13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია | Allnews.Ge

13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 13 წელი გა­ვი­და... ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით - ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

1-ელი აგ­ვის­ტო

ერედ­ვი-ხე­ი­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე აფეთ­ქდა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ინ­ტენ­სი­უ­რი, ორ­მხრი­ვი სრო­ლა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, და­ი­ღუ­პა 6 და და­იჭ­რა 21 ადა­მი­ა­ნი.

2 აგ­ვის­ტო

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ქვე­მო და ზემო ნი­ქო­ზი, ავ­ნე­ვი, ერედ­ვი, ერგნე­თი. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვს ხვდე­ბა. ია­კო­ბაშ­ვი­ლი ოს სე­პა­რა­ტის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­საც ითხოვს, მაგ­რამ უარს იღებს.

agvistosomicxinvalisxedi-2018-08-07-nrbr06q1nemnq-1-1628411358.jpg

3 აგ­ვის­ტო

ცხინ­ვა­ლი­დან რუ­სეთ­ში ევა­კუ­ი­რე­ბულ იქნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა – ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი. ვლა­დი­კავ­კაზ­ში ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი იმარ­თე­ბა. ამ დღეს აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სექ­ტემ­ბრი­დან გალ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. სერ­გეი ბა­ღაფ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას აცხა­დებს და ენ­გუ­რის ხიდს კე­ტავს. რო­კის გვი­რა­ბი­დან რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ხუთი ბა­ტა­ლი­ო­ნი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია შე­მო­დის.

4 აგ­ვის­ტო

ოს სე­პა­რა­ტის­ტთა ლი­დე­რი ედუ­არდ კო­კო­ი­თი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას არ გა­მარ­თავს. სე­პა­რა­ტის­ტთა ე. წ. შს მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მინ­ძა­ე­ვი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლი მზად არის ცე­ცხლის გა­სახ­სნე­ლად. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მდგა­რი რუ­სუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­და­დის.

5 აგ­ვის­ტო

ისევ და­ცხრი­ლეს ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი. აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. სამ­ხრეთ რუ­სე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი მო­ე­დი­ნე­ბა. გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ეუთო და ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

agvistosomichurvi-2018-08-06-u6wtwobj2qghawd-1-1628411410.jpg

6 აგ­ვის­ტო

მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი არ­ტი­ლე­რი­ით მთე­ლი დღე იბომ­ბე­ბა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ნული, ავ­ნე­ვი, თა­მა­რა­შე­ნი... აა­ფეთ­ქეს ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა „ბე-ემ-პე“. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი კვლავ იცხრი­ლე­ბა. არის მსხვერ­პლი. ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­გი­ო­ნის სა­ზღვარ­თან ტან­კე­ბი, ჯარი და არ­ტი­ლე­რია გა­ნა­ლა­გა და სრო­ლით­ვე პა­სუ­ხობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს.

agvistosomicxinvalijariskacebimedia-2018-08-07-qhdlol8tbei-1628411449.jpg

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რის შემ­დეგ, თბი­ლის­ში გზავ­ნი­ან იური პო­პოვს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, ია­კო­ბაშ­ვი­ლი­სა და ჩო­ჩი­ე­ვის შეხ­ვედ­რა რუ­სუ­ლი მხა­რის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო რე­გი­ონ­ში მოვ­ლე­ნა­თა ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი გან­ზე ვერ დარ­ჩე­ბა. ოსმა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა 7 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­და­დეს და ქარ­თულ მხა­რეს შეხ­ვედ­რა 9 აგ­ვის­ტოს შეს­თა­ვა­ზეს.

7 აგ­ვის­ტო

ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე თავ­დას­ხმა გახ­შირ­და - სე­პა­რა­ტის­ტე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ბომ­ბა­ვენ ქარ­თულ სოფ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თვის მზად არის... სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა კი მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ზე­გავ­ლე­ნა სე­პა­რა­ტის­ტებ­ზე და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა აღ­კვე­თოს...

