რეც ნავ­თი თუ­ნუ­ქის ბი­დო­ნე­ბით და ხის კას­რე­ბით გაჰ­ქონ­დათ).

განაგრძეთ კითხვა