გიჟური და მარტივი იდეები, რომელთა წყალობით მილიონობით დოლარი იშოვეს | Allnews.Ge

გიჟური და მარტივი იდეები, რომელთა წყალობით მილიონობით დოლარი იშოვეს

ხანდახან საკმარისია მხოლოდ არასტანდარული აზროვნება იმისათვის, რომ მარტივი და განსხვავებული იდეა შექმნა. ალბათ, სწორედ ეს კრეატივი დაეხმარა ამ ადამიანებს ასე მარტივად მილიონების შოვნაში.

1. რეკლამა მელოტ თავზე

2021080311234689693-1628413530.jpg

ამერიკელი ბრენდონ ჩიკოსკი ადრე გამელოტდა და გადაწყვიტა სიმელოტე ფულის შოვნის წარმატებულ საშუალებად გადაექცია. მან დაიწყო თავისი სკალპის გაქირავება სარეკლამო სააგენტოებზე, რომლებიც უხატავდნენ დროებით ლოგოს და რეკლამას სხვადასხვა ბრენდისთვის. იდეა მომგებიანი აღმოჩნდა და ჩიკოსკიმ საკმაოდ სწრაფად შექმნა საკუთარი კომპანია, Bald Logo, რომლის მარკეტინგული კამპანიები მილიონობით ონლაინ პუბლიკაციით დასრულდა. სულ რაღაც 320 დოლარად, კლიენტს შეუძლია მოითხოვოს ამ არაჩვეულებრივი კომპანიის თანამშრომლის მელოტი თავი საკუთარი ბრენდის რეკლამისთვის, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს კლიენტების ბაზას.

2. მხოლოდ უნდა ითხოვოთ

2021080311300389693-1628413594.jpg

ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს გამოუვალ სიტუაციაში, როდესაც ვალი გაქვს, ?შემოსავალი კი არა. კარინ ბოსნაკმა იპოვა თამამი გამოსავალი ამ კრიტიკულ სიტუაციაში. როდესაც მან საკრედიტო ბარათზე 20 000 დოლარი დავალიანება დააგროვა და სამსახურიც დაკარგა, მან გადაწყვიტა დახმარება ეთხოვა ინტერნეტში მყოფი ადამიანებისთვის.

აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს სურდა დახმარების ხელი გაეწოდებინა არასახარბიელო სიტუაციაში მყოფი ქალისთვის. 6 თვეზე ნაკლებ დროში კარინმა არა მხოლოდ სრულად დაფარა ვალი, არამედ ნამდვილი მილიონერი გახდა . ამის შემდეგ მან გაზარდა თავისი ქონება: გამოაქვეყნა წიგნები თავისი უნიკალური გამოცდილების შესახებ და შექმნა ვებგვერდი.

3. მედუზა აკვარიუმში თევზის ნაცვლად

2021080311332889693-1628413657.jpg

ახალგაზრდა ბიოლოგი ალექს ენდონი ერთ დღესაც დაინტერესდა თუ რატომ არ შეიძლება სახლში აკვარიუმებში თევზების ნაცვლად მედუზების ყოლა? მან 50, 000 დოლარი დახარჯა მედუზების სპეციალური ავზის შესაქმნელად მათ გასამრავლებლად. 2010 წელს, პროექტის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ბიზნესმა მიიღო შემოსავალი 500, 000 დოლარი მიიღო წელიწადში, ახლა კი მისი შემოსავალი აღემატება 1, 000, 000 დოლარს.

4. ქალის ფეხის ფორმის სანათები

2021080311373789693-1628413697.jpg

შეიძლება იფიქროთ, რომ უცვეულო ფორმის სანათებით ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ბრაიან ჯონსმა ეს შეძლო. Red Rider Leg Lamps ის დამფუძმნებელმა გადაწყვიტა ქალის ფეხის ფორმის სანათების გაყიდვა მიუხედავად მისი მეგობრების და ოჯახის სკეპტიციზმისა, დღეს მისი შემოსავალი 1 000 000 დოლარს აღემატება, კომპანია კი 15 წელზე მეტია არსებობს. განაგრძეთ კითხვა

myquiz