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სნა­ი­პე­რუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ინ­ტენ­სი­უ­რად ის­ვრი­ან არ­ტი­ლე­რია, ტან­კე­ბი და ხელ­სა­ტყორ­ცნი არ­ტი­ლე­რი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად არის შე­მო­ტა­ნი­ლი - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლიის მხა­რე­ებს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს - პი­რო­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სრუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბი­სა, ძა­ლა­ში რჩე­ბა... სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ სთა­ვა­ზობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შუ­ა­მავ­ლო­ბას კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ოსურ­მა მხა­რემ ცე­ცხლი დრო­ე­ბით შე­წყვი­ტა, მაგ­რამ მალე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და კვლავ შე­უ­ტია ქარ­თულ სოფ­ლებს...

23:30 სა­ათ­ზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს იწყებს... ქარ­თუ­ლი მხა­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე რუ­სე­თის 58-ე არ­მია რო­კის გვი­რა­ბით ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­დის.

agvistosomicxinvali-2018-08-07-ki0lwnrfoogjar-1-1628411522.jpg

8 აგ­ვის­ტო

რუ­სულ­მა მხა­რემ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქვე და­ტო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სი ჯა­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და მძი­მე ტექ­ნი­კა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გა­ნა­ლა­გა... რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ და­ბომ­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მიღ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა:

გორი და გო­რის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი (მათ შო­რის – სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა);მარ­ნე­უ­ლის აე­როდ­რო­მი;ვა­ზი­ა­ნის აე­როდ­რო­მი;კო­პიტ­ნა­რის აე­როდ­რო­მი;ონი;ფო­თის პორ­ტი;ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნი;ანაკ­ლია;ზემო აფხა­ზე­თი/კო­დო­რის ხე­ო­ბა;თბი­ლი­სი (სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო რა­და­რი);ხელ­ვა­ჩა­უ­რი;ში­რა­ქი;სე­ნა­კის აე­რო­პორ­ტი და სამ­ხედ­რო ბაზა;კას­პი და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი;ბორ­ჯო­მის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

9 აგ­ვის­ტო

რუ­სულ­მა და აფხა­ზურ­მა ძა­ლებ­მა მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნეს - კო­დო­რის ხე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭრ­ნენ და ფო­თი­სა და სე­ნა­კის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, და­ბომ­ბეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი წერ­ტი­ლე­ბი – ფლო­ტი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი... იმ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ვებ­სა­ი­ტებ­ზე ჰა­კე­რებ­მაც მი­ი­ტა­ნეს მძლავ­რი იე­რი­ში.

ორმა რუ­სულ­მა მო­ი­ე­რი­შემ ქა­ლაქ გორ­თან ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ბომ­ბა. გორ­ში ბომ­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს მოხ­ვდა. რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ფსკო­ვის 76-ე სა­ჰა­ე­რო დი­ვი­ზია ცხინ­ვალ­ში შე­ვი­და. ქარ­თუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია 10 რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლო ერა­ყი­დან ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­მოწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ცხრა­ვე სო­ფელს ბომ­ბავს. ხე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შვე­ლას ითხოვს.

ცხინ­ვალ­ში ბრძო­ლე­ბი მძაფ­რდე­ბა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ამ ონის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი: წე­დი­სი და ბარი და­ბომ­ბა.

agvistosomigori-2018-08-07-fa1bvogg3o5u-1628411576.jpg

agvistosomigorisdabombva-2018-08-07-lwoy2dwhzlzc5-1-1628411621.jpg

10 აგ­ვის­ტო

რუ­სებ­მა აფხა­ზეთ­ში 9 000 ქვე­ი­თი და 350 ჯავ­შან­მან­ქა­ნა შე­იყ­ვა­ნეს. სერ­გეი ბა­ღაფ­ში აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თი მზად არის "კა­ნო­ნის და­სამ­ყა­რებ­ლად". მან 1 000 ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნა კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და გა­მო­ა­ცხა­და მო­ბი­ლი­ზა­ცია.

ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი ცხინ­ვალს ტო­ვე­ბენ, თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ ცალ­მხრი­ვად ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის მხა­რემ კი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე უარი თქვა, რად­გან, მათი მტკი­ცე­ბით, ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი უკან და­ხე­ვის ნაც­ვლად პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რის, შოთა უტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ ცე­ცხლი შე­წყვი­ტა და ქარ­თულ­მა ჯა­რებ­მა და­ტო­ვეს ე. წ. სამ­ხრე­თი ოსე­თი.

იმა­ვე დღეს, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ბერ­ნარ კუშ­ნე­რის ჩა­მოფ­რე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, რუ­სებ­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და­ბომ­ბეს... თუმ­ცა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ამ ცნო­ბას დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და. მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო და­თან­ხმდა რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეს­ვლას ზუგ­დიდ­ში. ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბა ზუგ­დი­დის, სე­ნა­კის, გო­რის, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნე­ბი, ზემო აფხა­ზე­თი, თბი­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ვით ბაქ­რა­ძე ტე­ლე­ე­თე­რით მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, თბი­ლი­სის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით დახ­ვდეს მტერს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით შს მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ეკა ზღუ­ლა­ძემ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა „და­ამ­შვი­და“: რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი თბი­ლის­ზე აღარ მო­დი­ან – ორ­ჭო­სან­თან გა­და­უხ­ვი­ე­სო.

მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნო­ციდ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ეუ­თოს თავ­მჯდო­მა­რე კი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი შუ­ა­მავ­ლის როლს კი არ ას­რუ­ლებს, კონ­ფლიქ­ტის მხა­რედ მოგ­ვევ­ლი­ნა.

agvistosomigorijariskacebi-2018-08-06-v1o0zxgp0b-1628411667.jpg

11 აგ­ვის­ტო

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ცხინ­ვა­ლი ისევ ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლქვე­შაა. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სე­სი­ა­ზე გა­ცხად­და, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან კონ­დო­ლი­ზა რა­ის­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში თქვა: „სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უნდა წა­ვი­დეს!“ და­სავ­ლე­თი ში­შობს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას აპი­რებს. რუ­სეთ­მა უარ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა: "ჩვენ საკ­მა­რი­სი ტე­რი­ტო­რია გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლო არ გვჭირ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის სპი­კერ­მა ალექ­სეი რო­გო­ზინ­მა.

არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი არ­მი­ის თბი­ლის­ში შე­მოს­ვლის საფრ­თხე... უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, ალექ­სან­დრე ლო­მა­ი­ას, გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ არ­მი­ას ნაბ­რძა­ნე­ბი აქვს ქა­ლაქ მცხე­თას­თან გა­მაგ­რე­ბა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი აცხა­დებს, რომ რუ­სეთს თბი­ლის­ზე თავ­დას­ხმა არა აქვს და­გეგ­მი­ლი(?!). თუმ­ცა... ტან­კებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი თბი­ლი­სის­კენ და­იძ­რნენ და სო­ფელ იგო­ეთ­თან შე­ჩერ­დნენ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და CNN-ის კად­რე­ბი, სა­დაც აღელ­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბა და­სავ­ლე­თის ლი­დე­რებს და აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბას სთხოვს. ამ სა­უბ­რის კად­რე­ბი, სა­დაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჰალ­სტუხს ნერ­ვი­უ­ლად ღე­ჭავს, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა...

saakashvilitie-2018-08-08-stok4lzjgmlyia-1628411712.jpg

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრებ­თან ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გრძე­ლი რიგი დგას... ისი­ნი ოჯა­ხე­ბი­ა­ნად ქვე­ყა­ნას ტო­ვე­ბენ და გარ­ბი­ან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა სიაც, სა­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქვეყ­ნი­დან გას­ვლი­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის ზუს­ტი დროა მი­თი­თე­ბუ­ლი.

12 აგ­ვის­ტო

რუ­სუ­ლი მხა­რე ქმნის ფო­თის პორ­ტის გარ­შე­მო 50-კი­ლო­მეტ­რი­ან ბუ­ფე­რულ ზო­ნას. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ისევ მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი კრი­ზი­სის გა­და­სა­ლა­ხა­ვად. "დიდი შვი­დი­ა­ნის" სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი რუ­სე­თის­გან უპი­რო­ბოდ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მო­ი­თხო­ვენ. რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა და­ი­წყეს სპე­ცო­პე­რა­ცია ზემო აფხა­ზეთ­ში... კო­დო­რის ხე­ო­ბი­დან გა­მო­დის მო­სახ­ლე­ო­ბა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­და - შე­წყდეს ცე­ცხლი და და­ი­წყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თუმ­ცა, რუ­სე­თის ავი­ა­ცია აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვას. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს...

saakashvilikachinskiwar-2018-08-08-yfw9174yjhyu-1628411791.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ეს­ტო­ნე­თის, ლიტ­ვის, უკ­რა­ი­ნი­სა და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ასე­ვე ლატ­ვი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. იმა­ვე სა­ღა­მოს მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის რფ პრე­ზი­დენ­ტთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი 6-პუნ­ქტი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი.

პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი კი სკან­დი­რებს: "სარ­კო, სარ­კო". ისი­ნი იმე­დით შეჰ­ყუ­რე­ბენ სარ­კო­ზის მიერ მედ­ვე­დევ­თან შე­თან­ხმე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­საც ხელი აქვს მო­სა­წე­რი. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-6 პუნ­ქტის ფორ­მუ­ლი­რე­ბას აფხა­ზე­თი­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე...

აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მოგ­ზავ­ნა სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი „მა­კ­ფო­ლი“ (აღ­ჭურ­ვი­ლი „ტო­მა­ჰავ­კის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით და უახ­ლე­სი საბ­რძო­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით), „მა­უნთ უით­ნი“ (აშშ-ის მე­ექ­ვსე ფლო­ტის ფლაგ­მა­ნი) და სა­ნა­პი­რო დაც­ვის კა­ტარ­ღა. ამე­რი­კულ ხო­მალ­დებს ნა­ტოს ათზე მეტი გემი ახ­ლდა. აშშ-მა უახ­ლე­სი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი რე­გი­ონ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუსი ანა­ლო­გე­ბის­გან მხო­ლოდ 90 მი­ლის და­შო­რე­ბით გა­ნა­ლა­გა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამით მათ და­უ­პი­რის­პირ­და.

სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მედ­ვე­დე­ვი გვამ­ცნობს: "მშვი­დო­ბის­თვის იძუ­ლე­ბის ოპე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია!"

13 აგ­ვის­ტო

სარ­კო­ზის ძა­ლის­ხმე­ვამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო – რუ­სულ­მა ტან­კებ­მა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ, უფ­ლის­ცი­ხეს­თან გა­და­უხ­ვი­ეს... გორს კი აკონ­ტრო­ლე­ბენ რუ­სუ­ლი და ე.წ. ოსუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­კი­თხა­ვად მა­რო­დი­ო­რო­ბენ და სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან გო­რის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.

saakashvilisarkoziagvistosomi-2018-08-07-ghlp940d2pn0tg-1628411856.jpg

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და...

14 აგ­ვის­ტო

თბი­ლის­ში თავი მო­ი­ყა­რა 28 ათას­მა ლტოლ­ვილ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან.

15 აგ­ვის­ტო

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა სარ­კო­ზის მიერ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ახალ ვერ­სი­ას.

16 აგ­ვის­ტო

მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმაც მო­ა­წე­რა ხელი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია ეფუძ­ნე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის" პუბ­ლი­კა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია "პა­ლიტ­რა L"-ის გა­მო­ცე­მა­ში "რჩე­უ­ლი ეპო­ქა".

ფო­ტო­ე­ბი: "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" არ­ქი­ვი; მზია სა­გა­ნე­ლი­ძე, ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი, გია აბ­და­ლა­ძე